წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
სიზარმაცე მომაკვდინებელი ცოდვაა, რამეთუ იგი სულს მოაკვდინებს. ზარმაცი სხეული მანკიერების ბუდეა, ზარმაცი სული კი დემონთა სამყოფელი.
არ არსებობს უფლის არცერთი მცნება, ადამიანს რომ არ დაერღვიოს, ან დრტვინვის გარეშე აღესრულებინოს.
დაშინების მეთოდით მართვა, ამა თუ იმ ქვეყნის უნიჭო ბელადთა უკანასკნელი და უიმედო მცდელობაა. დაშინებას უგუნური პირუტყვები მიმართავენ მაშინ, როცა შიშით არიან შეპყრობილნი. ტერორისა და დაბეზღების სისტემა ურჩხულს ემსგავსება, რომლის ბატო... იხილეთ სრულად
ჩვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა ჩვენზე იმდენად არ არის დამოკიდებული, რამდენადაც იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.
არცერთი საზოგადოებრივი კეთილდღეობა სტაბილურობის ნიშანწყალს არ შეიცავს, თუ იგი ურწმუნოებასა და ძალადობაზეა დაფუძნებული.
ღმერთი კი არ განეშორება ადამიანს, პირიქით, ცოდვილი ადამიანი გაურბის მას, ვიდრე ღმერთი მის თვალთახედვას არ მიეფარება.
რა მალე ივიწყებს ადამიანი თავის უკეთურ საქმეებს, და როგორ არ ჩქარობს დაივიწყოს სხვათა ცდომილება. ნუთუ გახარებს ის, როს გამოც ანგელოზები ტირიან?
ადამიანმა საკმარისია ცოდვის ჭაობს თავი დააღწიოს, რომ ისევ უკან ბრუნდება და უმალ მასში ეფლობა. როგორც კი ვერცხლისმოყვარეობას თავს დააღწევს, იქვე დიდებისმოყვარეობა შეიპყრობს. თუ ღატაკისთვის მოწყალება გაიღო, ამპარტავნება უმალ სხვა ცო... იხილეთ სრულად