როგორც არ უნდა გაშმაგდეს ვნებების ზღვა და მის ტალღებს ჩვენი ჩაძირვის ძალა ჰქონდეს, ჩვენ უფალზე დავამყაროთ იმედი და მაშინ ტალღები საპნის ბუშტებივით შეენარცხება იესოს მიმართ სასოებისა და სიყვარულის კლდეს.
სულის სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, როცა განსაცდელები გარს შემოგერტყმებათ, არამედ კეთილი აზრებით აენთეთ და გაიხსენეთ უფლის სხვადასხვა გამონათქვამი. ეს გონებას გაგინათებთ და მიხვდებით, თუ როგორ გაუმკლავდეთ ყოველ განსაცდელს.
თავი ვაიძულოთ, რომ ჩვენი სულის ლამპარი ზეთით ავავსოთ და უფალს მღვიძარე, კეთილი საქმეების ზეთით სავსე დავხვდეთ, რათა საუკუნო სიხარულისა და მხიარულების ღვთაებრივ სასძლოში შევიდეთ.
ბრძოლა მცირე არ არის, არც ერთ დღეში მთავრდება და ჩვენს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაგრძელდება. ამიტომ, მოდით, ჩვენი იესოს უტკბესი სახელით აღვიჭურვოთ, რომ ეშმაკისთვის ჩვენს გულში ადგილი არ დარჩეს. მაგრამ იესოს ხსოვნა რომ გვქონდეს, ამ...
იხილეთ სრულად
ბრძოლა მცირე არ არის, არც ერთ დღეში მთავრდება და ჩვენს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაგრძელდება. ამიტომ, მოდით, ჩვენი იესოს უტკბესი სახელით აღვიჭურვოთ, რომ ეშმაკისთვის ჩვენს გულში ადგილი არ დარჩეს. მაგრამ იესოს ხსოვნა რომ გვქონდეს, ამისთვის დიდი გულმოდგინება, თავის იძულება, სარწმუნოება, იმედი, შეუპოვრობა, მოთმინება და დროა საჭირო.
ქრისტეს იმედი გქონდეს და ეშმაკების მუქარის ნუ შეგეშინდება, არამედ უფლის მახლობლად მკვიდრობდე და თქვი: „ღვთისა ჩემისა მიერ გარდავხედ ზღუდეთა“ (2 მეფ. 22, 30), ესე იგი, ეშმაკთა დაბრკოლებებს ჩემი ღვთის ძალით ვძლევ.
ნუ უგულებელყოფ შენს მცირე ნაკლს, ნუ იტყვი: „ეს არაფერია“. არა. მცირე დიდი გახდება და მისგან სხვა ბოროტებაც იშვება. ის, ვინც მცირეზე არ იზრუნებს, დიდ ცოდვაში ჩავარდება.