არ არსებობს სიცოცხლე, ღმერთისაგან რომ არ მომდინარეობდეს, რადგან ღმერთია უზენაესი სიცოცხლე და ყოველგვარი სიცოცხლის წყარო და შეუძლებელია იყოს ისეთი სიცოცხლე, რომელიც თავისთავად, ანუ როგორც სიცოცხლე ბოროტი იქნებოდა. ხოლო ბოროტად სიცო...
იხილეთ სრულად
არ არსებობს სიცოცხლე, ღმერთისაგან რომ არ მომდინარეობდეს, რადგან ღმერთია უზენაესი სიცოცხლე და ყოველგვარი სიცოცხლის წყარო და შეუძლებელია იყოს ისეთი სიცოცხლე, რომელიც თავისთავად, ანუ როგორც სიცოცხლე ბოროტი იქნებოდა. ხოლო ბოროტად სიცოცხლე იმდენად შეიქნება, რამდენადაც იგი თავისი თავისუფალი ნებით ესწრაფვის სიკვდილს, სიკვდილი კი ნებისმიერი სიცოცხლისათვის მხოლოდ უწესრიგობაა, რომელიც ასე იმიტომ იწოდება, რომ თავისი არსი არა აქვს და არარაა
link
ადამიანები თავის წარსაწყმედად მიესწრაფვიან სიმდიდრის მოხვეჭას, ხორციელ სიამეთა ამ აუცილებელ თანამგზავრს. მან კი (ქრისტემ) გლახაკად ყოფნა ამჯობინა; იმათ ქვეყნიური დიდება-პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ, მან კი არ ისურვა ქვეყნიური მე...
იხილეთ სრულად
ადამიანები თავის წარსაწყმედად მიესწრაფვიან სიმდიდრის მოხვეჭას, ხორციელ სიამეთა ამ აუცილებელ თანამგზავრს. მან კი (ქრისტემ) გლახაკად ყოფნა ამჯობინა; იმათ ქვეყნიური დიდება-პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ, მან კი არ ისურვა ქვეყნიური მეფობა. ხორციელ შვილთა ყოლას ადამიანები უდიდეს სიკეთედ მიიჩნევენ, მან კი უგულებელყო თავისთვის ქორწინება და ხორციელი შთამომავლობის დატოვება; ისინი უკიდურესი ზიზღით უფრთხიან თავის უპატიო-ყოფასა და დამცირებას, იესო ქრისტემ კი...
link
ჩვენი სული ღმერთისაგანაა და მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს თავისთვის ნამდვილ მოსვენებასა და ნეტარებას.
სხეულს სული ანიჭებს სიცოცხლეს, სულს კი ღმერთი. მაშასადამე, ჭეშმარიტი ცხოვრებით მხოლოდ ის სული ცხოვრობს, რომელშიც სულიერად მკვიდრობს შემოქმედი ღმერთი მადლის მიერ.
გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ადამიანის სულის შესახებ, რომელიც გაცილებით აღემატება ყოველგვარ სხეულსა თუ სამშვინველს, სულ ერთია, ვისშიც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, მე ვიტყვი, რომ იგი მშვენივრად არის მოწყობილი; ხოლო სულის ს...
იხილეთ სრულად
გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ადამიანის სულის შესახებ, რომელიც გაცილებით აღემატება ყოველგვარ სხეულსა თუ სამშვინველს, სულ ერთია, ვისშიც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, მე ვიტყვი, რომ იგი მშვენივრად არის მოწყობილი; ხოლო სულის სასჯელში ყოფნიდან აღმოცენდებიან ოდენ სიმშვენიერის სხვა სახეები, რადგან არის რა ამ ბედკრულ მდგომარეობაში, სული იქ კი არ იმყოფება, სადაც ყოფნა ნეტარ სულებს შეჰფერით, არამედ იქ, სადაც სამარადისო ყოფნა უბედურ სულთათვის განუჩე...
link
ყოველგვარი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის სხვადასხვა სახეობა
კეთილ გზას ის ადგას და ცოდვების შენდობის იმედი შეუძლია მას ჰქონდეს, ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა.
ჯობს სიმდაბლით ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს, ვიდრე ამპარტავნულად ვიქებდეთ თავს სათნოებებით.
ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ისე ფლობ, რომ დაკარგვა არ შეგიძლია
რაოდენ სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ამქვეყნად ვინმე, მუდამ ისმის მისი ნაღვლიანი ხმა: „რამდენ ხანს გაგრძელდება იგი?“