როდესაც გონიერება და მხნეობა შეერთდება სიმშვიდითა და სიმდაბლითა, მაშინ იგინი შეამკობენ ადამიანის ბუნებასა. იგინივე არიან ორნი უმთავრესნი და უსაჭიროესნი თვისებანი, რომელნი უნდა შეამკობდენ ყოველთა ქრისტიანთა ქალთა. მხოლოდ გონიერებით...
იხილეთ სრულად
როდესაც გონიერება და მხნეობა შეერთდება სიმშვიდითა და სიმდაბლითა, მაშინ იგინი შეამკობენ ადამიანის ბუნებასა. იგინივე არიან ორნი უმთავრესნი და უსაჭიროესნი თვისებანი, რომელნი უნდა შეამკობდენ ყოველთა ქრისტიანთა ქალთა. მხოლოდ გონიერებით და მხნეობით შემკულსა ქალსა შუძლიან აღასრულოს ქვეყანაზე თვისი მაღალი მნიშვნელობა.
ქალი აგებულებითა, ანუ სხეულითა არის უფრო სუსტი, ვიდრე მამაკაცი. მას არა აქვს ესოდენი ხორციელი ძალი და ღონე, რაოდენიც აქვს მამაკაცსა; რადგანაც ამაში იგი შორავს მამაკაცისაგან, საჭირო არის რომ გონიერებითა და ჭკუითა მაინც შეავსოს ეს თ...
იხილეთ სრულად
ქალი აგებულებითა, ანუ სხეულითა არის უფრო სუსტი, ვიდრე მამაკაცი. მას არა აქვს ესოდენი ხორციელი ძალი და ღონე, რაოდენიც აქვს მამაკაცსა; რადგანაც ამაში იგი შორავს მამაკაცისაგან, საჭირო არის რომ გონიერებითა და ჭკუითა მაინც შეავსოს ეს თვისი ნაკლულევანება, რათა ყოვლის მხრით არ დარჩეს შორს მამაკაცისაგან.
რადგანაც ქალი არის აგებულობით სუსტი, საჭირო არის, რომ მას ჰქონდეს სულიერი სიმტკიცე, ხასიათის სიმაგრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქალი ჭკუითაც შორს დარჩა მამაკაცისაგან, ხასიათიც სუსტი და უღონო აქვს, მაშინ იგი პირდაპირ შეიქმნება მამ...
იხილეთ სრულად
რადგანაც ქალი არის აგებულობით სუსტი, საჭირო არის, რომ მას ჰქონდეს სულიერი სიმტკიცე, ხასიათის სიმაგრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქალი ჭკუითაც შორს დარჩა მამაკაცისაგან, ხასიათიც სუსტი და უღონო აქვს, მაშინ იგი პირდაპირ შეიქმნება მამაკაცის სათამაშო; მაშინ ყოველი მამაკაცი ბოროტად იხმარს მისსა სისუსტესა და უღონოებასა. საუბედუროდ ხშირად ვხედავთ ჩვენ ამას. რაოდენი ქალი იღუპება ქვეყანაზე მით, რომ იგი არის უღონო, სუსტი სულიერათაც და ხორციელათაც; არა აქვს ...
ვინ იფიქრებს და ვინ იტყვის, რომ ქალისათვის არ იყოს საჭირო ჭკუა და მხნეობა? გარნა მრავალი შემთხვევა და ჩვეულება გამოაჩენს, რომ თუმცა ენით ვიტყვით, საქმით კი სხვაფერ ვიქცევით. გაიხსოვნეთ, ძმანო ქრისტიანენო, რას აფასებს უდიდესად მამა...
იხილეთ სრულად
ვინ იფიქრებს და ვინ იტყვის, რომ ქალისათვის არ იყოს საჭირო ჭკუა და მხნეობა? გარნა მრავალი შემთხვევა და ჩვეულება გამოაჩენს, რომ თუმცა ენით ვიტყვით, საქმით კი სხვაფერ ვიქცევით. გაიხსოვნეთ, ძმანო ქრისტიანენო, რას აფასებს უდიდესად მამაკაცნი და რა მოსწონთ მათ უმეტესად ქალთა შორის? ვინ არ იცის, რომ სამწუხაროდ, პირის სახე და მშვენიერება ტანისა ყოვლისა უმეტესად მოსწონთ მამაკაცთა ქალებთა შორის. თუკი პირის მშვენიერება აქვს ქალს, მეტს არაფერს მოითხოვენ მისგა...
მეტად საკვირველი ის არის, რომ თვით ქალნიცა ნატვრიან მშვენიერებასა და მით რაცხვენ თავსა თვისთა ბედნიერად, ხოლო რაიცა შეეხება სიმხნესა და გონიერებასა, თითქმის ყოველგან გავრცელებული არის ის ჰაზრი, რომელ ეს ორი თვისება ქალებთათვის არ...
იხილეთ სრულად
მეტად საკვირველი ის არის, რომ თვით ქალნიცა ნატვრიან მშვენიერებასა და მით რაცხვენ თავსა თვისთა ბედნიერად, ხოლო რაიცა შეეხება სიმხნესა და გონიერებასა, თითქმის ყოველგან გავრცელებული არის ის ჰაზრი, რომელ ეს ორი თვისება ქალებთათვის არ არის ეგოდენ საჭირო და მათ შეუძლიათ უიმისოთაც კარგად გაატარონ თავისი ცხოვრება. ეს ჰაზრი ერთობ უსაფუძვლო არის. ვგონებ რომელ მახვილი და ღრმა გონიერება, აგრეთვე მხნეობა და სულერის ხასიათის სიმტკიცე ქალისათვის უმეტესად არის ...
ჭეშმარიტი დედობრივის ბუნების მექონი ქალი ბედნიერი არის მაშინ, როდესაც სხვას აბედნიერებს. ამისათვის ქალმა უნდა ყოველთვის ეძიოს ის შემთხვევა, სადაც საჭირო არის მისი თავის გამომეტება, სადაცა შეუძლიან ნუგეშის ცემა შეწუხებულისა; შემსუბ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი დედობრივის ბუნების მექონი ქალი ბედნიერი არის მაშინ, როდესაც სხვას აბედნიერებს. ამისათვის ქალმა უნდა ყოველთვის ეძიოს ის შემთხვევა, სადაც საჭირო არის მისი თავის გამომეტება, სადაცა შეუძლიან ნუგეშის ცემა შეწუხებულისა; შემსუბუქება ადამიანის ტვირთისა, რომელსა შინა შემწე იყოს ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი ყოვლისა გონიერისა მხნე ქალისა. ამინ.
ქალი მაშინ აღასრულებს თვისსა დიდსა მნიშვნელობასა, როდესაც იგი მხნეობასა და ჭკუასა მოახმარს ოჯახსა, შვილთა და ნათესავთა. ქალის ბუნება განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან გულის გრძნობითა. გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ქალი თვითონაც მა...
იხილეთ სრულად
ქალი მაშინ აღასრულებს თვისსა დიდსა მნიშვნელობასა, როდესაც იგი მხნეობასა და ჭკუასა მოახმარს ოჯახსა, შვილთა და ნათესავთა. ქალის ბუნება განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან გულის გრძნობითა. გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ქალი თვითონაც მაშინ უფრო ბედნიერი არის, როდესაც სხვას მიანიჭებს ბედნიერებას. ქალის გული მოითხოვს სიყვარულსა, თავის გამომეტებასა; იგი ყოველთვის ეძიებს, ვისმეს შესწიროს თვისი ღონე, სიყვარული. მართალია, არიან ზოგიერთნი ქალნი თავის მოყვარენ...
ქრისტიანობა არ მოითმენს, რომ ქალს ჰქონდეს მონებრივი დამოკიდებულება მამაკაცთან, თუ გინდ მეუღლესთან, თუ გინდ მამასთან. გაუნათლებელთა და უსჯულოთა ქვეყანასა შინა ქალი არის მონა, სათამაშო მამაკაცისა და ემსახურება მხოლოდ პირუტყვულთა მა...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობა არ მოითმენს, რომ ქალს ჰქონდეს მონებრივი დამოკიდებულება მამაკაცთან, თუ გინდ მეუღლესთან, თუ გინდ მამასთან. გაუნათლებელთა და უსჯულოთა ქვეყანასა შინა ქალი არის მონა, სათამაშო მამაკაცისა და ემსახურება მხოლოდ პირუტყვულთა მამაკაცის ვნებათა. არა ესრედ არის განათლებულთა, ქრისტიანულთა საზოგადოებასა შინა. ქრისტიანობა მოითხოვს, რომ ქალი იყოს თვისი მდგომარი, ესე იგი ეგოდენი გონიერება და მხნეობა უნდა ჰქონდეს, რომ იქცეოდეს თავის ჭკუითა და ნებითა.
ქალს აქვს დიდი პატივი და მნიშვნელობა. ღმერთმან ისე შეამკო ქალი მრავლითა განსხვავებულითა თვისებითა და ნიჭითა, რომ მან უნდა მისცეს დიდი შემწეობა საზოგადოებასა. გარნა უკეთუ იგი არის მოკლებული გონიერებითა და მხნეობითა, მაშინ ყოველნი მ...
იხილეთ სრულად
ქალს აქვს დიდი პატივი და მნიშვნელობა. ღმერთმან ისე შეამკო ქალი მრავლითა განსხვავებულითა თვისებითა და ნიჭითა, რომ მან უნდა მისცეს დიდი შემწეობა საზოგადოებასა. გარნა უკეთუ იგი არის მოკლებული გონიერებითა და მხნეობითა, მაშინ ყოველნი მისნი მშვენიერნი თვისებანი შეიქმნებიან წყაროდ მისისა უბედურებისა და საზოგადოების წახდენისა.
არა მხოლოდ ქალწულნი, არამედ დედანიცა თანამდებ არიან ხშირად განიხილონ და იფიქრონ, ვითარი დედა იყო ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი. ყოვლად წმიდასა მარიამს, ოდეს მან ჰშვა იესო მაცხოვარი, სხვა რაიმე აღარ ახსოვდა, მხოლოდ თვისი ძე. იგი აღარა ...
იხილეთ სრულად
არა მხოლოდ ქალწულნი, არამედ დედანიცა თანამდებ არიან ხშირად განიხილონ და იფიქრონ, ვითარი დედა იყო ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი. ყოვლად წმიდასა მარიამს, ოდეს მან ჰშვა იესო მაცხოვარი, სხვა რაიმე აღარ ახსოვდა, მხოლოდ თვისი ძე. იგი აღარა სცხოვრებდა თავისა თვისისათვის, არამედ ყოველი ცხოვრება მისი იყო ძესა შინა მისსა. ესრეთ უნდა იქცეოდნენ ყოველნი კეთილნი დედანი. მათ თავის თავი უნდა დაივიწყონ, და ახსოვდეთ გაზრდა და ბედნირება თვისთა ძეთა.