დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ...
იხილეთ სრულად
დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ვერსად ისე ვერ შეიძენს კაცი და ვერ განამტკიცებს, როგორც საკუთარ ოჯახში. და მესამეც: კაცის ხასიათი ისე კარგად არსად არ მჟღანდება როგორც შინ, მახლობელთა შორის. თუ გარეთ შეუძლია თავისი ნამდვილი ხასიათი დამალოს და გარშემო მყ...
ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა...
იხილეთ სრულად
ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა, რა მცნება მოგვეცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სათნოვეყოთ ღმერთს (1,516).
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამ...
იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამსახურს, ვისიც და რაც გმართებს იხდი, არავის აწუხებ და რაც შეგიძლია გაჭირვებულსაც ხელს მოუწყობ, ესეც კარგი ნაყოფი იქნება.
მწუხარებასა და მეტადრე ტირილს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი კაცის თვისებასა და ხასიათს უნებურად გამოხატავს. სუსტი, სულმოკლე და უხასიათო კაცი ყოველ მცირე მიზეზზე დედაკაცივით ტირის. ხანდახან მწუხარება ცუდ გუნებასა და ხასიათს მოასწავებს...
იხილეთ სრულად
მწუხარებასა და მეტადრე ტირილს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი კაცის თვისებასა და ხასიათს უნებურად გამოხატავს. სუსტი, სულმოკლე და უხასიათო კაცი ყოველ მცირე მიზეზზე დედაკაცივით ტირის. ხანდახან მწუხარება ცუდ გუნებასა და ხასიათს მოასწავებს. კაცი შეიძლება ხშირად წუხდეს და თითქმის ტიროდეს კიდეც იმის გამო, რომ შურიანია და რომელიმე თავისი მოყვასის წარმატება და წინსვლა სწყინს. შურიანი კაცის გული მაშინ იტანჯება და განიხერხება, როდესაც სხვის ბედნიერებას და წარმა...
ზოგჯერ კი მწუხარება კაცის კეთილშობილურ გულსა და ხასიათს, მის სიყვარულსა და თავისი თავის უარყოფას გამოაჩენს, ამ დროს კაცი სხვის უბედურებას განიცდის და მისი გაჭირვების თანაზიარი ხდება.
მშვიდობა უსაჭიროესი ნიჭია ყოველი ქრისტიანისათვის. ღმრთისმსახურება, ცხონება და ზეცისადმი მისწრაფება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც მშვიდობა სუფევს. ღმერთი ამ ზეგარდმო ნიჭს იმ ქვეყანასა და ერს ანიჭებს, რომელშიც კეთილი სარწმუნოება და ღმრთ...
იხილეთ სრულად
მშვიდობა უსაჭიროესი ნიჭია ყოველი ქრისტიანისათვის. ღმრთისმსახურება, ცხონება და ზეცისადმი მისწრაფება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც მშვიდობა სუფევს. ღმერთი ამ ზეგარდმო ნიჭს იმ ქვეყანასა და ერს ანიჭებს, რომელშიც კეთილი სარწმუნოება და ღმრთისმსახურება სუფევს, რომელშიც წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია მტკიცედაა დამყარებული და ერის ზნეობას აშენებს.
თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრსიტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისათვის. ...
იხილეთ სრულად
თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრსიტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისათვის. ამ სათნოების შეძენას ყოველი ქრისტიანი უნდა ესწრაფოდეს. თუ მშვიდობისმყოფელს "ძე ღმრთისა" ეწოდება, მაშინ შფოთისმყოფელი ეშმაკის შემწე ყოფილა და ასეცაა, ეშმაკს უხარია, როცა ადამიანებს შორის ჩხუბს, შფოთს და შურს ხედავს (I, 52...
მართლაც, ვინ არ იცის, რამდენ ცოდვაში შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგუნური. როდესაც კაცი რისხდება, მაშინ მისი სულისა და გულის ყოველი კეთილი თვისება და გრძნობა ყუჩდება და მის ნაცვლად ყოველი მხეცური თვისება და მიდრეკილება აღდგე...
იხილეთ სრულად
მართლაც, ვინ არ იცის, რამდენ ცოდვაში შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგუნური. როდესაც კაცი რისხდება, მაშინ მისი სულისა და გულის ყოველი კეთილი თვისება და გრძნობა ყუჩდება და მის ნაცვლად ყოველი მხეცური თვისება და მიდრეკილება აღდგება და აღიძვრება.
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღმრთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვ...
იხილეთ სრულად
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღმრთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვას ან სხვა მსგავს რამეს გაიგონებს; როცა კაცი ხედავს, რომ ვიღაც გარყვნილი თვითონაც უგზო-უკვლოდ ცხოვრობს და სხვებსაც აფუჭებს; როცა ვინმე ბოროტსა და უსამართლო კაცს ხედავს, რომელიც თავის მოყვასს ტანჯავს, ან ღმრთისა და ხელმწი...