ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები
ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები
რაოდენ აუტანელი და საძაგელიც არ უნდა იყოს ცოდვა, ჩვეულება ამას ნაკლებმნიშვნელოვნად და არარაობად წარმოაჩენს.
თუკი ცოდვის საქმნელად დაგიმოძღვრავს და გიბიძგია მოყვასისთვის, ნუ იფიქრებ მკვლელი არა ვარო. ამით შენ განხრწნი ცთუნებულ სულს და მოსტაცებ ყოველივე იმას, რაც მარადიულის კუთვნილებაა.
როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლების შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ - ადამიანთა გარყვნას.
როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული.
შევიცნობთ რა ყოვლადწმიდა სამებას იმ ზომით, როგორადაც ეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხელგვეწიფება, ჩვენ მცირედი ეჭვის გარეშე ვაღიარებთ, რომ ყოველ გონიერ, სულიერ და სხეულებრივ ქმნილებას, რაკი ის არსებობს, თავისი არსებობაც და სახეც მიღებულ... იხილეთ სრულად
ღმერთს არასდროს არაფერში ძალადობა არ გამოუყენებია თავისი ქმნილების მიმართ და ყოველთვის შეგონება-დამოძღვრით, დარწმუნებით მოქმედებდა და მოქმედებს. ძველი მონობის აღმოფხვრის შედეგად (როცა უფალმა იესო ქრისტემ გაგვათავისუფლა ეშმაკის, ცო... იხილეთ სრულად
ღმერთის უზენაესი მსჯავრი განსხვავებულია ადამიანთა მსჯავრისაგან. ყოვლადმოწყალე და სიყვარულით ყოვლად აღსავსე უფალი რომ მრისხანების ვნებას ექვემდებარებოდეს, მაშინ მთელი კაცთა მოდგმა დიდი ხნის წინათ იქნებოდა ამომწყდარ-გადაშენებული.
ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეშე ჩვენ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყალთა გარე გამოგდებული თევზი, ანდა როგორც ჩვენი სხეულის ნაღრძობი ადგილი, რომელსაც დაუკარგავს ჩვეული მდგომარეობა.