წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
ძალიან ხშირად ჩვენი მტრები კარგ სამსახურს გვიწევენ: მათ გაკიცხვას სიკეთე მოაქვს, მათი მხილება მაცხოვნებელია, თუკი ისინი ხორციელად გვნებენ, გვეხმარებიან, რომ ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და სული მოვიძიოთ.
ადამიანი მტერს წყევლა-კრულვას უგზავნის, უფრო ხშირად კი საკუთარი ცოდვის წყალობით მოყვარეს მტრად აქცევს.
შენდობა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც შურისგების ძალა შესწევს. ძლიერი ადამიანი ბოროტებას შურისგებით პასუხობს, უძლური კი - სიძულვილით. თუ შეგიძლია დარტყმაზე დარტყმით უპასუხო, მაგრამ თავს იკავებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუნდე. შენდობა... იხილეთ სრულად
შენი გული სარწმუნოებით განწმინდე, სასოებით განამტკიცე, სიყვარულით გაათბე, ლოცვით სუნნელყავ, ცრემლით განბანე, ქრისტეს სისხლით გააჯერე, და როგორც ანთებული ლამპარი ზეცისკენ აღმართე.
ადამიანის გულში შესაძლოა ანგელოზებრივმა სიწმინდემ და ჯოჯოხეთურმა უწმინდურებამაც დაისადგუროს. ადამიანური გულის ბარომეტრი თავის ციფერბლატს ქვესკნელის ფსკერიდან ზეციურ უსასრულობამდე განავრცობს.
ნუ დაუშვებ, რომ შენი გული უწმინდურმა გრძნობებმა შებღალოს, ამით იგი სიწმინდეს დაკარგავს და ცხოვრების გზაც გამრუდდება.
საკმარისია ადამიანმა გული გადაისხვაფეროს, რომ მისი ხვედრი უმალვე იცვლება. ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ ადამიანის ბედუკუღმართობაზე და მის მიზეზებს კი იშვიათად გამოვიძიებთ. ამ დროს მთავარი მიზეზი გულია. სწორედ ეს გულია, მუდმივად რომ ბორგავ... იხილეთ სრულად
ყოველგვარი გარეგნული უთანხმოება, განხეთქილება და ომები შინაგანიდან მოდის - ადამიანის სულიერი გაორებისაგან, ღმერთსა და საკუთარ თავთან მისი შინაგანი უთანხმოების გამო, რადგან იგი ღმერთს და საკუთარ თავს შინაგანად უპირისპირდება.