კეთილი საქმის აღსრულებისათვის კაცი უნდა იყოს თავგამომეტებული, თავგადადებული. კეთილთა საქმეთა შორის იგინი უფრო დიდი ფასისა არიან, რომელნიც ჩვენგან მოითხოვენ მომეტებულსა შრომასა და თავის დადებასა.
რა სარგებელი ექმნება იმ კაცს, რომელიც თუმცა კი იქმს ზოგჯერ ზოგიერთთა კეთილთა საქმეთა, გარნა არა საუნჯისაგან კეთილისა გულისა თვისისა, როგორადაც იტყვის საღმრთო წერილი, არამედ შემთხვევით, ანუ სხვა რომელიმე უჯერო მიზეზისაგან, მაშინ რო...
იხილეთ სრულად
რა სარგებელი ექმნება იმ კაცს, რომელიც თუმცა კი იქმს ზოგჯერ ზოგიერთთა კეთილთა საქმეთა, გარნა არა საუნჯისაგან კეთილისა გულისა თვისისა, როგორადაც იტყვის საღმრთო წერილი, არამედ შემთხვევით, ანუ სხვა რომელიმე უჯერო მიზეზისაგან, მაშინ როდესაც ყოველთა ცოდვათა და ცუდ საქმეთა იგი იქმს ხშირად გულითადი ერთგულებით, ანუ როგორადაც თქმულ არს საღმრთოსა წერილსა შინა: „ბოროტისაგან საუნჯისა გულისა მისისა გამოიღის ბოროტი“.
ხშირად დაფიქრდება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, კაცი ღვთისმოყვარე და სულის ცხონების მოშურნე და მომლოდინე, და გამოიკითხავს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით ჩვენ მომავალსა საუკუნესა შინა, რანაირი ცხოვრება იქმნება საიქიოსა. არც უად...
იხილეთ სრულად
ხშირად დაფიქრდება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, კაცი ღვთისმოყვარე და სულის ცხონების მოშურნე და მომლოდინე, და გამოიკითხავს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით ჩვენ მომავალსა საუკუნესა შინა, რანაირი ცხოვრება იქმნება საიქიოსა. არც უადგილო არის ამისთანა კითხვა და ფიქრი. დიაღ ღირს, რომ გამოვიკვლიოთ, რა სახით იქმნება ჩვენი არსებობა და ცხოვრება იმ ქვეყანაში. იესო ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით გვაჩვენებს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით, რომლითა სახითა ვიცხოვრებთ ...
შემდგომად გარდაცვალებისა ჩვენ არ გვეკარგება ხსოვნა, წარმოდგენა ყოვლისა, რასაც ამ სიცოცხლეში ვიქმთ. უფალი იესო ქრისტე შემდგომად აღდგომისა თვისისა იყო იგივე, როგორც სიკვდილამდი. სიკვდილმა არ მოსპო მის შორის მეხსიერება იმისა, რასაც ი...
იხილეთ სრულად
შემდგომად გარდაცვალებისა ჩვენ არ გვეკარგება ხსოვნა, წარმოდგენა ყოვლისა, რასაც ამ სიცოცხლეში ვიქმთ. უფალი იესო ქრისტე შემდგომად აღდგომისა თვისისა იყო იგივე, როგორც სიკვდილამდი. სიკვდილმა არ მოსპო მის შორის მეხსიერება იმისა, რასაც იტყოდნენ მასზედა წინასწარმეტყველნი, რაც აღუთქვა მან მოწაფეთა თვისთა. შემდგომად სიკვდილისა იმასვე ასწავლიდა მოწაფეთა თვისთა, რასაც სიკვდილამდე.
ჩვენიცა სოფლიური ცხოვრება ოდესმე გათავდება, თესლი სიკვდილისა ყოველთვის ჰბუდობს თვით ჩვენს სხეულში; გარნა სიკვდილი არ მოსპობს ჩვენსა არსებასა. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელისა ცხოვრებისა სხვა უმჯობესს ცხო...
იხილეთ სრულად
ჩვენიცა სოფლიური ცხოვრება ოდესმე გათავდება, თესლი სიკვდილისა ყოველთვის ჰბუდობს თვით ჩვენს სხეულში; გარნა სიკვდილი არ მოსპობს ჩვენსა არსებასა. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელისა ცხოვრებისა სხვა უმჯობესს ცხოვრებად. მოკვდება მხოლოდ ეს ჩვენი მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, გარნა ის შინაგანი ჩვენი გაცოცხლებული სული არ ემონება სიკვდილსა.
იმ ქვეყანაში ჩვენ გადვიტანთ აქითგან ყოველთა სულიერთა ჩვენთა თვისებათა. აქეთგან გაგვყვება ჩვენ ყოველი ჩვენი ღირსება და თვისება, ნაკლულევანებაცა, ცოდვაცა და მადლიც. მართლაც, თუ უკვდავსა სულსა სიკვდილი ვერ შეეხება, იგი ვერც მოაკლებს ...
იხილეთ სრულად
იმ ქვეყანაში ჩვენ გადვიტანთ აქითგან ყოველთა სულიერთა ჩვენთა თვისებათა. აქეთგან გაგვყვება ჩვენ ყოველი ჩვენი ღირსება და თვისება, ნაკლულევანებაცა, ცოდვაცა და მადლიც. მართლაც, თუ უკვდავსა სულსა სიკვდილი ვერ შეეხება, იგი ვერც მოაკლებს მას საკუთართა მისთა თვისებათა, რომელნიც მან შეიძინა ამ ქვეყანაში. სიკვდილი ვერ წაართმევს სულსა კაცისას ყოველსა, რითაც თითოეული კაცი განსხვავდება სხვათა პირთაგან. და თუ ეს ასეა, ძმაო ჩემო, თუ აქედგან გაგყვება შენ ყოველნი ...
მომავალსა შინა საუკუნესა ჩვენ შევალთ ახალსა შინა წრესა ცხოვრებისასა, რომელსა შინა გამზადებული არის ნეტარება მათთვის, რომელნი დაუცხრომელად იღვწოდნენ ამ ქვეყანაში. შემდგომად სიკვდილისა, სული ჩვენი, განთავისუფლებული ყოვლისა სოფლიურის...
იხილეთ სრულად
მომავალსა შინა საუკუნესა ჩვენ შევალთ ახალსა შინა წრესა ცხოვრებისასა, რომელსა შინა გამზადებული არის ნეტარება მათთვის, რომელნი დაუცხრომელად იღვწოდნენ ამ ქვეყანაში. შემდგომად სიკვდილისა, სული ჩვენი, განთავისუფლებული ყოვლისა სოფლიურისა მწუხარებისა და ამოებისაგან, დაუბრკოლებლად გაშლის, გაავრცელებს თვისთა თვისებათა და ღონეთა, გავა ვრცელსა ზედა ასპარეზსა ცხოვრებისა და მოქმედებისასა, თანდათან მიეახლება ღმერთსა, წყაროსა ყოვლისა კეთილობისა და ნეტარებისასა....
ხორცნიცა ჩვენი უნდა დავიცვათ და მოვამზადოთ, ძმანო ჩემნო, მომავალისა ცხოვრებისთვის, მარხვით, მოთმინებით, სიწმინდით. იგიც იქმნება მოზიარე მომავალისა ნეტარებისა, ანუ ტანჯვისა.
სხეული ჩვენი შემდგომად აღდგომისა შეიქმნება სულიერი, ჰაეროვანი, მსუბუქი და უკვდავი. მაცხოვარსა შემდგომად აღდგომისა ჰქონდა იგივე სახე ხორციელი, იგინივე ასონი, მისს საღმრთო ხორცზედ იხედებოდნენ სახე სამსჭვალთა, ეკლის გვირგვინისა. თომა...
იხილეთ სრულად
სხეული ჩვენი შემდგომად აღდგომისა შეიქმნება სულიერი, ჰაეროვანი, მსუბუქი და უკვდავი. მაცხოვარსა შემდგომად აღდგომისა ჰქონდა იგივე სახე ხორციელი, იგინივე ასონი, მისს საღმრთო ხორცზედ იხედებოდნენ სახე სამსჭვალთა, ეკლის გვირგვინისა. თომამ თითითა თვისითა განიხილა ხელნი მისნი, ფერხნი და გვერდნი. გარნა ამასთანავე მისი სხეული სულ სხვანაირი იყო, სიმძიმე ანუ ხენეშობა, ანუ რაიმე სოფლიური განხრწნადი მასალა არა ჰქონდა. ჩვენი ხორციც, ძმანო ჩემნო, შეიქმნება ეგრეცა...
ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს ყოველსა გულწრფელსა და ერთგულსა შესაწირავსა, რაც გინდა მწვლილი (მცირე) იყოს იგი, მაშასადამე ყოველსა ღვთისმოყვარესა კაცსა უნდა უყვარდეს შეწირვა ღვთისა და მსახურება ნაყოფისაგან თვისისა.