გრძნობადი სიამოვნებებისკენ უგუნურად მიდრეკილი რამდენი ახალგაზრდა ეძლევა ამ გასართობებს, დროებით თუ მარადიულ ინტერესებს სრულად ივიწყებს, პეპლების მსგავსად - რომელთაც ჰგონიათ, რომ ცეცხლი ისეთივე მოკრძალებულია, რამდენადაც მშვენიერი -...
იხილეთ სრულად
გრძნობადი სიამოვნებებისკენ უგუნურად მიდრეკილი რამდენი ახალგაზრდა ეძლევა ამ გასართობებს, დროებით თუ მარადიულ ინტერესებს სრულად ივიწყებს, პეპლების მსგავსად - რომელთაც ჰგონიათ, რომ ცეცხლი ისეთივე მოკრძალებულია, რამდენადაც მშვენიერი - უგუნურად იწვავენ მასზედ ფრთებს!
გინახავთ, როგორ აცლის ქარი გაზაფხულის ყვავილებს ხეებს. სიცოცხლითა და სილამაზით აღვსილი ყვავილი სრულად ჭკნება, როდესაც ფესვს მოცილებულს ხელში დასრესენ - ამრიგად, ნორჩ ასაკში დაზიანებული ყველაზე ლამაზი ხე სამუდამოდ მახინჯდება, უნაყო...
იხილეთ სრულად
გინახავთ, როგორ აცლის ქარი გაზაფხულის ყვავილებს ხეებს. სიცოცხლითა და სილამაზით აღვსილი ყვავილი სრულად ჭკნება, როდესაც ფესვს მოცილებულს ხელში დასრესენ - ამრიგად, ნორჩ ასაკში დაზიანებული ყველაზე ლამაზი ხე სამუდამოდ მახინჯდება, უნაყოფო ხდება და მხოლოდ ცეცხლში დასაწვავად თუ გამოდგება; ეს სათნოებებს განშორებული ახალგაზრდობის სახეა, რომელიც მზაკვარ სამყაროსა და მის სიამოვნებებსა თუ ვნებებს მისცემია.
ბოროტი ეშმაკი ცდილობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები დააშოროს სათნოების საქმეებს; მაგრამ შენ, ყმაწვილო, ნუ მოიხიბლები მისი მზაკვრობით! ვინც დილით გაუდგა გზას, ის უფრო მალე მიაღწევს დანიშნულების ადგილს, ვიდრე ის, ვინც საღამომდე გადადო...
იხილეთ სრულად
ბოროტი ეშმაკი ცდილობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები დააშოროს სათნოების საქმეებს; მაგრამ შენ, ყმაწვილო, ნუ მოიხიბლები მისი მზაკვრობით! ვინც დილით გაუდგა გზას, ის უფრო მალე მიაღწევს დანიშნულების ადგილს, ვიდრე ის, ვინც საღამომდე გადადო წასვლა.
ჰოი, რამდენი ცრემლის ღირსია თანამედროვეობის ხრწნა! სურთ, რომ ღვთისმოსავნი გახდნენ არა სხვაგვარად, არამედ იმით, რომ ღმერთს სიბერეში ამ სოფლისადმი ცოდვილ მსახურებაში უგუნურად გაფლანგული საკუთარი ძალების ნარჩენები მიუტანონ.
ცხოვრების ნელი გამოსწორება მხოლოდ ასეთ რამეს გამოხატავს: "დაე ჩემში ჯერ ცოდვა ბატონობდეს, შემდეგ ოდესმე ღმერთიც იბატონებს; თავდაპირველად "ასონი ჩემნი წარუდგინებთ საჭურველად სიცრუისა ცოდვასა", შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, "საჭურვ...
იხილეთ სრულად
ცხოვრების ნელი გამოსწორება მხოლოდ ასეთ რამეს გამოხატავს: "დაე ჩემში ჯერ ცოდვა ბატონობდეს, შემდეგ ოდესმე ღმერთიც იბატონებს; თავდაპირველად "ასონი ჩემნი წარუდგინებთ საჭურველად სიცრუისა ცოდვასა", შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, "საჭურველად სიმართლისა ღმერთსა" (რომ. 6, 13). ასე შესწირა კაენმა მსხვერპლი: რაც უკეთესი იყო, თავისთვის დაიტოვა, ხოლო უარესი - თავის შემოქმედსა და სიცოცხლისმომნიჭებელ ღმერთს. ვიდრე შრომის უნარი გაქვს, ახალგაზრდობას ცოდვაში ატარე...