კაცის გული და სული ხშირად ისე შეყრობილი არის რომლითამე ცოდვითა, ისე დამონებული არის რომლისამე ვნებისაგან, რომელ მისი ჭკუა და გონება ვეღარ მოქმედებს ჯეროვნად, თავისუფლება სრულიად აღარა აქვს, ვეღარ გაარჩევს კეთილსა და ბოროტსა. თუ ჭკ...
იხილეთ სრულად
კაცის გული და სული ხშირად ისე შეყრობილი არის რომლითამე ცოდვითა, ისე დამონებული არის რომლისამე ვნებისაგან, რომელ მისი ჭკუა და გონება ვეღარ მოქმედებს ჯეროვნად, თავისუფლება სრულიად აღარა აქვს, ვეღარ გაარჩევს კეთილსა და ბოროტსა. თუ ჭკუა გაქვს, დაფიქრება იცი, მრავალს ჰნახავ საბუთებს და ნიშნებს, რა სახით ცოდვა დასცემს, დაამახინჯებს კაცს. მაშასადამე, არა დაემონო ცოდვას, დაიფარე შენი თავი ცოდვის მძლავრებისაგან, იყავ მონა ღვთისა და არა ცოდვისა.
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა...
იხილეთ სრულად
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.
link
რაი არს საღმრთო შური? საღმრთო შური არს დიდი და მომეტებული ღვთის ერთგულება. ვისაც ამისთანა შური აქვს, იმას ფრიად ჰსურს, რომ ყოველი კაცი ღმერთს ადიდებდეს და ძლიერ ეწყინება, როდესაც ჰნახავს ვისმეს თავის წინააღმდეგს. ესრეთი საღმრთო შუ...
იხილეთ სრულად
რაი არს საღმრთო შური? საღმრთო შური არს დიდი და მომეტებული ღვთის ერთგულება. ვისაც ამისთანა შური აქვს, იმას ფრიად ჰსურს, რომ ყოველი კაცი ღმერთს ადიდებდეს და ძლიერ ეწყინება, როდესაც ჰნახავს ვისმეს თავის წინააღმდეგს. ესრეთი საღმრთო შური დიაღ პატიოსანი და მოსაწონი თვისება არის, გარნა მაშინ, როდესაც ის არის მეცნიერებით, ესე იგი ჭკუით, გონიერად.
წინად სთქვა, და კიდეც დაამტკიცა წმიდამან პავლემ, რომელ სჯულის საშუალებით, ანუ საქმეთაგან სჯულისათა შესაძლებელი არ არის სცხონდეს კაცი. ამისთვის, რომ არავის არ შეუძლიან მრთელი სჯული აღასრულოს, ესე იგი უცოდველად იცხოვროს. ახლა იმას ა...
იხილეთ სრულად
წინად სთქვა, და კიდეც დაამტკიცა წმიდამან პავლემ, რომელ სჯულის საშუალებით, ანუ საქმეთაგან სჯულისათა შესაძლებელი არ არის სცხონდეს კაცი. ამისთვის, რომ არავის არ შეუძლიან მრთელი სჯული აღასრულოს, ესე იგი უცოდველად იცხოვროს. ახლა იმას ამტკიცებს, რომ ცხონება უადვილესად და ყოველი კაცის შესაძლებელად შეიქმნა ქრისტე იესოს სარწმუნოების საშუალებით. ნუ იტყვი შენს გულში, ესე იგი, ნუ იფიქრებ გულში, რომ ძნელი რაიმე იყოს იესო ქრისტეს სარწმუნოება, ანუ მისი სარწმუნო...
ნეტავი თქვენცა შემძლებელ იყვნეთ და კითხულობდეთ წიგნებსა იოანე ოქროპირისასა. რა სახით დაგიტკბებოდათ გული მისის დარიგებითა. მის სიტყვებს ისრეთი მოქმედება აქვს ჩვენს გულზედ, რომელ როდესაც ავიღებთ მის წიგნს და ვკითხულობთ, მაშინ ყოველი...
იხილეთ სრულად
ნეტავი თქვენცა შემძლებელ იყვნეთ და კითხულობდეთ წიგნებსა იოანე ოქროპირისასა. რა სახით დაგიტკბებოდათ გული მისის დარიგებითა. მის სიტყვებს ისრეთი მოქმედება აქვს ჩვენს გულზედ, რომელ როდესაც ავიღებთ მის წიგნს და ვკითხულობთ, მაშინ ყოველი სოფლიური მწუხარება და ამაოება დაგვავიწყდება, ცხოვრების ტვირთი შეგვიმსუბუქდება.
ნუ დაემორჩილები, ძმაო, ანგარებას. ნუ ხარ სულმოკლე, ნუ გაქვს შევიწროებული სული და გული, ნუ დაივიწყებ შენს ღირსებას და მაღალს სულიერს ხარისხს, რომელიც მოგანიჭა შენ ღმერთმან. ნუ იქცევი ისე, რომ თითქოს საუკუნოდ უნდა ცხოვრობდე ქვეყანაზ...
იხილეთ სრულად
ნუ დაემორჩილები, ძმაო, ანგარებას. ნუ ხარ სულმოკლე, ნუ გაქვს შევიწროებული სული და გული, ნუ დაივიწყებ შენს ღირსებას და მაღალს სულიერს ხარისხს, რომელიც მოგანიჭა შენ ღმერთმან. ნუ იქცევი ისე, რომ თითქოს საუკუნოდ უნდა ცხოვრობდე ქვეყანაზე. აქ სტუმარი ხარ შენ, აქაური მცირე რამე საქონლისათვის როგორ უნდა დაჰკარგო უხრწნელი და საუკუნო ნეტარება! „რა სარგებელ არს შენდა, შეიძინო სოფელი ესე, და სული წარწყმიდო, ანუ რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?"
ჩვენგან ღმერთი მოელის უმაღლესსა ნაყოფსა. რა ნაყოფი უნდა მივართვათ ჩვენ, ქრისტიანეთა, ღმერთსა? წმინდა, მართალი და უბიწო ცხოვრება – აჰა ნაყოფი, რომელსა მოელის ჩვენგან ღმერთი ჩვენი. ვიდრემდის ჩვენ ვცდილობთ ესრეთისა ნაყოფისა გამოღებას...
იხილეთ სრულად
ჩვენგან ღმერთი მოელის უმაღლესსა ნაყოფსა. რა ნაყოფი უნდა მივართვათ ჩვენ, ქრისტიანეთა, ღმერთსა? წმინდა, მართალი და უბიწო ცხოვრება – აჰა ნაყოფი, რომელსა მოელის ჩვენგან ღმერთი ჩვენი. ვიდრემდის ჩვენ ვცდილობთ ესრეთისა ნაყოფისა გამოღებას, ჩვენ ვიქმნებით "შეყვარებული ღვთის ვენახი".
ქრისტიანული ერი, წმიდა, მარლმადიდებელი ეკლესია არის ვენახი ღვთისა და ჩვენ ყოველნი ერთბამად მუშაკნი ღვთის ვენახისანი. ხოლო, სახელდობრ ჩვენ, ერი ქართველი და საქართველოს ეკლესია, არის ერთი უძველესთა ვენახთა ღვთისათაგანი. ჩვენ, უწინარ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული ერი, წმიდა, მარლმადიდებელი ეკლესია არის ვენახი ღვთისა და ჩვენ ყოველნი ერთბამად მუშაკნი ღვთის ვენახისანი. ხოლო, სახელდობრ ჩვენ, ერი ქართველი და საქართველოს ეკლესია, არის ერთი უძველესთა ვენახთა ღვთისათაგანი. ჩვენ, უწინარეს მრავალთა აწინდელთა ქრისტიანულთა ერთა, გვიწოდა ზეციერმან მამამან მუშაკად თვის ვენახში. აქედგან, საკუთრად ჩვენთვის გამოდის ის სწავლა, გაფრთხილება, რომ არ დავემსგავსოთ სახარების იგავში მოყვანილს უფროსს ძმას, რომელსა მამა...
ძლივს შეიძლება მოპოება ქვეყანაზედ ისეთი კაცისა, რომელიც არ დრტვინვიდეს, არ სტიროდეს, არ სჩიოდეს თვის ხვედრზედ, ანუ მდგომარეობაზედ. ყოველიფრით კმაყოფილი და მადლიერი ღმერთზედ კაცი თითქმის არ იპოვება ქვეყანაზედ. დრტვინვით, უკმაყოფილე...
იხილეთ სრულად
ძლივს შეიძლება მოპოება ქვეყანაზედ ისეთი კაცისა, რომელიც არ დრტვინვიდეს, არ სტიროდეს, არ სჩიოდეს თვის ხვედრზედ, ანუ მდგომარეობაზედ. ყოველიფრით კმაყოფილი და მადლიერი ღმერთზედ კაცი თითქმის არ იპოვება ქვეყანაზედ. დრტვინვით, უკმაყოფილებით ვერაფერს ვერ გაასწორებს კაცი. მარადის მოწყენილი, მარადის მდრტვინველი კაცი თავის თავს თითქმის განგებ აუბედურებს. ჭკუიანი, კეთილგონიერი კაცი, მართლაც რომ ცუდ მდგომარეობაში იყოს, შეუძლია თავის დაწყნარებულს კეთილს სულში ...