როდესაც შენ მოჰყვები და იწყებ ვრცლად გამოკითხვასა მოყვასთა შენთასა, მჭერმეტყველად აღწერ მათთა შეცდომათა და სიცუდესა, დასცინი მათთა საქმეთა და თვისებათა, – მაშინ შენ საუბარში ისმის რაღაც მსგავსი ფარისევლის სიტყვისა, თითქოს იმას ამტ...
იხილეთ სრულად
როდესაც შენ მოჰყვები და იწყებ ვრცლად გამოკითხვასა მოყვასთა შენთასა, მჭერმეტყველად აღწერ მათთა შეცდომათა და სიცუდესა, დასცინი მათთა საქმეთა და თვისებათა, – მაშინ შენ საუბარში ისმის რაღაც მსგავსი ფარისევლის სიტყვისა, თითქოს იმას ამტკიცებ, რომ შენ არა ხარ მსგავსი იმ კაცისა, რომელსა განიკითხავ, შენ ისრეთ არ შესცდები, შენ ჭკვიანი ხარ... სწორეთ ესრეთი ჰაზრი გამოდის ხშირად შენის საუბრისაგან. იქმნება შენ თითონაც არა გრძნობ ამას, მაგრამ ფრთხილად იყავი: ფა...
„არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე“– ამბობს ფარისეველი (ლუკა 18.11). ეს სიტყვები გამოაჩენენ ფარისევლობის ხასიათსა ანუ მისსა თვისებასა. ეს თვისება არის შეურაცხყოფა, ანუ დაკნინება მოყვასისა: არა ვარ ვითარცა სხვა...
იხილეთ სრულად
„არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე“– ამბობს ფარისეველი (ლუკა 18.11). ეს სიტყვები გამოაჩენენ ფარისევლობის ხასიათსა ანუ მისსა თვისებასა. ეს თვისება არის შეურაცხყოფა, ანუ დაკნინება მოყვასისა: არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი... მე არ ვემსგავსები სხვათა კაცთა, მე სხვაზედ უმჯობესი ვარ, სხვანი ცუდნი არიან.
პირველი თვისება ფარისევლობისა არის ამპარტავნება ანუ გულ–დიდობა, ფარისეველი შევიდა საყდარში ლოცვად და ნაცვლად ლოცვისა წარსდგა (იგულისხმება მაცხოვრის იგავი მეზვერესა და ფარისეველზე, შდრ. ლუკა. 18.10), ესე იგი წინ დადგა და იწყო ქება...
იხილეთ სრულად
პირველი თვისება ფარისევლობისა არის ამპარტავნება ანუ გულ–დიდობა, ფარისეველი შევიდა საყდარში ლოცვად და ნაცვლად ლოცვისა წარსდგა (იგულისხმება მაცხოვრის იგავი მეზვერესა და ფარისეველზე, შდრ. ლუკა. 18.10), ესე იგი წინ დადგა და იწყო ქება თავის გულში თვისის თავისა. რა საშინელი ამპარტავნება და გულ–დიდობა უნდა ჰქონდეს კაცსა, უკეთუ იგი საყდარშიაცა, დროსა ლოცვისასა, არ იქცევა თავმდაბლად, არამედ იქაც ახსოვს თვისი გულ–დიდობა, იქაც ეძიებს პატივსა და წინდგომასა,...
დიდი კრძალვა და სიფრთხილე მართებს ყოველს კაცსა, რათა დაიცვას თავი თვისი ცბიერისა ამის და მატყუებელისა მტრისაგან (ფარისევლობისაგან), ვინაიდთგან იგი ვითარცა ერთი მოლიქნე და ცრუდ–მომფერებელი მეგობარი, უეცრად შეეპარება ადამიანს გულში ...
იხილეთ სრულად
დიდი კრძალვა და სიფრთხილე მართებს ყოველს კაცსა, რათა დაიცვას თავი თვისი ცბიერისა ამის და მატყუებელისა მტრისაგან (ფარისევლობისაგან), ვინაიდთგან იგი ვითარცა ერთი მოლიქნე და ცრუდ–მომფერებელი მეგობარი, უეცრად შეეპარება ადამიანს გულში და მოინადირებს სულსა მისსა.
მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა, გარნა არცა ერთი მათგანი არ არის უსაშინელესი ფარისევლობისა, მისთვის რომელ არცა ერთი მათგანი ეგრეთი არ მოეკიდება გულსა კაცისასა, ვითარცა ფარისევლობა; არცა ე...
იხილეთ სრულად
მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა, გარნა არცა ერთი მათგანი არ არის უსაშინელესი ფარისევლობისა, მისთვის რომელ არცა ერთი მათგანი ეგრეთი არ მოეკიდება გულსა კაცისასა, ვითარცა ფარისევლობა; არცა ერთი მათგანი იმ ზომად არ მოინადირებს სულსა მისა და ისრე ღრმად არ შთანერგდება ბუნებასა შინა მისსა. ყოველნი სხვანი ცოდვანი მხოლოდ ერთ დროს და ერთს ჰასაკსა შინა მოეკიდებიან კაცსა, ფარისევლობა სიყრმითგან საფლავამდის მისდევს მ...
ვიცნოთ, ძმანო, თავნი ჩვენნი; ნუ ვიქნებით პირმოთნენი ნურასოდეს, ნურცა თავთა წინაშე ჩვენთა, ნურცა წინაშე სხვათა, არამედ გულწრფელად აღუაროთ ღმერთსა ნაკლულევანებანი ჩვენნი. ვევედროთ ღმერთსა, რათა მადლითა თვისითა განაქარვოს და აღმოჰფხვ...
იხილეთ სრულად
ვიცნოთ, ძმანო, თავნი ჩვენნი; ნუ ვიქნებით პირმოთნენი ნურასოდეს, ნურცა თავთა წინაშე ჩვენთა, ნურცა წინაშე სხვათა, არამედ გულწრფელად აღუაროთ ღმერთსა ნაკლულევანებანი ჩვენნი. ვევედროთ ღმერთსა, რათა მადლითა თვისითა განაქარვოს და აღმოჰფხვრას ყოველი ფარისევლობა გულთა შინა ჩვენთა და მოგვცეს სული წრფელი და მართალი. ამინ.
ჩვენ, მცხოვრებთა ამ ქვეყანისათა გვაქვს საკუთარი მიდრეკილება ფარისევლობისადმი. ეს გამოჩნდება უმეტესად მით, რომელ ხშირად სიტყვანი ჩვენნი არიან წინააღმდეგნი საქმეთა ჩვენთა, და გარეშეობა ჩვენი არ ეთანხმება შინაგანსა ჩვენსა. ის მართალი...
იხილეთ სრულად
ჩვენ, მცხოვრებთა ამ ქვეყანისათა გვაქვს საკუთარი მიდრეკილება ფარისევლობისადმი. ეს გამოჩნდება უმეტესად მით, რომელ ხშირად სიტყვანი ჩვენნი არიან წინააღმდეგნი საქმეთა ჩვენთა, და გარეშეობა ჩვენი არ ეთანხმება შინაგანსა ჩვენსა. ის მართალია, რომელ ყოველთა მცხოვრებთა ჩვენის ქვეყანისათა, ვიწყოთ დაბალის ხალხისაგან ვიდრე აზნაურთ და თავადთადმდე, აქვსთ და იციან უმეტესი ზრდილობა და თავაზობა, ვიდრე სხვათა კავკასიის მცხოვრებთა, გარნა ისიც უნდა აღვიაროთ, რომელ ამ ზ...
რა არის, თუ არა ფარისევლობა, ოდეს სინიდისი გამხილებს შენ რომელთამე ცოდვათათვის და შენ კი პირმოთნედ იტყვი: ღმერთი მოწყალე არისო, სხვანიც ესრეთ სცხოვრობენ, ვინ არის უცოდველი ქვეყანაზეო, თავის დროზედ მოვინანებო; ყოველთა შინა ესე ვითა...
იხილეთ სრულად
რა არის, თუ არა ფარისევლობა, ოდეს სინიდისი გამხილებს შენ რომელთამე ცოდვათათვის და შენ კი პირმოთნედ იტყვი: ღმერთი მოწყალე არისო, სხვანიც ესრეთ სცხოვრობენ, ვინ არის უცოდველი ქვეყანაზეო, თავის დროზედ მოვინანებო; ყოველთა შინა ესე ვითართა შემთხვევათა კაცი ცხადად ეზიარება ფარისევლობის ცოდვასა.
ყოველთვის, ოდესცა შენ ნაცვლად გულის გაწმენდისა და ცუდთა ჩვეულებათაგან განშორებისა, ჰმალავ ცოდვასა სიღრმესა შინა გულისა შენისასა და მიიღბ კეთილსა გარეგანსა სახესა, ფარისევლობასა შინა შთავარდები. ფარისევლობ, ოდეს შენ პირის–პირ კაცს ...
იხილეთ სრულად
ყოველთვის, ოდესცა შენ ნაცვლად გულის გაწმენდისა და ცუდთა ჩვეულებათაგან განშორებისა, ჰმალავ ცოდვასა სიღრმესა შინა გულისა შენისასა და მიიღბ კეთილსა გარეგანსა სახესა, ფარისევლობასა შინა შთავარდები. ფარისევლობ, ოდეს შენ პირის–პირ კაცს აქებ და ეფერები და პირიქით ცუდათ ახსენებ მას; ფარისეველი ხარ, ოდეს ელაპარაკები რა შენზედ უფროსს კაცსა, ამბობ არა იმას, რასაც გული გეტყვის, არამედ რაც იამება იმ კაცს; არა სიმართლეს იტყვი, არამედ რასაც მოითხოვს შენი საკუთა...
ძმანო ჩემნო საყვარელნო, საშინელ არს ცოდვა ფარისევლობისა. რაისთვის? მისთვის, რომელ ფარისეველი ცხოვრებითა თვისითა თითქმის შეაგინებს თვით სათნოებასა. იგი ზოგჯერ სხვათა კაცთაცა შეაძულებს ღვთისმსახურებასა; იგი განაუქმებს ღვთის მოყვარეო...
იხილეთ სრულად
ძმანო ჩემნო საყვარელნო, საშინელ არს ცოდვა ფარისევლობისა. რაისთვის? მისთვის, რომელ ფარისეველი ცხოვრებითა თვისითა თითქმის შეაგინებს თვით სათნოებასა. იგი ზოგჯერ სხვათა კაცთაცა შეაძულებს ღვთისმსახურებასა; იგი განაუქმებს ღვთის მოყვარეობასა და მრავლათა კაცთა დაუბრკოლებს სულის ცხონებასა. "ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ დაჰხშავთა სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა, თქვენ შე–არა–ხუალთ და შემავალთა არა უტევებთ შესვლად" (მთ. 24.14). რ...