უხამსი გულისსიტყვები მოსვლისთანავე განდევნე; შიგნით ნუ დაიტოვებ, რადგან საშიშია, ჭრილობები არ მოგაყენოს, რის შემდეგაც ცრემლების ღვრა და ოხვრა მოგიწევს.
რაც შეეხება უხამს გულისსიტყვებს, ისინი სულის წარმოსახვითი ნაწილიდან მომდინარეობს და გვაგონდება ის სახეები, საგნები, საქმეები, რომლებიც ხუთმა საცნობელმა შეკრიბა და წარმოსახვის საცავში გადაიტანა. ხელსაყრელ დროს ეშმაკი წარმოსახვაში წ...
იხილეთ სრულად
რაც შეეხება უხამს გულისსიტყვებს, ისინი სულის წარმოსახვითი ნაწილიდან მომდინარეობს და გვაგონდება ის სახეები, საგნები, საქმეები, რომლებიც ხუთმა საცნობელმა შეკრიბა და წარმოსახვის საცავში გადაიტანა. ხელსაყრელ დროს ეშმაკი წარმოსახვაში წარმოგვიდგენს სახეებს, საგნებს, გვახსენებს სიმღერებს და ა. შ., რაც გრძნობებმა დააგროვა და ვნებიან გულისსიტყვებს აღძრავს, რომ ღვთის ქალაქი – გული – ააოხროს და შებილწოს.
როცა ვხედავთ პიროვნებებს, რომლებიც გვაფორიაქებენ, ვეცადოთ, ჩვენს წარმოსახვაში მათ ადგილი არ დაიმკვიდრონ, მაშინვე განვდევნოთ, რომ მათი ხატება სულის წარმოსახვით ნაწილში არ მოხვდეს და შესაბამის დროს ეშმაკმა ჩვენთან საბრძოლველად არ მო...
იხილეთ სრულად
როცა ვხედავთ პიროვნებებს, რომლებიც გვაფორიაქებენ, ვეცადოთ, ჩვენს წარმოსახვაში მათ ადგილი არ დაიმკვიდრონ, მაშინვე განვდევნოთ, რომ მათი ხატება სულის წარმოსახვით ნაწილში არ მოხვდეს და შესაბამის დროს ეშმაკმა ჩვენთან საბრძოლველად არ მოგვივლინოს.
ბოროტი გულის სიტყვები და ბილწი წარმოდგენები გამოჩენისთანავე განდევნეთ, რადგან ისინი გონებასა და გულში დაყოვნებით რთულ მდგომარეობას ქმნიან. ხოლო როცა უხამს წარმოსახვას და მისგან გამოწვეულ ბილწ გულისსიტყვას თავიდანვე სიფრთხილით მოვე...
იხილეთ სრულად
ბოროტი გულის სიტყვები და ბილწი წარმოდგენები გამოჩენისთანავე განდევნეთ, რადგან ისინი გონებასა და გულში დაყოვნებით რთულ მდგომარეობას ქმნიან. ხოლო როცა უხამს წარმოსახვას და მისგან გამოწვეულ ბილწ გულისსიტყვას თავიდანვე სიფრთხილით მოვეკიდებით, სიმშვიდეს შევინარჩუნებთ და განვიცდით მორალურ კმაყოფილებას, რაც სიწმინდეს მოაქვს.