სიყვარულით მივმართავ წმ. სინოდის წევრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, მღვდელ-მონოზვნებს, იყავით ყურადღებიანნი და საკუთარი თავისადმი მომთხოვნი. ეცადეთ, შეცდომებს განერიდოთ და ღვთისმოშიშებით აღასრულოთ თქვენი მოვალეობა. იცოდეთ, ჩვენი ეკლეს...
იხილეთ სრულად
სიყვარულით მივმართავ წმ. სინოდის წევრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, მღვდელ-მონოზვნებს, იყავით ყურადღებიანნი და საკუთარი თავისადმი მომთხოვნი. ეცადეთ, შეცდომებს განერიდოთ და ღვთისმოშიშებით აღასრულოთ თქვენი მოვალეობა. იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკეთილისმოსურნეთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისაგან ხალხის ჩამოშორებას. "დაყავი და იბატონე" – ეს მზაკვრული ხერხი ხშირად გამოუყენებიათ საქართველოში დ...
ისინი, რომელნიც ეკლესიის წევრად მიიჩნევენ თავს, მაგრამ ეკლესიასა და მის იერარქიას საჯაროდ განიკითხავენ, არღვევენ უძველეს საეკლესიო წესსა და ტრადიციას, რომლის უგულებელყოფაც, ნებისმიერი მოტივით, სრულიად გაუმართლებელია. წმ. გრიგოლ ღვ...
იხილეთ სრულად
ისინი, რომელნიც ეკლესიის წევრად მიიჩნევენ თავს, მაგრამ ეკლესიასა და მის იერარქიას საჯაროდ განიკითხავენ, არღვევენ უძველეს საეკლესიო წესსა და ტრადიციას, რომლის უგულებელყოფაც, ნებისმიერი მოტივით, სრულიად გაუმართლებელია. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ცხოვარნი ნუ ასწავლით მწყემსთ. ნურც თქვენთვის განკუთვნილ საზომს გარდახვალთ; საკმარისია თქვენთვის, თუკი კეთილად დაიმწყსებით. ნუ განიკითხავთ სჯულისმდებელთ, რადგან არ არის ღმერთი შფოთისა და უწესობისა, ...
მართალია, ეკლესია იერარქიის პრინციპს ემყარება, მაგრამ იგი არ ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას. ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს და, ამავე დროს, საეკლესიო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე დადგინდეს ესა თუ ის პიროვნება, განურჩევლად მისი ...
იხილეთ სრულად
მართალია, ეკლესია იერარქიის პრინციპს ემყარება, მაგრამ იგი არ ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას. ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს და, ამავე დროს, საეკლესიო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე დადგინდეს ესა თუ ის პიროვნება, განურჩევლად მისი სოციალური, ეთნიკური და რასობრივი წარმომავლობისა; აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიაში იერარქიულ კიბეზე ასვლის საშუალება ეძლევათ იმ ადამიანებსაც, რომელთაც წარსულში გარკვეული სახის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ სინანულითა...
ის, რომ მსოფლიოს ტრადიციული რელიგიებიდან ყველაზე უნიკალური ქრისტიანული სწავლებაა, იმითაც დასტურდება, რომ დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებული ადამიანთა უფლებების დეკლარაცია სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ქრისტიანული ღირებ...
იხილეთ სრულად
ის, რომ მსოფლიოს ტრადიციული რელიგიებიდან ყველაზე უნიკალური ქრისტიანული სწავლებაა, იმითაც დასტურდება, რომ დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებული ადამიანთა უფლებების დეკლარაცია სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ქრისტიანული ღირებულებები კი ყველაზე სრულყოფილი სახით მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული, რადგან იგი სამოციქულო ეკლესიის სწავლებას ინახავს. მისი უნივერსალურობა ვლინდება იმაში, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას საუკუნეთა მანძილზე უცვალებელი მრწამს...
ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომელიც ზნეობრიობის საფუძველია, უაღრესად დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო ამა თუ იმ მორალის მქონე საზოგადოებას ემყარება. როგორც ძველი სიბრძნე ამბობს, სახელმწიფოსათვის უმჯ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომელიც ზნეობრიობის საფუძველია, უაღრესად დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო ამა თუ იმ მორალის მქონე საზოგადოებას ემყარება. როგორც ძველი სიბრძნე ამბობს, სახელმწიფოსათვის უმჯობესია, მის მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი ზნეობა, ვიდრე კარგი კანონები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაშვებია, კანონები იყოს სუსტი ან ცუდი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალზნეობრივი საზოგადოება ძლიერი და განვითა...
ჭეშმარიტ თავისუფლებას ზეცად აჰყავს ადამიანი, ანიჭებს რა მას მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას; მაგრამ თავისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა უწინარესად საკუთარ თავთან და მასში ფესვგადგმულ მანკიერებებთან. ეს რთული პრო...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტ თავისუფლებას ზეცად აჰყავს ადამიანი, ანიჭებს რა მას მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას; მაგრამ თავისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა უწინარესად საკუთარ თავთან და მასში ფესვგადგმულ მანკიერებებთან. ეს რთული პროცესია და იგი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. "შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებს თქვენ", - გვარიგებს მაცხოვარი (ინ. 8,32).
ჭეშმარიტ თავისუფლებას ზეცად აჰყავს ადამიანი, ანიჭებს რა მას მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას; მაგრამ თავისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა უწინარესად საკუთარ თავთან და მასში ფესვგადგმულ მანკიერებებთან. ეს რთული პრო...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტ თავისუფლებას ზეცად აჰყავს ადამიანი, ანიჭებს რა მას მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას; მაგრამ თავისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა უწინარესად საკუთარ თავთან და მასში ფესვგადგმულ მანკიერებებთან. ეს რთული პროცესია და იგი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. "შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებს თქვენ", - გვარიგებს მაცხოვარი (ინ. 8,32).განსხვავებულია არაეკლესიურთა დამოკიდებულება თავისუფლებისადმი: ღვთისაგან გაუცხოებული...
თავისუფლებას სხვადასხვა ეპოქასა და ცივილიზაციაში სხვადასხვა გაგება ჰქონდა. თავისუფლების ფილოსოფიური გააზრებაც განსხვავებულია. მაგ: თუ დავსვამთ კითხვებს: თავისუფლება – მაგრამ რისგან? ანუ თავისუფლების მისაღწევად რისგან გათავისუფლება...
იხილეთ სრულად
თავისუფლებას სხვადასხვა ეპოქასა და ცივილიზაციაში სხვადასხვა გაგება ჰქონდა. თავისუფლების ფილოსოფიური გააზრებაც განსხვავებულია. მაგ: თუ დავსვამთ კითხვებს: თავისუფლება – მაგრამ რისგან? ანუ თავისუფლების მისაღწევად რისგან გათავისუფლებაა აუცილებელი? ანდა: თავისუფლება – მაგრამ რისთვის? ანუ, რას მაძლევს მე თავისუფლება, რატომაა იგი საჭირო? განსხვავებული მსოფლაღქმის ადამიანებს მათზე სხვადასხვა პასუხი ექნებათ.ყველაზე სრულყოფილი სწავლება კი ქრისტიანობაშია: "...
მაცხოვრის მოწაფეები ჯერ კიდევ I საუკუნეში ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს; ამიტომაც გვაფრთხილებს წმ. პავლე მოციქული: "საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობე...
იხილეთ სრულად
მაცხოვრის მოწაფეები ჯერ კიდევ I საუკუნეში ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს; ამიტომაც გვაფრთხილებს წმ. პავლე მოციქული: "საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადლონი, უღირსნი, უმადურნი, უწმინდურნი, უსიყვარულონი, უწირავნი (ულოცველნი), დამსმენნი, მოუთმენელნი, სასტიკნი, მშფოთვარენი, სიმშვიდის არმქონენი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, აღზუავებულნი,...