წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
საკმარისი არ არის ქრისტიანი ცოდვებს არ იქმოდეს, ამავე დროს სათნოებაც უნდა ჰქონდეს; სულის საცხოვნებლად მარტო ის არ ეყოფა, თუ მტაცებელი არ არის, არამედ მოწყალებაც უნდა ჰქონდეს; მცირეა, თუ სიცრუე არ უყვარს, სიმართლისათვის თავდადებული... იხილეთ სრულად
კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულიად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მ... იხილეთ სრულად
პატიოსნება სამკაულია სამღვდელო პირისა. ჩვეულებრივ მას ასე უწოდებენ და სწერენ: პატიოსანო მამაო, და ეს იმიტომ, რომ მისი უპირველესი თვისება პატიოსნება უნდა იყოს. თუ მოძღვარი პატიოსნებას მოკლებულია, ეს სამწყსოსათვის გამოუთქმელი უბედურ... იხილეთ სრულად
ვისაც პატიოსნება არა აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს ადამიანი, რომე... იხილეთ სრულად
ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქნება, რომელიც ამქვეყნად ყოველთა უმეტეს სამსახურსა და სარგებელს მოუტანს თავის მოყვასს, და არა ის, რომელსაც ყოველი კაცი ემონება და ემსახურება
პატივისა და მთავრობის მოყვარეობა კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ თავისი თავი განასხვავოს, ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიზიდოს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობა მოიპოვო... იხილეთ სრულად
ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახსაც. ოჯახის ეროვნული ტრადიციები აუცილებლად უნდა დავიცვათ; ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი ენა და სარწმუნოება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
შინაური ცხოვრება სარკეა, რომელშიც ადამიანის ნამდვილი ხასიათი და ბუნება გამოიხატება. ქრისტიანებისათვის სახლი, ანუ ოჯახი მეორე ეკლესიაა: როგორც ეკლესიაში, ოჯახშიც სიწმინდითა და მორიდებით უნდა იქცეოდე (I, 263-266).
ყოველი კაცი პირველ ჩვეულებებსა და შეხედულებებს ოჯახში იღებს; ოჯახში ითვისებს იგი ცუდსა თუ კარგ ყოფაქცევას. აქ ყალიბდება მისი ბოროტი თუ კეთილი ხასიათი. ამიტომ ღმრთისმოყვარე და წმიდა ოჯახში კარგი და კეთილი ადამიანი იზრდება და პირიქი... იხილეთ სრულად
კეთილი შინაური ცხოვრება კეთილი ქრისტიანული ზნეობის საფუძველი იმიტომაც არის, რომ ქრისტიანი ქრისტეს მცნებას ვერსად ისე ვერ აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში. ქრისტეს პირველი მცნება სიყვარულია; სად შეიძლება უკეთესად სიყვარული... იხილეთ სრულად