ბუნება ჩვენი ხორციელი, ძმანო ქრისტიანენო, ერთობ მიდრეკილია და მსურველი ზარმაცად და უქმად დროების გატარებისა. შეჰხედე და დაუკვირდი შენს თავსაც და სხვათაც, როგორ უყვარს ყოველს კაცს მოსვენებით და მხიარულად გატარება სიცოცხლისა, და თუ ...
იხილეთ სრულად
ბუნება ჩვენი ხორციელი, ძმანო ქრისტიანენო, ერთობ მიდრეკილია და მსურველი ზარმაცად და უქმად დროების გატარებისა. შეჰხედე და დაუკვირდი შენს თავსაც და სხვათაც, როგორ უყვარს ყოველს კაცს მოსვენებით და მხიარულად გატარება სიცოცხლისა, და თუ ეს არ შეუძლია, მაშინ ეძიებს, რომ ისეთი რაიმე მსუბუქი და ადვილი საქმე გამოირჩიოს, რომელიც მისგან დიდს შრომას არ მოითხოვს. ესრეთი არის ჩვენი ბუნების თვისება. გარნა, როდესაც ჩვენ ყოვლის მხრით და კარგად გავშინჯავთ ჩვენსა მდგ...
ღმერთმან კაცს ერთის მხრით მისცა ღონე, ანუ ხერხი, რომლითაც მას შეუძლიან მუშაობა, მეორეს მხრით წინვე დაუდვა მრავალი მასალა; დანარჩენი დამოკიდებულია მის მუშაობაზედ და შრომაზედ. ყოველნი თვისი ბუნების საჭიროებანი, სახმარნი მოთხოვნილება...
იხილეთ სრულად
ღმერთმან კაცს ერთის მხრით მისცა ღონე, ანუ ხერხი, რომლითაც მას შეუძლიან მუშაობა, მეორეს მხრით წინვე დაუდვა მრავალი მასალა; დანარჩენი დამოკიდებულია მის მუშაობაზედ და შრომაზედ. ყოველნი თვისი ბუნების საჭიროებანი, სახმარნი მოთხოვნილებანი კაცმან უნდა დააკმაყოფილოს თვისი შრომითა და მუშაობითა.
ზოგიერთნი პირნი თავის გულში ამ სახით იმართლებენ თავს: „დიახ, მზად ვარ, რომ ვიმუშაკოთ და ვიშრომოთ, მაგრამ რა ვქნათ, რომ საქმე ვერ გვიშოვნია, შესაფერი სამუშაო მასალა არა გვაქვს“. ვგონებ, რომ ეს მიზეზი არ არის პატივსადები. როგორ შეიძ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთნი პირნი თავის გულში ამ სახით იმართლებენ თავს: „დიახ, მზად ვარ, რომ ვიმუშაკოთ და ვიშრომოთ, მაგრამ რა ვქნათ, რომ საქმე ვერ გვიშოვნია, შესაფერი სამუშაო მასალა არა გვაქვს“. ვგონებ, რომ ეს მიზეზი არ არის პატივსადები. როგორ შეიძლება კაცმა საქმე ვერ იშოვნოს, თუ კი მართლა შრომა და მუშაობა არ ეზარება. ეს დაბრკოლება შეემთხვევა ისრეთთა პირთა, რომელნი არიან თავის მოყვარენი, დიდ–დიდ საქმეებს ეძიებენ და მცირეს საქმეს კი არ კადრულობენ. იგინი არ ჰფიქრობე...
თუ გვსურს მივიღოთ მადლი ღვთისა, გავაქარვოთ რისხვა ღვთისა და კაცთა. თუ დაგჩაგრა ვინმემ გულფიცხელობით, თუ გაგინა ვინმემ, მწარე სიტყვა გითხრა, გული გაიმაგრე, ანუ, რომელიც უმჯობესი იქნება და სათნო ღვთისა, უპასუხე: „მართალია, მაგრამ თ...
იხილეთ სრულად
თუ გვსურს მივიღოთ მადლი ღვთისა, გავაქარვოთ რისხვა ღვთისა და კაცთა. თუ დაგჩაგრა ვინმემ გულფიცხელობით, თუ გაგინა ვინმემ, მწარე სიტყვა გითხრა, გული გაიმაგრე, ანუ, რომელიც უმჯობესი იქნება და სათნო ღვთისა, უპასუხე: „მართალია, მაგრამ თუ ისეთი ვარ, როგორც შენ ამბობ, მომიტევე“. ათასში ერთხელ არ მოხდება, თითქმის არ შეიძლება, რომ შენს დამჩაგვრელს, მაგინებელს არ შერცხვეს, არ შეიკდიმოს და არ მოინანოს. შენ იფიქრებ: „როგორ შეიძლება ასე მოქცევა! თუ ასე მოვიქცე...
აწინდელთა ქრისტიანეთა ათასში ერთს არ ახსოვს, რომ დაჩაგვრას, გინებას მოთმინებით უნდა მიიღებდეს და მით უნდა მიიზიდავდეს მადლსა ღვთისასა. არა თუ არ მოითმენს მწარე სიტყვას, გინებას, არამედ ერთი სიტყვისათვის მზად არის მოჰკლას კაცი, სატ...
იხილეთ სრულად
აწინდელთა ქრისტიანეთა ათასში ერთს არ ახსოვს, რომ დაჩაგვრას, გინებას მოთმინებით უნდა მიიღებდეს და მით უნდა მიიზიდავდეს მადლსა ღვთისასა. არა თუ არ მოითმენს მწარე სიტყვას, გინებას, არამედ ერთი სიტყვისათვის მზად არის მოჰკლას კაცი, სატევარს მოჰკიდებს ხელს, თუარადა გადაემტერება მთელ სიცოცხლეში დამჩაგრელად. ახლანდელ ქრისტიანეთ სირცხვილად მიაჩნიათ დათმობა დაჩაგვრისა: „რას იფიქრებს ქვეყანაო ჩემზედ, ქალაჩუნა არისო“. მაშინ, როდესაც კაცი, მომთმენი დაჩაგვრისა...
შენი ლოცვა უნდა იყოს მტკიცე და შეურყეველი. ნუ შეგეშინდება, ეჭვი ნუ მოგივა, თუ დიდხანს არ ისმინოს ღმერთმან ლოცვა შენი, არამედ ევედრე ღმერთსა უმეტესითა მორჩილებითა, სიმდაბლითა, ვითარცა ქანანელი დედაკაცი (შდრ. მათე 15.22–28). ნაცვლად...
იხილეთ სრულად
შენი ლოცვა უნდა იყოს მტკიცე და შეურყეველი. ნუ შეგეშინდება, ეჭვი ნუ მოგივა, თუ დიდხანს არ ისმინოს ღმერთმან ლოცვა შენი, არამედ ევედრე ღმერთსა უმეტესითა მორჩილებითა, სიმდაბლითა, ვითარცა ქანანელი დედაკაცი (შდრ. მათე 15.22–28). ნაცვლად შენი ვედრების აღსრულებისა, კიდეც რომ მისი წინააღმდეგი დაგემართოს, რაიმე შეურაცხყოფა, ანუ მწუხარება მოგაყენოს ღმერთმან, მაინც ნუ დაჰღონდები, არამედ უმეტესი სიმშვიდე და მორჩილება გამოაჩინე ლოცვასა შინა შენსა, ვითარცა ჰყო ...
link
კაცის ხასიათზე და მოქმედებაზე არ უნდა იფიქრო და მიიღო გადაწყვეტილი აზრი, მისი გარეგანისა მოქცევისა და ლაპარაკისაგან, არამედ იმას უფრო უნდა უყურო, რა განზრახვა აქვს კაცს, რა მიზანი ანუ საგანი ამოქმედებს და ალაპარაკებს.
ძველი სჯული იყო აჩრდილი, ანუ წინამოსწავება ახლისა აღთქმისა, იესო ქრისტეს ქვეყანაზე მოსვლისა და მისგან მიცემულისა მაცხოვარებისა. იგი იყო მიცემული დროებით, მოსამზადებლად ახლისა აღთქმისადმი, და როდესაც იესო ქრისტე მოვიდა, იგი, ძველი ...
იხილეთ სრულად
ძველი სჯული იყო აჩრდილი, ანუ წინამოსწავება ახლისა აღთქმისა, იესო ქრისტეს ქვეყანაზე მოსვლისა და მისგან მიცემულისა მაცხოვარებისა. იგი იყო მიცემული დროებით, მოსამზადებლად ახლისა აღთქმისადმი, და როდესაც იესო ქრისტე მოვიდა, იგი, ძველი სჯული გაუქმდა, მან დაკარგა თვისი ძალა. ძველი სჯულის წესებს მხოლოდ მით ჰქონდათ მადლი და ძალი განმართლებისა, რომ ისინი მოასწავებდნენ, უჩვენებდნენ ქრისტე იესოს ჯვარცმასა და მისი საღმრთო სისხლით ჩვენსა განმართლებასა. თუ ძველ...
განმართლება არის ის, როდესაც კაცს არ დაეთვლება, ანუ არ შეერაცხება თვისი ცოდვა, ვითარცა თანაშობილი, ანუ გადმოსული მას ზედა ადამისაგან, აგრეთვე საკუთრად მისგან აღსრულებული. მაშასადამე, როდესაც ის შეიქმნა უბრალო ღვთის წინაშე, და არღა...
იხილეთ სრულად
განმართლება არის ის, როდესაც კაცს არ დაეთვლება, ანუ არ შეერაცხება თვისი ცოდვა, ვითარცა თანაშობილი, ანუ გადმოსული მას ზედა ადამისაგან, აგრეთვე საკუთრად მისგან აღსრულებული. მაშასადამე, როდესაც ის შეიქმნა უბრალო ღვთის წინაშე, და არღა ქვემდებარე არცა ერთისა პასუხისგებისა. ერთი სიტვით, როდესაც სცხონდება.
რით განმართლდება კაცი ღვთის წინაშე? მარტო ღმერთი და მისი მადლი გაამართლებს კაცსა, თუ კაცმაც უნდა ჰქმნას რაიმე თვისდა გასამართლებელად?
არიან ისეთი ქრისტიანენი, მაგალითებრ, პროტესტანტები, რომელნი ამტკიცებენ, რომ კაცს თავის მხრით არ...
იხილეთ სრულად
რით განმართლდება კაცი ღვთის წინაშე? მარტო ღმერთი და მისი მადლი გაამართლებს კაცსა, თუ კაცმაც უნდა ჰქმნას რაიმე თვისდა გასამართლებელად?
არიან ისეთი ქრისტიანენი, მაგალითებრ, პროტესტანტები, რომელნი ამტკიცებენ, რომ კაცს თავის მხრით არცკი შეუძლია კეთილი საქმე ჰქმნას თვისდა განსამართლებელად, და რომ კაცს გაამართლებს ერთი მხოლოდ იესო ქრისტეს სარწმუნოება. სხვანი ქრისტიანენი, მაგალითებრ, რომის (კათოლიკეები) ამცირებენ სარწმუნოებასა განსამართლებელად ჩვენდა დ...