საოცრად მსჯელობს იმპერატორი ნერონის თანამედროვე, რომში I საუკუნეში მცხოვრები დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი ეპიქტეტე (60-138 წწ.), რომელიც სოციალური მდგომარეობით მონა იყო, მაგრამ ყველას თავისუფალ პიროვნებად მიაჩნდა. მან მშვენივრად უ...
იხილეთ სრულად
საოცრად მსჯელობს იმპერატორი ნერონის თანამედროვე, რომში I საუკუნეში მცხოვრები დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი ეპიქტეტე (60-138 წწ.), რომელიც სოციალური მდგომარეობით მონა იყო, მაგრამ ყველას თავისუფალ პიროვნებად მიაჩნდა. მან მშვენივრად უწყოდა და სხვათაც უხსნიდა, თუ ბატონს როგორ აქცევს მონად მისი მიწიერი ვნებანი და, პირიქით, თვით ყველაზე მძიმე მონობისა და ტყვეობისაგან როგორ ათავისუფლებს ადამიანს შინაგანი კავშირი ღმერთთან.
გაბატონდი შენს ვნებებზე, თორემ ისინი დაგიმორჩილებენ შენ; თუ ცუდი აზრი მოგივა, ეცადე შეაჩერო და თავიდანვე გაანალიზო ყველა ის შედეგი, რაც მას მოჰყვება. ამასთან, მოუხმე მის საწინააღმდეგო კეთილ ფიქრებს
უდაბნოში ერთი ბერი მოღვაწეობდა და დაუცხრომელ ლოცვასა და მარხვაში იყო. ამპარტავნების ბოროტმა სულმა ნელ-ნელა იწყო მისი სულის დაპყრობა და თანდათან უნერგავდა აზრს მისი განსაკუთრებულობის შესახებ. როცა ასეთმა ფიქრებმა სერიოზულად შეაწუხე...
იხილეთ სრულად
უდაბნოში ერთი ბერი მოღვაწეობდა და დაუცხრომელ ლოცვასა და მარხვაში იყო. ამპარტავნების ბოროტმა სულმა ნელ-ნელა იწყო მისი სულის დაპყრობა და თანდათან უნერგავდა აზრს მისი განსაკუთრებულობის შესახებ. როცა ასეთმა ფიქრებმა სერიოზულად შეაწუხეს, მას ეყო სიბრძნე, მიატოვა უდაბნო, მონასტერში დაბრუნდა და თავისი მდგომარეობის შესახებ წინამძღვარს უამბო. მან მაშინვე იგრძნო საფრთხე და უბრძანა, ჯოხი აეღო და ღორები ემწყემსა. ბერმა დაუჯერა. მისი საქციელი ბევრს გაუკვირდა ...
"სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ" (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს: ქრისტე აღდგა! ჭეშმარ...
იხილეთ სრულად
"სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ" (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს:ქრისტე აღდგა!ჭეშმარიტად აღდგა!
ეპისტოლე თანამედროვე ათონელი დიდი მოძღვრის, მამა გიორგის სიტყვებით მინდა დავამთავრო: " რწმენა თეორია კი არ არის, არამედ ცოცხალი განცდაა მისი. ღვთისმოყვარე გული ისე აირეკლავს უფალს, როგორც წყალი – მზეს. ჩვენ ძენი ვართ აღდგომისა. აღ...
იხილეთ სრულად
ეპისტოლე თანამედროვე ათონელი დიდი მოძღვრის, მამა გიორგის სიტყვებით მინდა დავამთავრო: " რწმენა თეორია კი არ არის, არამედ ცოცხალი განცდაა მისი. ღვთისმოყვარე გული ისე აირეკლავს უფალს, როგორც წყალი – მზეს. ჩვენ ძენი ვართ აღდგომისა. აღდგომის სიხარულის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, შეუძლებელია გადარჩენა".
ეკლესია სულის საკურნებელი ადგილია და იგი ყველა მორწმუნეს თანაბრად ეკუთვნის; ტაძარი სახლია უფლისა, ხოლო "მიკერძოება უცხოა ღმრთისათვის" (რომ. 2,11). როგორც ჩანს დღესაც ხშირად უნდა გავიხსენოთ პავლე მოციქული, რომელიც მორწმუნეებს დიდ შ...
იხილეთ სრულად
ეკლესია სულის საკურნებელი ადგილია და იგი ყველა მორწმუნეს თანაბრად ეკუთვნის; ტაძარი სახლია უფლისა, ხოლო "მიკერძოება უცხოა ღმრთისათვის" (რომ. 2,11). როგორც ჩანს დღესაც ხშირად უნდა გავიხსენოთ პავლე მოციქული, რომელიც მორწმუნეებს დიდ შეცდომად უთვლიდა ასეთ დამოკიდებულებას: "მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კიდევ ქრისტესი. ნუთუ გაიყო ქრისტე?" (კორ.1,12-13).
საერთოდ, ძნელია გამოთქმა იმ გრძნობისა, რომელიც სამშობლოსთან გვაკავშირებს. თუ ვიტყვით, რომ იგი გვიყვარს, - ეს არაფრისმთქმელი ფრაზაა. არც დედამიწის ულამაზეს გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცედ მისი აღიარება ნიშნავს რამეს. ჩვენ სისხლხორცეული...
იხილეთ სრულად
საერთოდ, ძნელია გამოთქმა იმ გრძნობისა, რომელიც სამშობლოსთან გვაკავშირებს. თუ ვიტყვით, რომ იგი გვიყვარს, - ეს არაფრისმთქმელი ფრაზაა. არც დედამიწის ულამაზეს გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცედ მისი აღიარება ნიშნავს რამეს. ჩვენ სისხლხორცეული ნაწილი ვართ ჩვენი მამულისა, იგი საუნჯეა ჩვენი. ჭირს გარჩევა, ჩვენ ვცხოვრობთ მასში, თუ ის მკვიდრობს ჩვენს გულებში. სამშობლო, ესაა ენა ქართული, ესაა სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ათასობით წმინდა მოწამისა, მეფეთა, კათოლ...
ახალი ტაძრების მშენებლობა ღვთისთვის მართლაც სათნოა, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ კიდევ უფრო დიდი მადლია დაზიანებული ეკლესიების რესტავრაცია, ძველი ტაძრებისა და მათი ნანგრევების აღდგენა. ვინც ამას აკეთებს, უფლის წინაშე დიდად კეთილ ...
იხილეთ სრულად
ახალი ტაძრების მშენებლობა ღვთისთვის მართლაც სათნოა, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ კიდევ უფრო დიდი მადლია დაზიანებული ეკლესიების რესტავრაცია, ძველი ტაძრებისა და მათი ნანგრევების აღდგენა. ვინც ამას აკეთებს, უფლის წინაშე დიდად კეთილ საქმეს იქმს: ამასთან, ეს ნაბიჯი უფრო მოკრძალებულია და ამბიციურობისაგან თავისუფალი, ხოლო უფლისმიერი შეწევნა – გაცილებით დიდი, რადგან ასეთ ადამიანს და მის ოჯახს არ მოაკლდება მეოხება იმ სასულიერო და საერო პირთა, რომელნიც ამ...
ერთხელ ერთმა ბერმა რაღაც ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც სულიერმა ძმებმა განკითხვა დაუწყეს. მას არ უცდია თავის გამართლება, ლოცულობდა, ტიროდა და ჩადენილს მწარედ ნანობდა. მონასტრის წევრებმა გადაწყვიტეს, სასჯელი დაედოთ მისთვის და ამ მიზნით ...
იხილეთ სრულად
ერთხელ ერთმა ბერმა რაღაც ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც სულიერმა ძმებმა განკითხვა დაუწყეს. მას არ უცდია თავის გამართლება, ლოცულობდა, ტიროდა და ჩადენილს მწარედ ნანობდა. მონასტრის წევრებმა გადაწყვიტეს, სასჯელი დაედოთ მისთვის და ამ მიზნით მოიწვიეს მეუდაბნოე ცნობილი სულიერი მოძღვარი. იგი თავდაპირველად კრებაზე არ მოვიდა, მერე კი გამოცხადდა ზურგზე ძველი დიდი ტომრით, საიდანაც სილა იყრებოდა. ბერებმა ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს. მოძღვარმა კი უპასუხა: "სილა – ეს...