მამობრივი დარიგებანი - ციტატები, გამონათქვამები
მამობრივი დარიგებანი - ციტატები, გამონათქვამები მამობრივი დარიგებანი, წიგნი, ციტატები
როგორი სიყვარული ასაზრდოებს ნეტარ სულებს ცათა სასუფეველში! თავად ქრისტე, ჩემი იესო, ჩემი სული, ცოცხალი სიტყვა, ვინც არსებობა და სიცოცხლის უნარი გვიბოძა და საუკუნო გამოხსნა, ზეციერი მამის წიაღში საუკუნო განსვენება მოგვანიჭა. „მან თ... იხილეთ სრულად
უმნიშვნელოდ გვსჯის, რომ სიმდაბლით დაგვიცვას, რადგან იცის, რა ადვილად იცვლება, რა ადვილად მიიქცევა ბოროტისკენ ჩვენი სუსტი ადამიანური ბუნება. ის მამობრივი მზრუნველობით გვწვრთნის და სიყვარულით გვსჯის, რომ ურყევი სიბრძნე შევიძინოთ.
ადამიანს, რომელიც მუდამ მადლობას სწირავს უფალს, ღვთის ლოცვა-კურთხევა არ მოაკლდება; ის კი, ვინც დრტვინავს და თავის დიდ ქველისმოქმედს ჭრილობას აყენებს, შეუძლებელია, არ განსწავლოს ღმერთმა.
ღმერთმა გვიბოძა არსებობა. ის გვანიჭებს სიცოცხლეს და გვიფარავს თავისი ღვთაებრივი განგებულებით, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება. მან საკუთარი ძის სიკვდილით ისინი, ვინც თავდაპირველად მისი მტრები ვიყავით, თავის ძეებად და სასუფევლის ... იხილეთ სრულად
რაც შეეხება წმინდა ანგელოზს, რაზეც მწერ, იცოდე, ასეა – როცა უფლისგან გადაწყვეტილებას მიიღებს, არც რაიმეს ამატებს, არც აკლებს, ადამიანის მახლობლად რჩება, გონებას უნათებს, საფრთხისგან იფარავს და ეშმაკისგან იცავს ისევე, როგორც წმინდა... იხილეთ სრულად
უფალმა ადამიანს ანგელოზი დაუდგინა უფროს ძმად, რომელიც ღმერთთან ახლოსაა და როგორც მის წინაშე კადნიერების მქონე, ლოცულობს თავისი უმცროსი ძმისთვის. ადამიანიც ანგელოზს, როგორც უფროს ძმას, ისე ევედრება, რომ დაიცვას და ილოცოს მისთვის, რ... იხილეთ სრულად