მეუფე ანტონი (ბლუმი) ჭეშმარიტი მოძღვრის მსახურებას წმიდა იოანე ნათლისმცემლის მისიას ადარებს. მოძღვარს ადამიანები უფალთან უნდა მიჰყავდეს და არა საკუთარ თავთან; მღვდელი არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ მასთან მრავალი ადამიანი დადის. უმრა...
იხილეთ სრულად
მეუფე ანტონი (ბლუმი) ჭეშმარიტი მოძღვრის მსახურებას წმიდა იოანე ნათლისმცემლის მისიას ადარებს. მოძღვარს ადამიანები უფალთან უნდა მიჰყავდეს და არა საკუთარ თავთან; მღვდელი არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ მასთან მრავალი ადამიანი დადის. უმრავლესობა ამ ადამიანებისა სულიერად გამოუცდელია: ისინი, სხვადასხვა განსაცდელით შეწუხებულნი, ნუგეშსა და თანადგომას ეკლესიაში ეძებენ. მათთან მიმართებაში სასულიერო პირი უფლის მადლის გამტარი უნდა იყოს და არა საკუთარი იდეების მქ...
სამწუხაროდ, ისიც ხდება, რომ მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს გამოყოფენ სხვა მრევლისგან და ნებას არ აძლევენ, სულიერ საკითხებზე სხვა მღვდლებსაც მიმართონ, თვითონაც შეკითხვის ან აღსარებისთვის მისულ სხვა მოძღვრის სულიერ შვილებს არ იღებ...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, ისიც ხდება, რომ მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს გამოყოფენ სხვა მრევლისგან და ნებას არ აძლევენ, სულიერ საკითხებზე სხვა მღვდლებსაც მიმართონ, თვითონაც შეკითხვის ან აღსარებისთვის მისულ სხვა მოძღვრის სულიერ შვილებს არ იღებენ, რითაც მრევლში განყოფა შეაქვთ. ასეთი დამოკიდებულება გაუმართლებელია და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომლის მიზანია დაიცვას უფლის მცნებები და აღასრულოს მისი ნება. გვწამს, რომ ამქვეყნიურ ყოფაში სულიერი ცხოვრებისა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომლის მიზანია დაიცვას უფლის მცნებები და აღასრულოს მისი ნება. გვწამს, რომ ამქვეყნიურ ყოფაში სულიერი ცხოვრებისა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე პიროვნების შინაგანი სრულყოფა და ღმერთთან სიახლოვე შეუძლებელია. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
ქრისტეს აღდგომით ზეიმობს ღვთაებრივი მარადიული ჭეშმარიტებაც და ჩვენც მონაწილენი ვხდებით ამ საოცარი სიხარულისა. რომ არა ეს დღესასწაული, ჩვენი სარწმუნოება აზრს დაკარგავდა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: "უ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომით ზეიმობს ღვთაებრივი მარადიული ჭეშმარიტებაც და ჩვენც მონაწილენი ვხდებით ამ საოცარი სიხარულისა. რომ არა ეს დღესასწაული, ჩვენი სარწმუნოება აზრს დაკარგავდა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: "უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო სამე არს ქადაგება ესე ჩუენი და ამაო არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი" (I კორ. 15,14).
ქრისტე აღდგა! უფალი ბრძანებს: "... ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი" (ინ. 18,37). ჭეშმარიტება! რა ახლოსაა და, ამავე დროს, რა მიუწვდომელია იგი. ყოველდღიურად თითქოს ვუახლოვდებით, მაგრამ ის ...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!უფალი ბრძანებს: "... ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი" (ინ. 18,37). ჭეშმარიტება! რა ახლოსაა და, ამავე დროს, რა მიუწვდომელია იგი. ყოველდღიურად თითქოს ვუახლოვდებით, მაგრამ ის მაინც შორეულად რჩება, ალბათ, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას სადღაც გარეთ, საკუთარი თავის მიღმა ვეძიებთ და ვერ ვგრძნობთ, რომ იგი სინამდვილეში ჩვენშია.მაშ, როგორ მივეახლოთ მას? უფლის პასუხი ასეთია: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე...
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყო...
იხილეთ სრულად
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება ჰმართებს, რათა გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება და სად – სიცრუე. ამის გარჩევა უძველეს დროშიც უჭირდათ. ამიტომაც იყო, რომ წინასწარმეტყველმა სოლომონმა სამეფო ტახტზე ასვლის წინ უფლისგან სწორედ სიბრძნ...
მღვდლობა – მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ, უხეშად...
იხილეთ სრულად
მღვდლობა – მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ, უხეშად ერევიან მათ პირად ცხოვრებაში, ზოგჯერ კი ოჯახის შექმნას თუ ბერად აღკვეცას აიძულებენ.ლონდონში მრავალი წელი მსახურობდა მიტროპოლიტი ანტონი (ბლუმი), რომელსაც კარგად ვიცნობდი. იგი დიდი სულიერებით გამოირჩეოდა. აი, რას წერს იგი...