მოვიყვანოთ სოლომონის წიგნიდგან რაოდენიმე ხაზნი მხნე დედაკაცის თვისებისა: ქმარი მისი სრულიად ბედნიერი არის და უზრუნველი სახლისა მისისათვის. მას არ ეშინიან ზამთრისა და სიცივისა, ვინაიდგან საყვარელმან მისმან მეუღლემ მრჩობლი (ორმაგი) ...
იხილეთ სრულად
მოვიყვანოთ სოლომონის წიგნიდგან რაოდენიმე ხაზნი მხნე დედაკაცის თვისებისა: ქმარი მისი სრულიად ბედნიერი არის და უზრუნველი სახლისა მისისათვის. მას არ ეშინიან ზამთრისა და სიცივისა, ვინაიდგან საყვარელმან მისმან მეუღლემ მრჩობლი (ორმაგი) სამოსელი უქმნა ქმარსა თვისსა და ყოველთა მისთა თანა მყოფთა. ქმარი მისი არის ქებული და დიდებუილი საზოგადოებასა შინა გონიერებითა და სიკეთითა მეუღლისა მისისათა: „დიდებულ იქმნების ბჭეთა შინა ქმარი მისი, ოდესცა უკეთუ დასჯდის კ...
სოლომონ (სოლომონ ბრძენი) გვეტყვის ჩვენ, რომელ მხნე დედაკაცი ეგრეთ მართავს სახლსა თვისსა, რომ გული მეუღლისა მისისა სრულიად არის მოსვენებული და დარწმუნებული მას ზედა. იგი ისრე მიეჩვია შრომისმოყვარეობასა, რომელ ამით ინუგეშებს თავსა თ...
იხილეთ სრულად
სოლომონ (სოლომონ ბრძენი) გვეტყვის ჩვენ, რომელ მხნე დედაკაცი ეგრეთ მართავს სახლსა თვისსა, რომ გული მეუღლისა მისისა სრულიად არის მოსვენებული და დარწმუნებული მას ზედა. იგი ისრე მიეჩვია შრომისმოყვარეობასა, რომელ ამით ინუგეშებს თავსა თვისსა. და არა თუ მხოლოდ სახლისათვის ზრუნავს მხნე ქალი, არამედ იგი კეთილიცა არის და ქველისმოქმედი.
ქალი შრომისმოყვარე არის პატიოსანი ზნეობითა და ყოფაქცევითა, ვინაიდგან ესრეთ გართულსა შრომასა და მოღვაწებასა შინა არა აქვს თავისუფალი დრო, რომ დაკარგოს იგი უქმად ჭორსა და ბოროტის სიტყვაობასა შინა, განცხრომასა და სხვათა შეუსაბამოთა ს...
იხილეთ სრულად
ქალი შრომისმოყვარე არის პატიოსანი ზნეობითა და ყოფაქცევითა, ვინაიდგან ესრეთ გართულსა შრომასა და მოღვაწებასა შინა არა აქვს თავისუფალი დრო, რომ დაკარგოს იგი უქმად ჭორსა და ბოროტის სიტყვაობასა შინა, განცხრომასა და სხვათა შეუსაბამოთა საქმეთა შინა. იგი აძლევს სასარგებლოსა მაგალითსა შვილთა და გარემოს მყოფთა მისთა. იგი ვითარცა სანთელი ნათელსა, ესრეთ განავრცელებს გარემოს მისსა სიწმიდესა, ბედნიერებასა და ქრისტიანულსა ზნეობასა. ერთი სიტყვით, იგი არის მხნე:...
უკეთუ ქალი დაუცხრომელად არის შრომასა და სახლის მართვასა შინა, მით იგი ცხადად გვიმტკიცებს, რომელ მას აქვს თავის უარისყოფა, ვინაიდან იგი არა თავისა თვისისათვის ეძიებს სარგებლობასა, არამედ მისთა მახლობელთა; ამასთანავე აქვს განუზომელ...
იხილეთ სრულად
უკეთუ ქალი დაუცხრომელად არის შრომასა და სახლის მართვასა შინა, მით იგი ცხადად გვიმტკიცებს, რომელ მას აქვს თავის უარისყოფა, ვინაიდან იგი არა თავისა თვისისათვის ეძიებს სარგებლობასა, არამედ მისთა მახლობელთა; ამასთანავე აქვს განუზომელი სიყვარული ქმრისა, შვილთა და სახლეულთა.
რა კარგი რამ იქმნებოდა, რომ ყოველსა ქალსა მარადის ჰქონდეს წინაშე თვალთა ისრეთი ხატი ყოვლადწმიდისა, რომ ერთი კერძო მისა იდგეს და შესცქეროდეს მას სიყვარულისა ღიმილითა ღვთაებრივი მისი ყრმა, ხოლო თვით მას ხელში ეპყრას მატყლი და ტარი დ...
იხილეთ სრულად
რა კარგი რამ იქმნებოდა, რომ ყოველსა ქალსა მარადის ჰქონდეს წინაშე თვალთა ისრეთი ხატი ყოვლადწმიდისა, რომ ერთი კერძო მისა იდგეს და შესცქეროდეს მას სიყვარულისა ღიმილითა ღვთაებრივი მისი ყრმა, ხოლო თვით მას ხელში ეპყრას მატყლი და ტარი და სახესა ზედა მისსა ღვთაებრივსა, კარგითა ხელოვნებითა იყოს გამოყვანილი ის ღვთაებრივი სიწმიდე, სიმშვიდე და სიყვარული გონიერებისა და კრძალულებისა, რომელნი წარიტაცებენ კაცის გულსა. ესრეთი ხატი იქმნებოდა ჭეშმარიტი დროშა ანუ ს...
იქმნება ვინმე ქალთაგანმა კიდევ მითხრას: ესრეთი დაუძინებელი შრომა და მოღვაწება შეეფერება მხოლოდ მდაბიო ღარიბთ დედაკაცთა, გარნა ვინც არის მდიდარი და ვისაც მრავალი მოახლე ჰყავს, მან რათ უნდა გასწიროს თავი? არა, დაო ჩემო, ფრიად შეცდომ...
იხილეთ სრულად
იქმნება ვინმე ქალთაგანმა კიდევ მითხრას: ესრეთი დაუძინებელი შრომა და მოღვაწება შეეფერება მხოლოდ მდაბიო ღარიბთ დედაკაცთა, გარნა ვინც არის მდიდარი და ვისაც მრავალი მოახლე ჰყავს, მან რათ უნდა გასწიროს თავი? არა, დაო ჩემო, ფრიად შეცდომილი არის ეს ჰაზრი. ღმერთმან ყოველ ადამიანს დაუნიშნა შრომა და მუშაკობა. გარნა ჩემი სიტყვა რა საჭირო არის აქ. მაგალითი სიტყვაზედ უმჯობესია. მხნე იგი დედაკაცის აღწერა სოლომონისა დედამ უთხრა მას. სოლომონ მეფის დედა ღარიბი რა...
მე თვითონ არ მინახავს და გამიგონია სარწმუნოთა კაცთაგან, რომელ ერთ ძველადძველ ეკლესიასა შინა, კედელზედ არის დახატული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მის წინ ძევს მატყლი, ხელში უჭირავს ტარი და ქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემი თვალით მენახა ეს...
იხილეთ სრულად
მე თვითონ არ მინახავს და გამიგონია სარწმუნოთა კაცთაგან, რომელ ერთ ძველადძველ ეკლესიასა შინა, კედელზედ არის დახატული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მის წინ ძევს მატყლი, ხელში უჭირავს ტარი და ქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემი თვალით მენახა ეს ხატი. მაშინ მე გავიცნობდი მეორესა კერძოსა საღმრთოსა მისს ხასიათისასა და უდიდესსა პატივს და კრძალვასა მისდამი იგრძნობდა გული ჩემი.
როდესაც გონიერება და მხნეობა შეერთდება სიმშვიდითა და სიმდაბლითა, მაშინ იგინი შეამკობენ ადამიანის ბუნებასა. იგინივე არიან ორნი უმთავრესნი და უსაჭიროესნი თვისებანი, რომელნი უნდა შეამკობდენ ყოველთა ქრისტიანთა ქალთა. მხოლოდ გონიერებით...
იხილეთ სრულად
როდესაც გონიერება და მხნეობა შეერთდება სიმშვიდითა და სიმდაბლითა, მაშინ იგინი შეამკობენ ადამიანის ბუნებასა. იგინივე არიან ორნი უმთავრესნი და უსაჭიროესნი თვისებანი, რომელნი უნდა შეამკობდენ ყოველთა ქრისტიანთა ქალთა. მხოლოდ გონიერებით და მხნეობით შემკულსა ქალსა შუძლიან აღასრულოს ქვეყანაზე თვისი მაღალი მნიშვნელობა.
მრთელსა შინა თვისსა სიცოცხლესა ღვთისმშობელი იქცეოდა საკვირველითა გონებითა და მხნეობითა. ორნი ესენი კეთილნი თვისებანი: გონიერება და მხნეობა მით უმეტესად იყვნენ მის შორის სანატრელნი და განასკვირვებელნი, რომელ ამასთანავე იგი იყო მშვი...
იხილეთ სრულად
მრთელსა შინა თვისსა სიცოცხლესა ღვთისმშობელი იქცეოდა საკვირველითა გონებითა და მხნეობითა. ორნი ესენი კეთილნი თვისებანი: გონიერება და მხნეობა მით უმეტესად იყვნენ მის შორის სანატრელნი და განასკვირვებელნი, რომელ ამასთანავე იგი იყო მშვიდი და მდაბალი.