რა საშინელება, რა სასოწარკვეთილება ელის რჯულისგარდამავალს, რომელიც ჯიუტობს და ცოდვისადმი თავის მიდრეკილების დაძლევა არ სურს, როდესაც საღმრთო ხმა მას აუწყებს, რომ სულ მალე მართალი მსაჯულის წინაშე წარსდგება, რომელიც მას საქმეთა მიხე...
იხილეთ სრულად
რა საშინელება, რა სასოწარკვეთილება ელის რჯულისგარდამავალს, რომელიც ჯიუტობს და ცოდვისადმი თავის მიდრეკილების დაძლევა არ სურს, როდესაც საღმრთო ხმა მას აუწყებს, რომ სულ მალე მართალი მსაჯულის წინაშე წარსდგება, რომელიც მას საქმეთა მიხედვით მიაგებს.
გარდაქცევის ანუ გარდაქმნის სასწაული, რომელიც პურისა და ღვინოს ღმერთკაცის ყოვლადწმიდა ხორცად და სისხლად გადაქცევით აღესრულება ზიარების საიდუმლოში, მიუწვდომელად (ე.ი. წარმოუდგენლად) არ უნდა მოგვეჩვენოს, მაშინ, როდესაც ვხედავთ - ჩვენ...
იხილეთ სრულად
გარდაქცევის ანუ გარდაქმნის სასწაული, რომელიც პურისა და ღვინოს ღმერთკაცის ყოვლადწმიდა ხორცად და სისხლად გადაქცევით აღესრულება ზიარების საიდუმლოში, მიუწვდომელად (ე.ი. წარმოუდგენლად) არ უნდა მოგვეჩვენოს, მაშინ, როდესაც ვხედავთ - ჩვენს საკუთარ სხეულში ჩვეულებრივ როგორ გადაიქცევა პური ხორცად და ღვინო - სისხლად.
ღმერთს რომ მთელი თავისი კაცთმოყვარებით ადამიანისთვის მიეცა ნება, რომ მას ეთხოვა ღვთისგან ყოველივე, რასაც მოინდომებდა და რის წარმოდგენასაც კი შესძლებდა, განა თუნდაც ასეთ ვითარებაში გაბედავდა ადამიანი, ეფიქრა იმაზე, რასაც მას ამჟამა...
იხილეთ სრულად
ღმერთს რომ მთელი თავისი კაცთმოყვარებით ადამიანისთვის მიეცა ნება, რომ მას ეთხოვა ღვთისგან ყოველივე, რასაც მოინდომებდა და რის წარმოდგენასაც კი შესძლებდა, განა თუნდაც ასეთ ვითარებაში გაბედავდა ადამიანი, ეფიქრა იმაზე, რასაც მას ამჟამად ზიარების საიდუმლოთი სთავაზობენ?!
მღვდელმოქმედებას, რომელზედაც ზიარების წმიდა საიდუმლო აღესრულება, ევქარისტია (სამადლობელი) ეწოდება განსაკუთრებულად იმიტომ, რომ ამ დროს უმეტესად მადლობის გრძნობით ვართ აღსავსენი, ვიდრე - ვედრების; რადგანაც აქ ჩვენ იმაზე მეტს ვიღებთ,...
იხილეთ სრულად
მღვდელმოქმედებას, რომელზედაც ზიარების წმიდა საიდუმლო აღესრულება, ევქარისტია (სამადლობელი) ეწოდება განსაკუთრებულად იმიტომ, რომ ამ დროს უმეტესად მადლობის გრძნობით ვართ აღსავსენი, ვიდრე - ვედრების; რადგანაც აქ ჩვენ იმაზე მეტს ვიღებთ, ვიდრე ვითხოვდით, და არც რჩება რაიმე, რასაც ზიარების საშუალებით არ გვაძლევს ღმერთი
ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის რაოდენ მიუწვდომელი სასწაული გაიხსნება ჩვენთვის ზიარების საიდუმლოს საშუალებით! – "ღმერთი, მთელი თავისი ყოვლისშემძლეობით, ვერ შეძლებდა მოეცა ჩვენთვის რაიმე, უფრო აღმატებული; მთელი თავისი სიბრძნითაც კი ვერ...
იხილეთ სრულად
ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის რაოდენ მიუწვდომელი სასწაული გაიხსნება ჩვენთვის ზიარების საიდუმლოს საშუალებით! – "ღმერთი, მთელი თავისი ყოვლისშემძლეობით, ვერ შეძლებდა მოეცა ჩვენთვის რაიმე, უფრო აღმატებული; მთელი თავისი სიბრძნითაც კი ვერ იპოვიდა რაიმეს უკეთესს და მთელი თავისი სიმდიდრის მიუხედავად, ვერც ექნებოდა რაიმე - ამაზე აღმატებული - ჩვენთვის მოსაძღვნელად" - ამბობდა ნეტარი ავგუსტინე.
ზიარების საიდუმლო, თუ მას მთელი სისრულით გავიაზრებთ, მარადიულობას მოიცავს: იმიტომ, რომ ეს წმიდა საიდუმლო ღვთის ყოვლადძლიერების, სიბრძნისა და ჩვენდამი სიყვარულის მწვერვალს წარმოადგენს.