თუ ღვთის ტაძარში მოდიხარ, უპირველესად აანთე სანთელი საკუთარ გულში (ლუკ. 12, 35), დაუნთე ხილულად მეორე, თუ შეძლებ (2 კორ. 9, 7) ღმერთს, ანდა - მის წმიდანს და გულმოდგინედ ილოცე, ვიდრე სანთლები იწვიან.
შეგიძლია, წყალი დალიო საკუთარ სახლში; არ არის საჭირო, რომ დროდადრო მოდიოდე მის დასალევად წყაროსთან ან მდინარესთან; ამის მსგავსად, შეგიძლია, შენს სახლში, შენი გულის პატარა ტაძარში იგემო ლოცვა მადლის წყაროსაგან; მაგრამ საჭიროა, რომ ...
იხილეთ სრულად
შეგიძლია, წყალი დალიო საკუთარ სახლში; არ არის საჭირო, რომ დროდადრო მოდიოდე მის დასალევად წყაროსთან ან მდინარესთან; ამის მსგავსად, შეგიძლია, შენს სახლში, შენი გულის პატარა ტაძარში იგემო ლოცვა მადლის წყაროსაგან; მაგრამ საჭიროა, რომ დროდადრო მოდიოდე, რათა იგემო მადლის წყარო ღვთის ტაძარში, სადაც იგი განსაკუთრებით ცოცხალი და მაცოცხლებელია, როგორც წყაროს წყალში და უხვი - როგორც მდინარეში.
ყოფით ურთიერთობებშიც თუ ცნობილი პირი გარკვეული დროით საკმარისი მიზეზების გარეშე არ მიდის წარჩინებულ სახლში, ამას ისე იგებენ, რომ ამ პირისთვის ძვირფასი არ არის ეს სახლი და მასთან ურთიერთობას წყვეტს. განა იგივე არ ხდება, როდესაც ქრი...
იხილეთ სრულად
ყოფით ურთიერთობებშიც თუ ცნობილი პირი გარკვეული დროით საკმარისი მიზეზების გარეშე არ მიდის წარჩინებულ სახლში, ამას ისე იგებენ, რომ ამ პირისთვის ძვირფასი არ არის ეს სახლი და მასთან ურთიერთობას წყვეტს. განა იგივე არ ხდება, როდესაც ქრისტიანი სადღესასწაულო დღეებში, რომელიც ეკლესიამ ტაძარში მისასვლელად და საყოველთაო ლოცვისათვის დაადგინა, ან იშვიათად ესწრება, ან საერთოდ არ დადის ღვთის ტაძარში და არ სურს საყოველთაო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა? განა არ არ...