ისევე როგორც საეჭვოა იმ მოცურავეების გადარჩენა, რომლებიც უკვე მორევის ყელში არიან მოქცეულნი, ასევე საეჭვოა ჩვენი ხსნა მაშინ, როცა სიკვდილის კლანჭებში მოვექცევით.
თუ ჩვენ სიკვდილისათვის მზად ვიქნებით, მაგრამ სიკვდილი არ მოვა, არაფერს დავკარგავთ, მაგრამ თუ მოუმზადებლებს მოგვისწრო მან, მაშინ ეს თავისთავად ტკბილი და მშვიდობიანი დაბადება ზეცისთვის გადაიქცევა სულისა და სხეულის მძიმე და მტკივნეულ...
იხილეთ სრულად
თუ ჩვენ სიკვდილისათვის მზად ვიქნებით, მაგრამ სიკვდილი არ მოვა, არაფერს დავკარგავთ, მაგრამ თუ მოუმზადებლებს მოგვისწრო მან, მაშინ ეს თავისთავად ტკბილი და მშვიდობიანი დაბადება ზეცისთვის გადაიქცევა სულისა და სხეულის მძიმე და მტკივნეულ გაყრად. რა ემართებათ იმ დაუდევარ მეომრებს, რომლებიც ომის დროს, ბრძოლის ველზე გართობას, ლოთობას და ღრმა ძილს მიეცემიან? უეცრად საშინელი ყვირილით დაესხმით თავს მტერი და უიარაღოები, შიშისაგან არეულები სრულიად იბნევიან, აღა...
რისკენაც წარემართება დილით გონება, იმითაა დაკავებული მთელი დღე, როგორც წისქვილის ქვა, რომელიც მთელი დღის მანძილზე ატრიალებს იმას, რასაც მასში დილიდან ყრიან, იქნება ეს ხორბალი თუ - ღვარძლი. შევეცადოთ დილიდანვე ჩავყაროთ ხორბალი, რათ...
იხილეთ სრულად
რისკენაც წარემართება დილით გონება, იმითაა დაკავებული მთელი დღე, როგორც წისქვილის ქვა, რომელიც მთელი დღის მანძილზე ატრიალებს იმას, რასაც მასში დილიდან ყრიან, იქნება ეს ხორბალი თუ - ღვარძლი. შევეცადოთ დილიდანვე ჩავყაროთ ხორბალი, რათა მტერმა არ ჩაყაროს ღვარძლი.