მამობრივი დარიგებანი - ციტატები, გამონათქვამები
მამობრივი დარიგებანი - ციტატები, გამონათქვამები მამობრივი დარიგებანი, წიგნი, ციტატები
ნეტარ არიან ისინი, ვინც ნათელი სოფლისა – ქრისტე – ამ ცხოვრებაშივე შეიმოსეს, რადგან უკვე უხრწნელების სამოსელს ატარებენ.
ვინც ქრისტეს თავის ღვთად და უფლად აღიარებს, მას ქრისტეს სახელის მოხმობა განამტკიცებს, რომ ღვთის ნება აღასრულოს. ხოლო თუ არ განმტკიცდება და გაძლიერდება, აშკარაა, რომ ის ქრისტეს მხოლოდ ბაგით აღიარებს, გულით კი მისგან განშორებულია.
ლოცვა რამდენადაც გვაერთიანებს ქრისტესთან, იმდენად განგვაშორებს ეშმაკს და არა მარტო ეშმაკს, არამედ ამსოფლიურ ბრძნობასაც, რომელიც ვნებების მშობელი და ხელის შემწყობია.
„სულითა მდუღარე იყვენით, – ამბობს მოციქული, – უფალსა ჰმონებდით" (რომ. 12, 11). ეს მხურვალება იზიდავს და მლოცველში აჩერებს მადლს, რომელიც მასში სინათლედ, სიხარულად და გამოუთქმელ ნუგეშად იქცევა, ეშმაკებისთვის კი – ცეცხლად, სიმწარედ ... იხილეთ სრულად
შრომისა და ღვაწლის გარეშე ჩვევა ვერ ყალიბდება!