წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
1. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე ლოცულობს, ისევე როგორც ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე მლოცველს ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი. მაგრამ გონებაგაუფანტავად ვერ ილოცებს ის, ვისი გონებაც რაიმე მიწ... იხილეთ სრულად
100. როცა გონება უფლისმიერია, მაშინ, სიყვარულით ანთებული, იგი თავიდან ღვთის, როგორც არსების, შეცნობას ცდილობს, მაგრამ ნუგეშს პოულობს არა იმის შემეცნებით, რაც უფალშია, რამეთუ ეს ყველა ქმნილი არსებისათვის შეუძლებელი და დაუტეველია, ა... იხილეთ სრულად
98. ხილული საგნების ჭვრეტისას გონება ან მათ ბუნებრივ თვისებებს იკვლევს, ან იმას, რაც მათი მეშვეობით განიდიდება, ან კიდევ ეძებს თავად მათ მიზეზს. 99. უხილავ საგანთა შემეცნებაში ვარჯიშისას კი გონება ცდილობს, გაიგოს მათი ბუნ... იხილეთ სრულად
97. წმინდაა გონება ან ადამიანურ საკითხებზე უმწიკვლოდ ფიქრისას, ან ხილულის ბუნებრივი შემეცნებისას, ან უხილავის შემეცნებისას, ანდა წმინდა სამების შუქზე.
96. ღმერთს ჩვენ ვიცნობთ არა მისი არსებით, არამედ მისი დიადი ქმნილებებითა და მათდამი მისი მზრუნველობით. მათში, როგორც სარკეში, ჩვენ ღვთის უსასრულო სიკეთეს, სიბრძნესა და ძალას ვხედავთ.
95. როგორც მზე თავისი ამოსვლით ანათებს სამყაროს და განაცხადებს თავის თავსაც და თავის მიერ განათებულ საგნებსაც, ასევე ჭეშმარიტების მზე (უფალი) გამობრწყინდება რა წმინდა გონებაში, განაცხადებს როგორც თავის თავს, ასევე ყოველივეს მისგან... იხილეთ სრულად
94. მცნებათა აღსრულებით გონება ვნებათაგან თავისუფლდება; ხილულის სულიერი განჭვრეტით კი - საგანთადმი ვნებიან ზრახვათაგან; უხილავის შემეცნებით უარს ამბობს ხილული საგნების განჭვრეტაზე; და ბოლოს, წმინდა სამების შეცნობით - თვით უხილავ ს... იხილეთ სრულად
93. სრულყოფილი უბიწოების გამოხატულებაა ის, როცა მღვიძარების დროსაც და ძილშიაც საგანთა წარმოსახვა გულს უბრალოდ ხვდება.
92. სათნოებაში წარმატებული და შემეცნებით გამდიდრებული, როგორც საგანთა თავისი ჭეშმარიტი არსით მჭვრეტელი, ყოველთვის ყველაფერს აკეთებს და ამბობს ჯანსაღი გონებით, არამც და არამც არ გადაუხვევს ამ გზიდან. აქედან გამომდინაე, საგნებისადმი... იხილეთ სრულად