არის სიამაყის კიდევ ერთი დახვეწილი ფორმა, რომელიც დიდად სახიფათოა ჩვენი სულისათვის. ეს არის პატივმოყვარეობა. პატივმოყვარეობა იმდენად რყვნის ჩვენს საქმიანობას, რომ უფლის დიდების ნაცვლად საკუთარი თავის განდიდებაზე გადავდივართ. პატივ...
იხილეთ სრულად
არის სიამაყის კიდევ ერთი დახვეწილი ფორმა, რომელიც დიდად სახიფათოა ჩვენი სულისათვის. ეს არის პატივმოყვარეობა. პატივმოყვარეობა იმდენად რყვნის ჩვენს საქმიანობას, რომ უფლის დიდების ნაცვლად საკუთარი თავის განდიდებაზე გადავდივართ. პატივმოყვარეობა მოითხოვს ქებას და დიდებას ადამიანთაგან.
ჩვენი ლოცვა და სხვა სულიერი ღვაწლიც კი სავსეა სიამაყით. ეპისკოპოსი ვარლაამ რიაშენცევი ამბობს: „თუ ადამიანის რომელიმე ღვაწლს ან კეთილ საქმეს საფუძვლად სიმდაბლე არ უდევს, სიკეთედ აღარ ჩაითვლება, მავნებელია კაცისათვის და უცხოა ღმრთის...
იხილეთ სრულად
ჩვენი ლოცვა და სხვა სულიერი ღვაწლიც კი სავსეა სიამაყით. ეპისკოპოსი ვარლაამ რიაშენცევი ამბობს: „თუ ადამიანის რომელიმე ღვაწლს ან კეთილ საქმეს საფუძვლად სიმდაბლე არ უდევს, სიკეთედ აღარ ჩაითვლება, მავნებელია კაცისათვის და უცხოა ღმრთისთვის“. იქნებ ზოგიერთი თქვენგანი უფრო ხშირად დადის ტაძარში და შინაც მეტს ლოცულობს, იქნებ კეთილი საქმეც აღასრულა მოყვასისათვის, მაგრამ ერთხელ მაინც თუ მოსვლია აზრად, რომ ეს საქციელი დამსახურებაა ღმრთის წინაშე, ყველაფერი და...
ჩვენ მოველით მოყვასისაგან სამსახურს და საშინლად გვეშინია იმისა, რომ აღმოვჩნდებით მსახურის მდგომარეობაში. თავს ვიმართლებთ ასაკით, უძლურებით, მდგომარეობით საზოგადოებაში, დაღლილობით, ავადმყოფობით და ა.შ. წარმოიდგინეთ, როგორ გარდაიქმნ...
იხილეთ სრულად
ჩვენ მოველით მოყვასისაგან სამსახურს და საშინლად გვეშინია იმისა, რომ აღმოვჩნდებით მსახურის მდგომარეობაში. თავს ვიმართლებთ ასაკით, უძლურებით, მდგომარეობით საზოგადოებაში, დაღლილობით, ავადმყოფობით და ა.შ. წარმოიდგინეთ, როგორ გარდაიქმნებოდა თქვენი ცხოვრება, თუ ამიერიდან წესად გაიხდიდით თანაგეგრძნოთ მოყვასისთვის და შეძლებისდაგვარად დახმარებოდით მას, როგორც უფალი ასწავლიდა თავის მოწაფეებს. გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება და შეეცადეთ დღეიდან იცხოვროთ ისე, რო...
არ შეგვწევს ძალა ავიტანოთ სხვისი ღირსება და ყოველნაირად ვცდილობთ მის დამცირებას, ჩრდილის მიყენებას, ხოლო ნაკლს კი, პირიქით, ცნობისმოყვარეობით და სიამოვნებით გამოვიკითხავთ, გამადიდებელი შუშით ვათვალიერებთ და დაუზოგავად ვკიცხავთ. აქ...
იხილეთ სრულად
არ შეგვწევს ძალა ავიტანოთ სხვისი ღირსება და ყოველნაირად ვცდილობთ მის დამცირებას, ჩრდილის მიყენებას, ხოლო ნაკლს კი, პირიქით, ცნობისმოყვარეობით და სიამოვნებით გამოვიკითხავთ, გამადიდებელი შუშით ვათვალიერებთ და დაუზოგავად ვკიცხავთ. აქედან მომდინარეობს უმძიმესი ცოდვა, ჩვენი სულის საშინელი კეთრი – განკითხვა.
მაშინაც კი, როცა ცოდვილს ვუწოდებთ ჩვენს თავს და სინამდვილეშიც ასე ვფიქრობთ, ეს გრძნობა მაინც მეტად შორსაა თავმდაბლობისაგან, რადგანაც, ღირსი მამის იოანე კიბისაღმწერლის თქმით: „გული მაშინ გამოიცდება, როდესაც სხვანი შეურაცხგყოფენ“. რ...
იხილეთ სრულად
მაშინაც კი, როცა ცოდვილს ვუწოდებთ ჩვენს თავს და სინამდვილეშიც ასე ვფიქრობთ, ეს გრძნობა მაინც მეტად შორსაა თავმდაბლობისაგან, რადგანაც, ღირსი მამის იოანე კიბისაღმწერლის თქმით: „გული მაშინ გამოიცდება, როდესაც სხვანი შეურაცხგყოფენ“. რომელი თქვენგანი დაიდებს გულზე ხელს და იტყვის, რომ სიხარულით მიიღო ლანძღვა–გინება და შეურაცხყოფა? რის გამო ვკარგავთ სულიერ სიმშვიდეს, წონასწორობას, ვვარდებით სასოწარკვეთილებაში და ისეთ მოშლილობამდე მივდივართ, რომ ავადაც კ...
ადამიანს ბუნებით თან დაჰყვება მისწრაფება – თავის თავში აღმოაჩინოს და სრულყოს სულიერი ძალები, გაუთანაბრდეს სხვას, მოიპოვოს კარგი სახელი, პატივი, ქება, კეთილგანწყობა. ეს მისწრაფება სასარგებლოა მაშინ, როდესაც უბიძგებს ადამიანს გონებრ...
იხილეთ სრულად
ადამიანს ბუნებით თან დაჰყვება მისწრაფება – თავის თავში აღმოაჩინოს და სრულყოს სულიერი ძალები, გაუთანაბრდეს სხვას, მოიპოვოს კარგი სახელი, პატივი, ქება, კეთილგანწყობა. ეს მისწრაფება სასარგებლოა მაშინ, როდესაც უბიძგებს ადამიანს გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფისაკენ. როდესაც ეს სურვილი მოიპოვება პატიოსანი გზით, მოიხმარება მართებულად, მაშინ კეთილი სახელიც სასარგებლოა საკუთრივ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სრულყოფისა და ბედნიერებისათვის. მაგრამ პირველქმნილი ...
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“ – რას ნიშნავს სულით სიგლახაკე? ეს ნიშნავს: „... სიმდაბლით ფიქრობდე საკუთარ სულიერ ღირსებებზე, დაიმდაბლო თავი და მიიჩნიო ცოდვილად. ეს ნიშნავს გქონდეს სიამაყის, ამპარტავნების, ქედმაღლობის საპირისპირო თ...
იხილეთ სრულად
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“ – რას ნიშნავს სულით სიგლახაკე? ეს ნიშნავს: „... სიმდაბლით ფიქრობდე საკუთარ სულიერ ღირსებებზე, დაიმდაბლო თავი და მიიჩნიო ცოდვილად. ეს ნიშნავს გქონდეს სიამაყის, ამპარტავნების, ქედმაღლობის საპირისპირო თვისებები. რატომ ეკუთვნით მათ – სულით გლახაკებს სასუფეველი ცათა? იმიტომ, რომ მდაბალი სულითა ხედავს რა თავის უღირსებას, სავსებით მიეცემა უფლის ნებას ისე, რომ საკუთარ სულირ ძალებს არ დაეყრდნობა და ამ მადლით მიეახლება კიდეც ...
„ჩვენ მივეჩვიეთ ისეთ აზროვნებასა და ცხოვრებას, რომ მთავარ საყრდენად ჩვენი საქმეებისა დავისახოთ საკუთარი გონება და ძალ–ღონე და ვიბრძვით, ვცდილობთ ვაკეთოთ რაიმე კარგი, კეთილი და არაფერი გამოგვდის!“ (ღირსი მამის ბორის ნიკოლაევსკის სა...
იხილეთ სრულად
„ჩვენ მივეჩვიეთ ისეთ აზროვნებასა და ცხოვრებას, რომ მთავარ საყრდენად ჩვენი საქმეებისა დავისახოთ საკუთარი გონება და ძალ–ღონე და ვიბრძვით, ვცდილობთ ვაკეთოთ რაიმე კარგი, კეთილი და არაფერი გამოგვდის!“ (ღირსი მამის ბორის ნიკოლაევსკის საუბრებიდან, 1951 წ.). ეს იმიტომ ხდება, რომ დაბრმავებულები ვართ ამპარტავნებით და გვავიწდება, რომ სათნოებათა კიბეზე პირველ საფეხურს სიმდაბლე წარმოადგენს.
ბევრი ჩვენგანი მოუცლელობის საბაბით იშვიათად ამბობს აღსარებას. არადა, რაოდენ საჭიროა ხშირი სინანული. რამდენჯერ მომხდარა, რომ სულიერი კრიზისის ჟამს იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ მიგვემართა სულიერი მკურნალისათვის, მოუცლელობის მიზეზით ს...
იხილეთ სრულად
ბევრი ჩვენგანი მოუცლელობის საბაბით იშვიათად ამბობს აღსარებას. არადა, რაოდენ საჭიროა ხშირი სინანული. რამდენჯერ მომხდარა, რომ სულიერი კრიზისის ჟამს იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ მიგვემართა სულიერი მკურნალისათვის, მოუცლელობის მიზეზით სინანული გადაგვიდია, მერე კი ყველაფერი დავიწყებას მისცემია.