ღვაწლის უტყუარი ნიშანი და წარმატების პირობა მტკივნეული შრომაა. უმტკივნეულოდ მავალი ვერ მოიწევს ნაყოფს. მკივნეული გულით და სხეულისმიერი შრომით, სიცხადეში მოიყვანება სულიწმიდის ნიჭი, რომელიც თითოეულ მორწმუნეს წმ. ნათლისღების დროს ეძ...
იხილეთ სრულად
ღვაწლის უტყუარი ნიშანი და წარმატების პირობა მტკივნეული შრომაა. უმტკივნეულოდ მავალი ვერ მოიწევს ნაყოფს. მკივნეული გულით და სხეულისმიერი შრომით, სიცხადეში მოიყვანება სულიწმიდის ნიჭი, რომელიც თითოეულ მორწმუნეს წმ. ნათლისღების დროს ეძლევა და შემდეგში მეცნიერების მიმართ ჩვენი უდიერი დამოკიდებულების გამო ვნებებში იმარხება, ხოლო ღმერთის ენით აღუწერელი წყალობის მეშვეობით, კვლავ აღდგება სინანულში. მაშ, ნუ შეუშინდები შრომას მისი მტკივნეულობის გამო, რომ მსჯ...
თუ არ იშრომებ და ოფლს არ დაღვრი, რათა ამ გზით აღიბეჭდოს შენს გულსა და გონებაში ღვთის შიში, ამაოა შენი მდუმარება, ამაოა შენი გალობა, ამაოა მარხვა და ამაოა მღვიძარება. ეს არის ღვთივსათნო მდგომარეობის თავი და ბოლო. ეს ყოვლისმომცველი ...
იხილეთ სრულად
თუ არ იშრომებ და ოფლს არ დაღვრი, რათა ამ გზით აღიბეჭდოს შენს გულსა და გონებაში ღვთის შიში, ამაოა შენი მდუმარება, ამაოა შენი გალობა, ამაოა მარხვა და ამაოა მღვიძარება. ეს არის ღვთივსათნო მდგომარეობის თავი და ბოლო. ეს ყოვლისმომცველი სახელი მდუმარების სულია. მის ხსოვნაშია სიხარული და მხიარულება, ცოდვების დატევება და სათნოებათა სიმდიდრე. ეს ყოვლადდიდებული სახელი ცოტამ თუ მოიღვაწა, ისიც ძნელად და მხოლოდ მდუმარებასა და განრიდებაში. სხვაგვარად ეს ადამიან...
საწუთრო, ყვავილია, მწუხრის ჟამს რომ ჭკნება, და ნუ გაცდუნებს; სიზმარია დავიწყებადი და ნუ გწამს მისი; აჩრდილია განქარვებადი და ნუ შეხედავ მაქ; ლერწამია დაჩეჩქვილი და ნუ მიეყრდნობი მას, ხელი რომ არ გაგიხვრიტოს. სიცრუის ვრცელი ზღვაა წ...
იხილეთ სრულად
საწუთრო, ყვავილია, მწუხრის ჟამს რომ ჭკნება, და ნუ გაცდუნებს; სიზმარია დავიწყებადი და ნუ გწამს მისი; აჩრდილია განქარვებადი და ნუ შეხედავ მაქ; ლერწამია დაჩეჩქვილი და ნუ მიეყრდნობი მას, ხელი რომ არ გაგიხვრიტოს. სიცრუის ვრცელი ზღვაა წუთისოფელი; ნუ შეხვალ მასში, რათა მისმა ღელვამ არ დაგნთქას; და მსწრაფლწარმავალია, როგორც წერია. სიმდიდრე განქარდება, ხელმწიფობა დაიხსნება და დიდება დაეცემა. წუთისოფლის სიამენი საუკუნო სიკეთით შეიცვლება; ბოროტება არ დაისად...
მაშასადამე, ამიერიდან აღარ უნდა გვიყვარდეს განქარვებადი, არამედ განვიშოროთ იგი, როგორც ურგები და გამოუსადეგარი რამ. მოდით, ამიერიდან სინანულს შევუდგეთ. როდის დადგება ეს დრო? ვშიშობ, ვაითუ არც დადგეს. მთელი ჩვენი ცხოვრების დრო ამაო...
იხილეთ სრულად
მაშასადამე, ამიერიდან აღარ უნდა გვიყვარდეს განქარვებადი, არამედ განვიშოროთ იგი, როგორც ურგები და გამოუსადეგარი რამ. მოდით, ამიერიდან სინანულს შევუდგეთ. როდის დადგება ეს დრო? ვშიშობ, ვაითუ არც დადგეს. მთელი ჩვენი ცხოვრების დრო ამაოების მსახურებაში მოვკალით და ვაითუ მცირეღა დარჩენილა ჩვენი დღეების სათვალავი. ეკრძალე, რათა ბოროტად არ გაასრულო დარჩენილი ჟამიც - ისევე, როგორც წარსული დრო - და ღმერთს ემსახურე გულმოდგინედ, რომელიც კურთხეულია აწ და მარად...
იესოს ლოცვაში მხატვრული დასაქმება... ყურადღებით გულში მისი აღსრულება ან სვლა ღვთის ხსოვნით მარტივია, ჩვენი შრომის არსია და მას თავისთავად თავისი ბუნებრივი არამადლისმიერი ნაყოფები აქვს. ეს ნაყოფებია: აზრების მოკრება, მოკრძალება და ...
იხილეთ სრულად
იესოს ლოცვაში მხატვრული დასაქმება... ყურადღებით გულში მისი აღსრულება ან სვლა ღვთის ხსოვნით მარტივია, ჩვენი შრომის არსია და მას თავისთავად თავისი ბუნებრივი არამადლისმიერი ნაყოფები აქვს. ეს ნაყოფებია: აზრების მოკრება, მოკრძალება და ღვთის შიში; სიკვდილის ხსოვნა, გულისთქმების მოკვდინება და გულის შესამჩნევი სითბო. ეს ყველაფერი შინაგანი ლოცვის ბუნებრივი ნაყოფებია. ეს ყველაფერი კარგად უნდა დავიმახსოვროთ, თავი რომ არ მოვიწონოთ და სხვათა წინაშე არ დავიწყო...
უდიდესი აუცილებლობაა, შევაკავოთ და ჯეროვნად ვმართოთ ენა. ენის მამოძრავებელი არის გული. რითიც გულია აღსავსე, ენიდანაც იგივე მოედინება, და პირიქით - ენით გამოთქმული მტკიცდება და ფესვს იდგამს გულში. ამიტომ ენას არცთუ უმნიშვნელო ადგილ...
იხილეთ სრულად
უდიდესი აუცილებლობაა, შევაკავოთ და ჯეროვნად ვმართოთ ენა. ენის მამოძრავებელი არის გული. რითიც გულია აღსავსე, ენიდანაც იგივე მოედინება, და პირიქით - ენით გამოთქმული მტკიცდება და ფესვს იდგამს გულში. ამიტომ ენას არცთუ უმნიშვნელო ადგილი აქვს ჩვენი ზნის ჩამოყალიბებაში.
ლოცვა გონიერი წარდგომაა ღვთის წინაშე, მეტყველი გულით, მადლიერებით, ვედრებითა და შემმუსვრელი სინანულით. ეს ყველაფერი სულიერია. ყველაფრის საფუძველი ღვთისადმი კეთილკრძალული შიშია, მისგანაა ღვთის რწმენა, თავის უარყოფა, სასოება. ლოცვით...
იხილეთ სრულად
ლოცვა გონიერი წარდგომაა ღვთის წინაშე, მეტყველი გულით, მადლიერებით, ვედრებითა და შემმუსვრელი სინანულით. ეს ყველაფერი სულიერია. ყველაფრის საფუძველი ღვთისადმი კეთილკრძალული შიშია, მისგანაა ღვთის რწმენა, თავის უარყოფა, სასოება. ლოცვითი ჩვევების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია შრომა. ყველაზე მეტად ამ საქმეში იესოს ლოცვა და მისი თანმდევი სითბო გვეხმარება.