წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
69. ნუ შეიწყნარებ მას, ვინც რომელიმე ადამიანის მიმართ, როგორიც არ უნდა იყოს ის, რაიმე სახის ეჭვის საცდურს აღგიძრავს, რამეთუ ვინც ნებსით თუ უნებლიედ მომხდარი ამბიდან გამომდინარე, რომელიმე ადამიანის მიმართ ცუდად განგაწყობს, ის "ვერ ... იხილეთ სრულად
68. ნურასდროს სცემ ძმათგან ვინმეს, განსაკუთებით - უმიზეზოდ, რათა ის, განსაცდელის დაუთმენლობის გამო, არ გაიქცეს. მაშინ შენ ვერსად წაუხვალ სინდისის ქეჯნას, რომელიც ლოცვის ჟამს ყოველთვის მწუხრებას მოგგვრის და გონებას ღვთის იმედს განა... იხილეთ სრულად
67. ყველა ვნება მიეკუთვნება ან სულის გულისწყრომის, ან გულისთქმის, ან კიდევ გონიერ ნაწილს, როგორც, მაგალითად, გულმავიწყობა და უცოდინრობა, მოწყინება კი მთელი ძალით იპყრობს სულს. უეცრად, სწრაფად აამოქმედებს თითქმის ყველა ვნებას. ამიტ... იხილეთ სრულად
66. სულის გულისწყრომის ვნებათა დაძლევა უფრო ძნელია, ვიდრე - გულისთქმისა, ამიტომ უფალმა მათ სამკურნალოდლ მოგვცა უძლიერესი მცნება - სიყვარული.
65. ზოგი ვნება სულის გულისწყრომის ნაწილს მიეკუთვნება, ხოლო ზოგი - გულისთქმისას. ერთიც და მეორეც აღმოცენდება გრძნობათა მეშვეობითა და მაშინ, როცა სული სიყვარულისა და თავშეკავების გარეშე რჩება.
64. ვნებათა შორის განასხვავებენ ხორციელსა და სულიერს. ხორციელნი სხეულიდან იღებენ მიზეზს, ხოლო სულიერნი - შინაგანი მდგომარეობიდან. მაგრამ სიყვარული და თავშეკავება აღკვეთს ერთსაც და მეორესაც; სიყვარული - სულიერს, ხოლო თავშეკავება - ... იხილეთ სრულად
63. რომელი საგნებისკენაც ვილტვოდით ოდესღაც, მათ შესახებ ვნებიან წარმოსახვას დავატარებთ. თავისთავად რატომ სძულს ვნებიან წარმოსახვათა დამმარცხებელს წარმოსახული საგნები? იმიტომ რომ, თავად საგნებთან შედარებით, ბრძოლა საგნების მოგონებე... იხილეთ სრულად
62. "ხოლო მე გეტყვი თქვენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან ჰგცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. და რომელი წარგიქც... იხილეთ სრულად
61. "ხოლო მე გეტყვი თქვენ, ამბობს უფალი, გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, და აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა" (მათ.5,44). რატომ მოგცა უფალმა ეს მცნება? - რათა ეხსენი სიძულვილის, წყენის, მრისხანების და ძ... იხილეთ სრულად
60. ცილისმწამებლის ბაგენი დაახშვე შენს ყურთასმენაში, რათა ორმაგად არ შესცოდო, მასთან ერთად: არ გახდე ამ დამღუპველი ვნების თანამონაწილე და მისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობით აუგად არ მოიხსენიო მოყვასი.