ასკეტიზმი მღვიძარების დამხმარე საშუალებაა. ამის გამო მამებიც, საკუთარი ძალის გათვალისწინებით, ნაწილობრივ ეწეოდნენ ასკეტურ ღვაწლს. მაგრამ ისინი სიფხიზლით შრომას ესწრაფოდნენ, რადგან ლოცვა და სიფხიზლე ყველაზე სრულყოფილად განსწავლიდა ...
იხილეთ სრულად
ასკეტიზმი მღვიძარების დამხმარე საშუალებაა. ამის გამო მამებიც, საკუთარი ძალის გათვალისწინებით, ნაწილობრივ ეწეოდნენ ასკეტურ ღვაწლს. მაგრამ ისინი სიფხიზლით შრომას ესწრაფოდნენ, რადგან ლოცვა და სიფხიზლე ყველაზე სრულყოფილად განსწავლიდა სულიერ საკითხებსა და ჭვრეტაში.
მღვიძარებით შრომას სიფხიზლის მქონე ადამიანი მიჰყავს ჭვრეტამდე, ჭვრეტიდან სიბრძნემდე, სიბრძნიდან კი სიყვარულამდე, რომლისგანაც ღვთაებრივი ტრფიალება წარმოიშობა.
სიფხიზლით შრომამ მღვიძარე მამები საზრუნავისგან გაათავისუფლა, რადგან დაინახეს, რომ მრავალ საქმეზე ზრუნვა სერიოზული დაბრკოლებაა მღვიძარების გზით სვლაში. საზრუნავი გულისსიტყვებს წარმოქმნის, გულისსიტყვების გამო კი გონების ყურადღება სწ...
იხილეთ სრულად
სიფხიზლით შრომამ მღვიძარე მამები საზრუნავისგან გაათავისუფლა, რადგან დაინახეს, რომ მრავალ საქმეზე ზრუნვა სერიოზული დაბრკოლებაა მღვიძარების გზით სვლაში. საზრუნავი გულისსიტყვებს წარმოქმნის, გულისსიტყვების გამო კი გონების ყურადღება სწყდება ლოცვასა და ჭვრეტას.