"ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად" (მთ. 6, 24), ვინაიდან ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო რამეს ქადაგებენ. ქრისტე გვეუბნება: დაინდე ღატაკი, მამონა კი ჩაგვაგონებს: წაართვი მას რაც გააჩნია; ქრისტე გვეუბნება: დახარჯე შენი ქონება (ღარ...
იხილეთ სრულად
"ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად" (მთ. 6, 24), ვინაიდან ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო რამეს ქადაგებენ. ქრისტე გვეუბნება: დაინდე ღატაკი, მამონა კი ჩაგვაგონებს: წაართვი მას რაც გააჩნია; ქრისტე გვეუბნება: დახარჯე შენი ქონება (ღარიბებზე), მამონა კი ჩაგვაგონებს: ისიც წაართვის, რაც აქვს.
რატომ განვიკითხავთ სხვებს? იმის გამო, რომ არ ვცდილობთ საკუთარი თავის შეცნობას. ვინც დაკავებულია საკუთარი თავის შეცნობით, მას არ სცალია სხვების საყურებლად. განიკითხე თავი და ბოლოს მოუღებ სხვათა განკითხვას... ყველა ადამიანი შენზე უმ...
იხილეთ სრულად
რატომ განვიკითხავთ სხვებს? იმის გამო, რომ არ ვცდილობთ საკუთარი თავის შეცნობას. ვინც დაკავებულია საკუთარი თავის შეცნობით, მას არ სცალია სხვების საყურებლად. განიკითხე თავი და ბოლოს მოუღებ სხვათა განკითხვას... ყველა ადამიანი შენზე უმჯობესად მიიჩნიე. ვისაც ეს აზრი არ გააჩნია, სასწაულიც რომ მოიმოქმედოს, ღმერთთან მას საერთო არაფერი აქვს.
შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს? თუ უყურადღებობის გამო გრძნობთ თავს შეურაცხყოფილდ- ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ყურადღების ღირსად მიგაჩნიათ; აქედან გამომდინარე გულში მაღალი თვითშეფასება გაქვთ და ქედმაღლობთ. კარგია კი ეს? უსაფუძვლო შე...
იხილეთ სრულად
შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს? თუ უყურადღებობის გამო გრძნობთ თავს შეურაცხყოფილდ- ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ყურადღების ღირსად მიგაჩნიათ; აქედან გამომდინარე გულში მაღალი თვითშეფასება გაქვთ და ქედმაღლობთ. კარგია კი ეს? უსაფუძვლო შეურაცხყოფის მოთმენა ჩვენი ვალია, თუ - არა? რა თქმა უნდა. და როგორ შევძლოთ მისი აღსრულება? რაკიღა მცნებად მოგვეცა მოთმინება, ამიტომ აუცილებელია ყოველგვარი უსიამოვნო შემთხვევა უსიტყვოდ დავითმინოთ, დავითმინოთ ის სიხარულით და...