ჩვენი ლოცვა უმეტეს შემთხვევაში არ შეისმინება, ანდა, როგორც იტყვიან, ღმერთამდე არ აღწევს, რადგან ის თვით ჩვენამდეც არ აღწევს - ჩვენი სულიდან და გულიდან არ ამოდის.
ამაო და უნაყოფოა ლოცვა, ვედრება და თხოვნა, როდესაც იგი აღესრულება არა შიშითა და თრთოლით, არა სიფხიზლით. თუ მეფის - ადამიანის წინაშე წარდგომისას, სათხოვარს ყველა შიშითა და თრთოლით, მთელი ყურადღებით გადმოსცემს, განა ღვთის, ყოველთა მ...
იხილეთ სრულად
ამაო და უნაყოფოა ლოცვა, ვედრება და თხოვნა, როდესაც იგი აღესრულება არა შიშითა და თრთოლით, არა სიფხიზლით. თუ მეფის - ადამიანის წინაშე წარდგომისას, სათხოვარს ყველა შიშითა და თრთოლით, მთელი ყურადღებით გადმოსცემს, განა ღვთის, ყოველთა მეუფისა და ქრისტეს, მეუფეთა მეუფისა და ხელმწიფეთა ხელმწიფის წინაშე ასევე არ უნდა აღავლინო ლოცვა და ვედრება?
იმისათვის, რომ სიმშრალისაგან დასუსტებული ბაგირები ასპარეზობის მსვლელობისათვის დაიჭიმოს, მათ წყლით ატენიანებენ; შენც დაატენიანე მხურვალებისაგან დასუსტებული ვნებები, შენი გამომშრალი სული კი - ცრემლიანი ლოცვით და შენი გონებაც განმტკი...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ სიმშრალისაგან დასუსტებული ბაგირები ასპარეზობის მსვლელობისათვის დაიჭიმოს, მათ წყლით ატენიანებენ; შენც დაატენიანე მხურვალებისაგან დასუსტებული ვნებები, შენი გამომშრალი სული კი - ცრემლიანი ლოცვით და შენი გონებაც განმტკიცდება, რათა დაგიფაროს მან აზრობრივი და ვნებების ქარებისაგან.