ჭირი, მწუხარება განაღვიძებს კაცსა, დააფიქრებს, მიაქცევს მის გონებას მის თავზე, სინანულში შეიყვანს. ჭირსა, უბედურებასა, მწუხარებასა დიდი გავლენა აქვს კაცის გულზე და სულზე; მრავალნი პირნი, რომელნი იყვნენ სრულიად განრყვნილნი და უსჯულ...
იხილეთ სრულად
ჭირი, მწუხარება განაღვიძებს კაცსა, დააფიქრებს, მიაქცევს მის გონებას მის თავზე, სინანულში შეიყვანს. ჭირსა, უბედურებასა, მწუხარებასა დიდი გავლენა აქვს კაცის გულზე და სულზე; მრავალნი პირნი, რომელნი იყვნენ სრულიად განრყვნილნი და უსჯულონი, ღმერთმან მოაქცია და განსწმიდა უბედურებითა და მწუხარებითა, რომელი მიაყენა მათ. შეიძლება დარწმუნებით ვსთქვათ, რომ ჭირი და მწუხარება არის უმჯობესი მასწავლებელი კაცის ჭკუისა, მზრდელი, გამაფრთხილებელი, გამაღვიძებელი კაცი...
უბედურება არის ხშირად საგზალი, ანუ სასჯელი ცოდვისა. კაცს სასჯელი, უბედურება ხშირად მისი ცოდვით დაემართება. როდესაც შეგემთხვევა შენ, ძმაო ჩემო, რომელიმე ჭირი, მწუხარება, უბედურება, მაშინ კარგად დაფიქრდი და პირმოუფერებლად გამოიკვლიე...
იხილეთ სრულად
უბედურება არის ხშირად საგზალი, ანუ სასჯელი ცოდვისა. კაცს სასჯელი, უბედურება ხშირად მისი ცოდვით დაემართება. როდესაც შეგემთხვევა შენ, ძმაო ჩემო, რომელიმე ჭირი, მწუხარება, უბედურება, მაშინ კარგად დაფიქრდი და პირმოუფერებლად გამოიკვლიე, რა იყო მაგის მიზეზი? სიდგან მოგევლინა ის მწუხარება? თუ შეატყო და სინდისმა შენმა პირმოუთნევლად გითხრას, რომ თვითონ შენ იყავი მიზეზი ამისა, მაშინ ეცადე მოსპო შენ შორის ის მიზეზი, დასტოვო ის ჩვეულება, გაისწორე ის თვისება,...
ნუ დაიჯერებ ძმაო, ცრუ აზრებს, ნუ იქნები ამაოდ მორწმუნე, არამედ ირწმუნე მხოლოდ სიტყვა ღვთისა, საღმრთო წერილი და ყოველი სხვა სიტყვა და აზრიც, არა წინააღმდეგი მისი.
„არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა“ (რომაელ. 14.17). ამ სიტყვებით წმინდა მოციქული პავლე შეგვაგონებს ჩვენ, რომელ სასუფეველი ღვთისა არ არის რომელიმე გარეგანი ნივთიერება...
იხილეთ სრულად
„არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა“ (რომაელ. 14.17). ამ სიტყვებით წმინდა მოციქული პავლე შეგვაგონებს ჩვენ, რომელ სასუფეველი ღვთისა არ არის რომელიმე გარეგანი ნივთიერება, ანუ ხილული საგანი. იგი არა მდგომარეობს არცა სასმელსა და საჭმელსა შინა, არცა ტანისამოსსა, არცა სიმდიდრესა შინა, არცა ქვეყნიურსა ღირსებასა ანუ დიდებასა შინა. მაშასადამე, იგი არის უხილავი, შინაგანი თვისება გულისა და სულის...
რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალგვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრიტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ...
იხილეთ სრულად
რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალგვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრიტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ სიმართლეს, ანუ განმართლებას, რომელი მოგვანიჭა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ თვისითა სიტყვითა და საქმითა, ესე იგი, განმართლება უფლისა იესო ქრისტეს სისხლითა და ხორცითა, რომელი მან შესწირა ჩვენთვის. მაშასადამე, სიმართლე არის მრ...
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ყოველი ცოდვა არის მტერობა ღვთისა; ცოდვილი კაცი მტერია ღვთისა მისთვის, რომ ღმერთი არის უზენაესი სიმართლე, ჭეშმარიტება და სძაგს კაცი ცრუ. ამისთვის ცოდვის მოყვარე, ცრუ კაცი მტერია ღვთისა, ვინაიდგან ღვთი...
იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ყოველი ცოდვა არის მტერობა ღვთისა; ცოდვილი კაცი მტერია ღვთისა მისთვის, რომ ღმერთი არის უზენაესი სიმართლე, ჭეშმარიტება და სძაგს კაცი ცრუ. ამისთვის ცოდვის მოყვარე, ცრუ კაცი მტერია ღვთისა, ვინაიდგან ღვთის საქმეს, ღვთის მშვიდობას არღვევს.
მართალია, უმრავლესნი ნაწილნი ქრისტიანეთა შორის, თუმცა ცოდვას არ იშლიან, უწესოდ სცხოვრებენ, მაინც მოსვენებულნი არიან, თითქმის მშვიდობაც არის მათს გულში. გარნა ესრეთი მშვიდობა არის ცრუ და ცბიერი. იგინი ჰგრძნობენ მშვიდობასა მისთვის, ...
იხილეთ სრულად
მართალია, უმრავლესნი ნაწილნი ქრისტიანეთა შორის, თუმცა ცოდვას არ იშლიან, უწესოდ სცხოვრებენ, მაინც მოსვენებულნი არიან, თითქმის მშვიდობაც არის მათს გულში. გარნა ესრეთი მშვიდობა არის ცრუ და ცბიერი. იგინი ჰგრძნობენ მშვიდობასა მისთვის, რომ არ იციან თავი თვისი, არ ეძებენ სისრულესა, არ შესულან ჯერედ სასუფეველსა შინა ცათასა. უმჯობესი იქნებოდა, რომ მათ გულში ყოფილიყო ურვა, ბრძოლა, სვინიდისის მხილება და მოუსვენებლობა, ამისთვის, რომ ეს იქნებოდა ნიშანი მისა, ...
დიდი და ძნელი საქმე არის, ძმანო ჩემნო, მოპოება ანუ შეძენა სულიერისა მშვიდობისა. იგი მიეცემა და გაუჩნდება გულში მხოლოდ იმ კაცს, რომელმან, დასთრგუნა ყოველნი თვისნი ვნებანი, დიდხანს და მრავალი იღვაწა. ამ სახით მშვიდობა არის განსვენებ...
იხილეთ სრულად
დიდი და ძნელი საქმე არის, ძმანო ჩემნო, მოპოება ანუ შეძენა სულიერისა მშვიდობისა. იგი მიეცემა და გაუჩნდება გულში მხოლოდ იმ კაცს, რომელმან, დასთრგუნა ყოველნი თვისნი ვნებანი, დიდხანს და მრავალი იღვაწა. ამ სახით მშვიდობა არის განსვენება გულისა და სულისა ღმერთსა შორის. მაშასადამე, იგი არ არის დაძინება ცოდვათა შინა, არამედ მღვიძარება კეთილთა საქმეთათვის; იგი არ არის უქმად ყოფნა, არამედ შრომა, მოღვაწეობა სულიერი.
როგორც საღმრთო წერილი გვასწავლის, ყოველ კაცს უნდა ჰქონდეს მშვიდობა, პირველად ღმერთთან, მეორედ თავის თავთან, მესამედ ყოველ მოყვასთან. რა სახით უნდა ჰქონდეს კაცს ღმერთთან მშვიდობა? ღმერთთან ჩვენი მშვიდობა მოახდინა, ანუ შეგვარიგა ღმე...
იხილეთ სრულად
როგორც საღმრთო წერილი გვასწავლის, ყოველ კაცს უნდა ჰქონდეს მშვიდობა, პირველად ღმერთთან, მეორედ თავის თავთან, მესამედ ყოველ მოყვასთან. რა სახით უნდა ჰქონდეს კაცს ღმერთთან მშვიდობა? ღმერთთან ჩვენი მშვიდობა მოახდინა, ანუ შეგვარიგა ღმერთთან უფალმან იესო ქრისტემან, რადგანაც მან მიიღო თავის თავზედ ყოველი ჩვენი ბრალი და შეცოდება ღვთისადმი, მაგრამ იმ პირობით, თუ ჩვენ გვახსოვს მისი სწავლა, ვემორჩილებით და ვასრულებთ მისთა მცნებათა. თავის თავთან მშვიდობა მაშ...