არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი |
ტკბობისმოყვარეობის ცოდვას მრავალი წახნაგი აქვს: ბილწი აზრებისგან შეპყრობა და ამით ტკბობა, მათი აყოლა, რითაც საკუთარ გულში ვმრუშობთ მაშინ, როცა საქმით ჯერ არ ჩაგვიდენია საშინელი ცოდვა.
ვინაიდან ჩვენი სხეული არის ტაძარი სულისა წმიდისა, ამიტომაც ქორწინებისა და ქალწულების უბიწოების შებღალვა განაგდებს ღვთიურ სულს ჩვენი სხეულიდან და ადგილს უთმობს ეშმაკს. უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია იმათ, ვინც ქრისტიანად ვიწოდებ... იხილეთ სრულად
თუ ჩვენ არ ვზრუნავთ სულის გადარჩენისათვის, გამოდის რომ საკუთარი ხელით ვკლავთ მას. როგორ თავს დავკანკალებთ ჩვენს მოკვდავ ხორცს და როგორ არ ვზრუნავთ უკვდავ სულზე! გვავიწყდება მისი განბანვა სინანულის ცრემლით, გამოკვება ლოცვით, კეთილი... იხილეთ სრულად
ზოგიერთ „მორწმუნეს“ მკურნალობა ცოდვად მიაჩნია, ამით კი თვითდარწმუნებასა და ამპარტავნებაში ვარდება: „დაე სუსტებმა და ცოდვილებმა მიმართონ მკურნალობას... ჩვენ კი აი, როგორები ვართ!“ უკეთესი იქნება, თუ ამ აზრზე დავდგებით: ავად გახდი, ... იხილეთ სრულად
თვითმკვლელებად ითვლებიან ისინი, ვინც თავშეუკავებელი ცხოვრებით – ნაყროვანებით, თამბაქოს მოწევით, ლოთობითა და სხვა გარყვნილებით ინადგურებენ ჯანმრთელობას.
ზოგჯერ არ ვიცით, რომ ცოდვილნი ვართ. ისეც ხდება ხოლმე, რომ სიქას ვიცლით ზრუნვითა და შრომით, ვეფლობით გადაჭარბებულ მწუხარებაში, სასოწარკვეთილნი თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობთ. ყოველივე ეს უდიდესი ცოდვაა უფლის წინაშე, რამეთუ სიცოცხლე ღ... იხილეთ სრულად
თუკი ვინმე განაწყენებულია თქვენი მიზეზით, არავითარ ღვაწლს, არც ლოცვას, არც მონანიებას არ შეიწირავს უფალი, ვიდრე გულწრფელად არ შესთხოვთ პატიებას თქვენგან შეურაცხყოფილს.
ხშირად გაისმის ურწმუნოთაგან ეს სიტყვები: „მეზობელი მყავს მორწმუნე. ხშირად დადის ეკლესიაში, მაგრამ როგორი ბოღმიანი და მავნებელი ადამიანია“. ვაი ჩვენდა, ვისი კაცთმოძულეობის გამოც შეიბღალება სახელი ღმრთისა. ყველამ გულში ჩაიხედეთ და ჰ... იხილეთ სრულად
ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ნუ გგონია, რომ მკვლელი არა ხარ, თუ შენი ახლობელი ცოდვის გზაზე შეაყენე, რამეთუ შენ ხრწნი სულს შენს მიერ ცდუნებული ადამიანისას და ართმევ იმას, რაც მარადისობას ეკუთვნის“. იქნებ წაგიყვანიათ ვინმე დასალევად, ა... იხილეთ სრულად
იქნებ თქვენი ჭერვეულობის გამო, კამათში გამარჯვების სურვილით, ადამიანი მიგიყვანიათ უკიდურეს აღელვებამდე, არანაკლებ დამნაშავენი ვართ მისი ცოდვაში ჩაგდებისათვის.