წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

79. მოწყალება სულის გულისწყრომის ნაწილს კურნავს, მარხვა - ავხორცობას აშთობს; ლოცვა გონებას წმენდს და მას ჭეშმარიტების შესაცნობლად ამზადებს, რადგან სულიერ შესაძლებლობათა მიხედვით მოგვცა უფალმა მცნებები. მოწყალება სულის გულისწყრომის ნაწილს კურნავს

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

78. ყველა დოგმატი მეტყველებს ან უფალზე, ან მის ხილულ თუ უხილავ ქმნილებებზე, ანდა მათში განცხადებულ აზრსა და მსჯავრზე. ყველა დოგმატი მეტყველებს ან უფალზე, მის ხილულ

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

77. მცნებათა მეშვეობით, მათ აღმსრულებელთ, უფალი უბიწოებას ანიჭებს, ხოლო ღვთიური დოგმატების მეშვეობით - შემეცნების ნათელს. მცნებათა მეშვეობით, მათ აღმსრულებელთ, უფალი

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

76. სიმდაბლე და ტანჯვა (ხორციელი სივიწროვე) ადამიანს ყოველგვარი ცოდვისაგან ათავისუფლებს, იმიტომ რომ პირველი სულიერ ვნებებს აღკვეთს, მეორე კი - ხორციელს. ასე იღვწოდა ნეტარი დავითი, როგორც მისი ღვთისადმი ლოცვიდან ჩანს: " იხილე სიმდა... იხილეთ სრულად

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

75. ვინც არ მოაშთობს პატივმოყვარეობასა და ავხორცობას და მათგან აღმოცენებულ და შობილ ვერცხლისმოყვარეობას, ის ვერ აღკვეთს მრისხანების აღმგზნებ მიზეზებს. ხოლო ვინც ყოველივე ამას არ მოიკვეთს, ის სრულყოფილ სიყვარულსაც ვერ მიაღწევს. ვინც არ მოაშთობს პატივმოყვარეობასა და

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

74. ყური უგდე, რას ამბობენ მოყვასის სიყვარულის შესახებ: "ჭეშმარიტად ვამბობ, ქრისტეს მიერ და არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინდისი სულით წმიდითა, რომ დიდია ჩემი მწუხარება, და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა; ასე რომ, ვისურვებდი თავად ... იხილეთ სრულად

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

73. ყური უგდე რას ამბობს ის, ვინც სრულყოფილ სიყვარულს მიაღწია: "ვინ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ურვა თუ იწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, გინდაც მახვილი? რამეთუ წერილ არს; შენთვის გვხოცავენ ყოველდღე; ცხვრებად გვთ... იხილეთ სრულად

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

72. ვინც ერთნაირ არარაობად არ მიიჩნევს დიდებასა და უბრალოებას, სიმდიდრესა და სიღარიბეს, სიამესა და მწუხარებას, მას ჯერ კიდევ ვერ მიუღწევია სრულყოფილი სიყვარულისათვის. სრულყოფილი სიყვარული არა თუ ყოველივე ამას მიიჩნევს არარად, არამ... იხილეთ სრულად

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

71. სრულყოფილი სიყვარული ადამიანთა მთლიან ბუნებას არ ანაწევრებს მის სხვადასხვა თვისებათა მიხედვით, არამედ ყველა ერთნაირად უყვარს. კეთილი უყვარს, როგორც მეგობარი, ხოლო უკეთური - როგორც მტერი. სიკეთეს უკეთებს მას, სულგრძელია, იტანს ... იხილეთ სრულად

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

70. სრულყოფილი სიყვარული ჯერ კიდევ ვერ მოუპოვებია მას, ვინც ადამიანებს მათ ზნე-ჩვეულებათა მიხედივთ ექცევა: ერთი უყვარს, მეორე სძულს ამა თუ იმ მიზეზის გამო; ანდა ერთი და იგივე ადამიანი ზოგჯერ უყვარს და ზოგჯერ სძულს ამავე მიზეზით. სრულყოფილი სიყვარული ჯერ კიდევ ვერ მოუპოვებია

link

წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

1