შენს ვაჟიშვილს სიმდიდრეს კი ნუ დაუტოვებ, არამედ - საკუთარ თავზე კეთილი ხსოვნა; არა ოქრო, არამედ - პატიოსანი სახელი; არა ვერცხლი, არამედ - მეცნიერება; არა მდიდრული სახლი, არამედ - მოთმინების უნარი; არა ცნობილი, არამედ - კეთილი მეგო...
იხილეთ სრულად
შენს ვაჟიშვილს სიმდიდრეს კი ნუ დაუტოვებ, არამედ - საკუთარ თავზე კეთილი ხსოვნა; არა ოქრო, არამედ - პატიოსანი სახელი; არა ვერცხლი, არამედ - მეცნიერება; არა მდიდრული სახლი, არამედ - მოთმინების უნარი; არა ცნობილი, არამედ - კეთილი მეგობრები.
ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია, ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც ...
იხილეთ სრულად
ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია, ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც მშობელთაგან ამქვეყნიური უწმინდურობის გავლენით იზრდებიან და ამით სისხლისმსმელი მოლოხისათვის შეიწირებიან მსხვერპლად? (იერ. 32, 35).
რა სარგებელია, თუ ბავშვები მთელ ცხოვრებისეულ სიბრძნეს შეითვისებენ, ზუსტად შეიტყობენ მაღალი საზოგადოების ყველა წეს-ჩვეულებას, თავიანთი სიმარჯვისა და გონებამახვილობის წყალობით ხმამაღალ ქებას დაიმსახურებენ და ყოველივე ამასთან ერთად, ...
იხილეთ სრულად
რა სარგებელია, თუ ბავშვები მთელ ცხოვრებისეულ სიბრძნეს შეითვისებენ, ზუსტად შეიტყობენ მაღალი საზოგადოების ყველა წეს-ჩვეულებას, თავიანთი სიმარჯვისა და გონებამახვილობის წყალობით ხმამაღალ ქებას დაიმსახურებენ და ყოველივე ამასთან ერთად, დასახიჩრებული და მზაკვარი გული და ქრისტიანული მოვალეობების აღსრულებისა შერცხვებათ?
ყრმისთვის მხოლოდ გონების განვითარებაზე ზრუნვა და მისთვის შერყვნილი გულის გამოუსწორებლობა ნიშნავს იმას, რომ დახელოვნებულ ბოროტმოქმედს ხელში მჭრელი მახვილი მისცე. უმეცრებას რელიგიის გარეშე თავისი სიბრიყვით ნაკლები ბოროტების გაკეთება...
იხილეთ სრულად
ყრმისთვის მხოლოდ გონების განვითარებაზე ზრუნვა და მისთვის შერყვნილი გულის გამოუსწორებლობა ნიშნავს იმას, რომ დახელოვნებულ ბოროტმოქმედს ხელში მჭრელი მახვილი მისცე. უმეცრებას რელიგიის გარეშე თავისი სიბრიყვით ნაკლები ბოროტების გაკეთება შეუძლია; ხოლო უღმერთოს მოქნილი, განვითარებული გონება ადამიანთა მოდგმის ჭირიცაა; მას ძალუძს, თავზარი დასცეს საზოგადოებას და გადმოაფრქვიოს დამღუპველი შხამი არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ - მომავალ თაობებსაც, რისი მაგალითიც,...