ყველა ცოდვილი აზრის, სურვილისა და საქციელის ფესვი თავმოყვარეობაა, ხოლო მისი შედეგი მწარეა – ჩვენი სულის მისწრაფება უსასრულოდან სასრულისაკენ, ღმერთიდან საკუთარი თავისაკენ. ესაა ჩვენი სულის სამი მთავარი ძალის – გონების, ნებისა და გუ...
იხილეთ სრულად
ყველა ცოდვილი აზრის, სურვილისა და საქციელის ფესვი თავმოყვარეობაა, ხოლო მისი შედეგი მწარეა – ჩვენი სულის მისწრაფება უსასრულოდან სასრულისაკენ, ღმერთიდან საკუთარი თავისაკენ. ესაა ჩვენი სულის სამი მთავარი ძალის – გონების, ნებისა და გულის მოძრაობა უკუღმართი მიმართულებით, როცა ისინი დაკმაყოფილებას ეძებენ გრძნობისმიერ ცხოვრებაში, ნაცვლად იმისა, რომ ღმრთისკენ იყვნენ მიმართულნი. ჩვენი თავმოყვარეობა გამოიხატება ოცნებისმიერ ყოვლისმცოდნეობაში, თვითამაღლებასა...
ურიცხვია ის შეუსრულებელი აღთქმანი, რომელთაც უფლის წინაშე ვდებთ ხოლმე, როცა მისგან რომელიმე სურვილის შესრულებას ვითხოვთ. როდესაც სათხოვარი მოგვეცემა, აღთქმულს ვივიწყებთ ან ვაყოვნებთ მის შესრულებას. უმჯობესია, საერთოდ არაფერი აღუთქვ...
იხილეთ სრულად
ურიცხვია ის შეუსრულებელი აღთქმანი, რომელთაც უფლის წინაშე ვდებთ ხოლმე, როცა მისგან რომელიმე სურვილის შესრულებას ვითხოვთ. როდესაც სათხოვარი მოგვეცემა, აღთქმულს ვივიწყებთ ან ვაყოვნებთ მის შესრულებას. უმჯობესია, საერთოდ არაფერი აღუთქვა, ხოლო თუ მაინც აღუთქვამ, დაუყოვნებლად უნდა შეასრულო. ახლავე მიიღეთ გადაწყვეტილება, რათა დაუყოვნებლად, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში შეასრულოთ აღთქმული პირობა და ეკრძალოთ ახალი აღთქმის დადებას.
იქნებ რომელიმე ისე ცდილობს ასიამოვნოს ადამიანს, რომ ხშირად ავიწყდება თავის მოვალეობა ღმრთის წინაშე. ჩვენს დროში ხომ თვით დედები პირფერობენ შვილებთან და მათი გულის მოსაგებად ავიწყდებათ მთავარი. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ კვირა დღ...
იხილეთ სრულად
იქნებ რომელიმე ისე ცდილობს ასიამოვნოს ადამიანს, რომ ხშირად ავიწყდება თავის მოვალეობა ღმრთის წინაშე. ჩვენს დროში ხომ თვით დედები პირფერობენ შვილებთან და მათი გულის მოსაგებად ავიწყდებათ მთავარი. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ კვირა დღეს ტაძარში წავიდნენ წირვაზე, შინ რჩებიან ქალაქიდან სტუმრად ჩამოსული მთვრალი შვილის ან სიძის საამებლად. განა მათ ნათესაურ სიყვარულს რამე მოაკლდებოდა, რომ ორიოდე საათი ეკლესიაში წასულიყვნენ? ეს რომ იშვიათად ხდებოდეს, მაშინ...
მაინც რატომაა ასე საშიში კაცთმოთნეობა და მლიქვნელობა, რომ მის შესახებ წმიდა წერილი ამბობს: „კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა“ (ფს. 5, 6). – იმიტომ, რომ „ჩვენი სიტყვებით ვატყუებთ მათ, ვის წინაშეც ვმლიქვნელობთ, ხელოვნური ქები...
იხილეთ სრულად
მაინც რატომაა ასე საშიში კაცთმოთნეობა და მლიქვნელობა, რომ მის შესახებ წმიდა წერილი ამბობს: „კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა“ (ფს. 5, 6). – იმიტომ, რომ „ჩვენი სიტყვებით ვატყუებთ მათ, ვის წინაშეც ვმლიქვნელობთ, ხელოვნური ქებით ხელს ვუწყობთ მათ წახდენას, რითაც ვხდებით მიზეზნი მათი მარადიული სასჯელისა, რადგან ისინი გვენდობოდნენ, ჩვენ კი ლიქნით ვაცდუნეთ“ – ამბობს წმ. მამა ბასილი დიდი.
link
დიდ ცოდვას სჩადის ღმერთის წინაშე ის, ვინც ათასგვარ ჭორს ავრცელებს შიმშილზე, წყალდიდობაზე, ზოგიერთი ქვეყნის დასასრულის ზუსტი თარიღის დასახელებასაც კი ბედავს. როგორ შეიძლება გამოიცნო ის, რაც ანგელოზებმაც კი არ იციან და მხოლოდ ზეციურ...
იხილეთ სრულად
დიდ ცოდვას სჩადის ღმერთის წინაშე ის, ვინც ათასგვარ ჭორს ავრცელებს შიმშილზე, წყალდიდობაზე, ზოგიერთი ქვეყნის დასასრულის ზუსტი თარიღის დასახელებასაც კი ბედავს. როგორ შეიძლება გამოიცნო ის, რაც ანგელოზებმაც კი არ იციან და მხოლოდ ზეციურმა მამამ იცის. არანაკლებად ვცოდავთ ჩვენც, თუ ვუსმენთ მათ და გვჯერა ამ კადნიერი წინასწარმეტყველური განცხადებებისა.
ჩვენ გვჯერა ყოველგვარი „ნიშნებისა“ და ვამბობთ, რომ არ შეიძლება არ დავიჯეროთ, რადგან ისინი ახდება. ღირსი მამა სერაფიმე (საროველი) ამ შემთხვევაში ამბობდა: „არ დაუჯერო და არ ახდება“.
ჩვენში ცოტაა ჭეშმარიტი რწმენა, სამაგიეროდ ცრურწმენებით უკიდურესად ვართ დაავადებულნი. რითი აღარ ვცვლით ღმრთის განგების ჭეშმარიტ რწმენას. გვჯერა რაღაც „ბედნიერი“ და „უბედური“, „მძიმე“ და „მსუბუქი“ დღეებისა; გვეშინია დავიწყოთ კეთილი ...
იხილეთ სრულად
ჩვენში ცოტაა ჭეშმარიტი რწმენა, სამაგიეროდ ცრურწმენებით უკიდურესად ვართ დაავადებულნი. რითი აღარ ვცვლით ღმრთის განგების ჭეშმარიტ რწმენას. გვჯერა რაღაც „ბედნიერი“ და „უბედური“, „მძიმე“ და „მსუბუქი“ დღეებისა; გვეშინია დავიწყოთ კეთილი საქმე „მძიმე დღეს“ და არც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ სხვა დღე შეიძლება აღარც დაგვიდგეს. გვჯერა ყოველგვარი სიზმრებისა, ვხსნით მათ, ვმკითხაობთ. მისით ცდუნებულნი ვიწყებთ „წინასწარმეტყველური“ სიზმრების ხილვას, რითაც გონების დაბნ...
მეცხრე მცნება კრძალავს ცილისწამებას, რომელიც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფა არის მოყვასისა, იგი მკვლელობის ტოლფასია. თვით დავით წინასწარმეტყველიც კი ასე ლოცულობს: „მიხსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაისა და დავიცვნე მე მცნებან...
იხილეთ სრულად
მეცხრე მცნება კრძალავს ცილისწამებას, რომელიც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფა არის მოყვასისა, იგი მკვლელობის ტოლფასია. თვით დავით წინასწარმეტყველიც კი ასე ლოცულობს: „მიხსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაისა და დავიცვნე მე მცნებანი შენნი“ (ფს. 118.134). თუ ასეთი რამ ჩაგიდენიათ, ცრემლით შეინანეთ უფლის წინაშე, ითხოვეთ შეწყალება მკვლელთა თანაბრად და დაუყოვნებლივ, ვისაც მისწვდებით, საპირისპირო უთხარით, გააბათილეთ ცილისწამება, რათა ინებოს უფალმა, რომ ...
მოყვასის დაცემა მწუხარებით უნდა გვავსებდეს და მოგვიწოდებდეს უფლის წინაშე გულწრფელი მორჩილებისაკენ, ხოლო ამ ზრახვამ უნდა დაბადოს მეორე, ნამდვილი, ღრმა თანაგრძნობა იმის მიმართ, ვისაც შეემთხვა ეს უბედურება. რაც უფრო ახლოსაა ღმერთთან ...
იხილეთ სრულად
მოყვასის დაცემა მწუხარებით უნდა გვავსებდეს და მოგვიწოდებდეს უფლის წინაშე გულწრფელი მორჩილებისაკენ, ხოლო ამ ზრახვამ უნდა დაბადოს მეორე, ნამდვილი, ღრმა თანაგრძნობა იმის მიმართ, ვისაც შეემთხვა ეს უბედურება. რაც უფრო ახლოსაა ღმერთთან ადამიანი, რაც უფრო წმინდაა უფლისთვის შეწირული მისი სიყვარული, მით უფრო მეტად შეუძლია მას თანაგრძნობა და გულმოწყალება. თვით, ის, ვისაც ანგელოზები თაყვანს სცემენ, ვისაც წმინდა წერილი წმინდასა და მართალს უწოდებს, მუდამ დაც...