ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები
ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ, წიგნი
14. ნუ დაემსგავსები ადამიანთა შორის უსუსტესს, უმჯობესია, სიყვარულის მცნებაში განვითარდე. როცა სიამაყის უფსკურლში ჩაცვენილ ადამიანებს ემსგავსები და შენს თავს სიყვარულის საკითხში ავითარებ, მაშინ სიმდაბლის მწვერვალს აღწევ.
15. თუ მოყვასისადმი სიყვარულის მცნებას ზუსტად იცავ, მაშინ რატომ შთაინერგავ მისდამი წყენის სიმწარეს? განა ცხადი არაა, რომ შენ წარმავალ სიყვარულს ანიჭებ უპირატესობას და ამის გამო ომს უცხადებ მოძმეს?
16. ოქრო არა იმდენად საჭიროების გამოა ადამიანთათვის სასურველი, რამდენადაც იმის გამო, რომ ბევრი მისი მეშვეობით ავხორცობას იკმაყოფილებს.
17. სიმდიდრის სიყვარულის სამი მიზეზი არსებობს: ავხორცობა, პატივმოყვარეობა და ურწმუნოება. პირველ ორზე უფრო ძლიერი ურწმუნოებაა.
18. ავხორცს უყვარს ფული, რათა მისი მეშვეობით ინეტაროს; პატივმოყვარეს, - რათა სახელი მოიხვეჭოს; ხოლო ურწმუნოს, - რათა დამალოს და შეინახოს იგი, რადგან ან შიმშილის, ან სიბერის, ან ავადმყოფობის, ან დევნის ეშინია და ფულის იმედი უფრო მე... იხილეთ სრულად
19. ქონებას ადამიანთა ოთხი ტიპი აგროვებს: სამი ზემოხსენებული და მეოთხე - კარგი მეოჯახე; ცხადია, რომ ეს უკანასკნელი მართებულად იხვეჭს, რათა არ გაღარიბდეს და ყველას საჭიროებისამებრ მიაგოს.
20. ყველა ვნებიანი ფიქრი ან სულის გულისთქმის ნაწილს აღძრავს, ან გულისწყრომის ნაწილს აშფოთებს, ან გონების ნაწილს აბნელებს, რის გამოც გონება სულიერი ჭვრეტისა და ლოცვითი აღმაფრენისათვის ბრმავდება. ამიტომ მონაზონს, განსაკუთრებით მდუმა... იხილეთ სრულად
21. ღმერთმა იცის თავისი თავი და თავისი ქმნილებებიც იცის; წმიდა ძალებმაც იციან ღმერთი და ღვთის ქმნილებებიც იციან. მაგრამ წმიდა ძალებმა ღმერთი და მისი ქმნილებები ისე არ იციან, როგორც ღმერთმა იცის თვისი თავი და თავისი ქმნილებები.
22. ღმერთმა თავისი თავი თავისი ნეტარი ბუნებიდან იცის, ხოლო თავისი ქმნილებები თავისი სიბრძნის გამო, რომლითაც და რომელშიც შექმნა ყოველივე: წმიდა ძალებმა კი ღმერთი, ჭეშმარიტად ყოველივეზე უზენაესი, ღვთიური ცოდნის თანაზიარობით იციან, ხ... იხილეთ სრულად