სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
უფალს ის კი არ უნდა ვთხოვოთ, რაც ჩვენ გვინდა, არამედ ის, რაც მას სურს; ეს ყველაზე უტყუარი საშუალებაა იმისათვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მივიღოთ.
ნუ ილოცებ, რომ მოგენიჭოს, რაც შენთვის კარგი გგონია; არამედ ის - რაც ღვთისთვის სათნოა, რამეთუ მან შენზე უკეთ უწყის, რა არის შენთვის სასარგებლო.
ლოცვის დროს ყველაზე უკეთესი და უსაფრთხოა, საკუთარი თავი სრულად მივანდოთ უფალს, ანუ ვთხოვოთ მას ის, რაც თვით მისთვის სათნოა ჩვენთვის საბოძებლად - ჩვენი სხეულის, სულისა და სამშვინველის გამო.
ზეციური მამა იმდენად გულუხვია მაშინ, როდესაც გვიბოძებს პურს, რამდენადაც მოწყალეა მაშინ, როდესაც არ აძლევს გახურებულ ნახშირს უგუნურ ბავშვს.
"ითხოვთ და ვერ მიიღებთ, - ბრძანებს წმიდა მოციქული, - რამეთუ ბოროტად ითხოვთ". (იაკ. 4, 3). რამეთუ ითხოვთ ბოროტს, საკუთარი თავისთვის დამღუპველს. და ჩვენთვის მადლია, თუ უფალი არ აღასრულებს ჩვენს ასეთ ლოცვებს. თავისი მადლითა და ჩვენს ... იხილეთ სრულად
ნუ შესთხოვ უფალს ამაოსა და მცირედმნიშვნელოვანს, მითუმეტეს იმას, რაც ჩვენი სულისათვის, შესაძლოა, დამღუპველი იყოს, მაგალითად, სიმდიდრეს, პატივს და სხვა მის მსგავსს. ასეთი ლოცვა არა მხოლოდ უნაყოფოა ჩვენთვის, არამედ ცოდვადაც შეიძლება ... იხილეთ სრულად
თუ უფლისაგან ითხოვთ ისეთ რამეს, რაც მისი ნებისათვის სათნოა, მაშინ იგი გიბოძებთ იმასაც, რაც თქვენ გსურთ.
იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა ამაოდ არ დარჩეს, ანუ იმისათვის, რომ ისინი უფალმა შეისმინოს და აღასრულოს, საჭიროა, სათნო ვეყოთ ღმერთს. ღვთის მცნებების მორჩილი და სათნო ცხოვრების მქონე არა მხოლოდ აღასრულებს ლოცვებს - საჭირო ყურადღებითა დ... იხილეთ სრულად