ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ვისწავლოთ სიმდაბლე. თუ ოდესმე, ძმაო, გულში გაგიჩნდეს მაღალი ჰაზრი, თავხედობა, შეხედე ჯვარსა. რას დაინახავ? მას ზედა დამოკიდებულია დიდება ღვთისა. ჩვენ ისე ღრმად დავეცით, რომ ძე ღვთისა სისხლსა თვისსა ღვრის და კვდება ჩვენთვის.
ჯვარი არის ჩვენი სამსჯავროცა. ცოდვილი შემნანებელი ჯვარითგან მიიღებს უდიდესსა ნუგეშსა, ვინაითგან მაცხოვარმა ჭეშმარიტად ივნო და შეგვარიგა ზეციერს მამასთან. გარნა შეუნანებელი ცოდვილისათვის ჯვარი არის საშინელი სამსჯავრო და სასჯელი. ვი... იხილეთ სრულად
ვისწავლოთ შერიგება, მადლი, მშვიდობა. ჯვარსა ზედა ცხადად დაწერილ არს: არა ნებავს ღმერთსა სიკვდილი ცოდვილისა, არამედ რათა მოიქცეს და სცხოვნდეს. ხელით წერილი ცოდვათა ჩვენთა დაიხია. მაცხოვარს ხელები აქვს განპყრობილი, რათა მოეხვიოს ყოვ... იხილეთ სრულად
ჩვენთვის დაითმინა მან (ქრისტემ) ყოველი, ჩვენთა ცოდვათა აღიყვანეს იგი ჯვარსა ზედა. რით უნდა გადავიხადოთ ჩვენ მის წინაშე ეგოდენი მისი ქველისმოქმედება? „რა მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი მომაგო მე? (ფს. 115). მივაგოთ იგივე, რაიცა ... იხილეთ სრულად
„ქრისტესთა მათ ხორცნი მათნი ჯვარს აცვნეს ვნებითურთ და გულისთქმით (გალ. 5,24). ჯვარს აცვი ქრისტესთან, ძმაო, ენა შენი ბოროტი, ამაოდ მეტყველი, მგმობელი, ცილისმწამებელი. ხშირად ცოდვის მოძღვარი და ცეცხლის აღმგზნებელი; ჯვარს აცვი თავხედ... იხილეთ სრულად
თუ კაცი კეთილს საქმეს იქმს მისთვის, რომ სახეში აქვს რამე სასყიდლის მიღება, ანუ ჯილდოისა, მაშინ მის კეთილს საქმეს არა აქვს ზნეობითი მნიშვნელობა.
თუ ქრისტიანე მარტო შიშისაგან სასჯელთასა და სურვილისა გამო ჯილდოისა მოერიდება ცოდვათა და იქმს კეთილსა საქმესა, იგი სდგას დაბალსა ზედა ხარისხსა სათნოებისათა, იგი ანგაარებით იქმს კეთილსა საქმესა. ხოლო უმაღლესი ხარისხი სათნოებისა ის ა... იხილეთ სრულად
მოყვასი შენი უნდა გიყვარდეს და ყოველს კეთილს საქმეს იქმოდე არა მისთვის, რომ მერმე დაგაჯილდოვებს იგი, გადაგიხდის, არამედ მისთვის, რომ თვით სიყვარული მოყვსისა და ყოვლისა კეთილისა საქმისა არის კარგი, პატიოსანი და ღირსი შენისა ბუნების... იხილეთ სრულად
ღმერთი არა მისთვის უნდა გიყვარდეს უმეტეს ყოვლისა, რომელ იგი აღგითქვამს შენ და კიდეც მოგცემს სასყიდელსა, არამედ მისთვის, რომელი იგი არის უმჯობესი, უდიდესი, უკეთესი ყოვლისა და ყოვლითა.
სიტყვა ღვთისა ემუქრება და შეაშინებს ცოდვის მოურიდებელსა კაცსა საუკუნო დასჯითა, დაუშრეტელი ცეცხლითა, დაუძინებელი მატლებითა და სხვათა საშინელთა სასჯელთა მიერ; კიდეც უნდა წამოიდგენდეს კაცი ხშირად ამათ ყოველთა და მით გააფრთხილებდეს თა... იხილეთ სრულად