შეუძლებელია, საზოგადოება უარყოფდეს თავის მეობას, უარყოფდეს იმ ზნეობრივ საფუძვლებს, რასაც ისტორიულად ეყრდნობოდა (მაგ., მეგობრობის, ღირსების, უფროსისადმი პატივისცემის, ქალის სიწმინდის ინსტიტუტს) და მან ააშენოს წარმატებული ქართული სა...
იხილეთ სრულად
შეუძლებელია, საზოგადოება უარყოფდეს თავის მეობას, უარყოფდეს იმ ზნეობრივ საფუძვლებს, რასაც ისტორიულად ეყრდნობოდა (მაგ., მეგობრობის, ღირსების, უფროსისადმი პატივისცემის, ქალის სიწმინდის ინსტიტუტს) და მან ააშენოს წარმატებული ქართული სახელმწიფო, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო მისი ისტორიიდან მომდინარეობს და საკუთარ ტრადიციებზეა დაფუძნებული.
შეუძლებელია ახალგაზრდა იზრდებოდეს ქართული ტრადიციული ღირებულებების უგულებელყოფის ატმოსფეროში და, მაგალითად, ჯარში იგი თავისი ქვეყნის მამაც დამცველად მოგვევლინოს.
საზოგადოების, გასაკუთრებით კი მოზარდი თაობის მსოფლმხედველობას მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრები...
იხილეთ სრულად
საზოგადოების, გასაკუთრებით კი მოზარდი თაობის მსოფლმხედველობას მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობას.
რელიგია უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაზე, რადგან იგი აზროვნების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია. აზროვნება კი ქმნის კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ, თავის მხრივ, კულტურასაც შეუძლია შეცვალოს ცა...
იხილეთ სრულად
რელიგია უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაზე, რადგან იგი აზროვნების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია. აზროვნება კი ქმნის კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ, თავის მხრივ, კულტურასაც შეუძლია შეცვალოს ცალკეული პიროვნების თუ საზოგადოების აზროვნება.
ჩვენი ხალხი, მიუხედავად ათეისტური რეჟიმის 70 წლიანი ბატონობისა, მართლმადიდებლური კულტურის ერს წარმოადგენს. თვით მუსულმანი ქართველებიც კი საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებენ ისეთ ტრადიციებს, რომელნიც ქრისტიანული სწავლებიდან მომდინარ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ხალხი, მიუხედავად ათეისტური რეჟიმის 70 წლიანი ბატონობისა, მართლმადიდებლური კულტურის ერს წარმოადგენს. თვით მუსულმანი ქართველებიც კი საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებენ ისეთ ტრადიციებს, რომელნიც ქრისტიანული სწავლებიდან მომდინარეობენ და მამა-პაპათაგან აქვთ შესისხლხორცებული.
მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ ჩამოაყალიბა არა მხოლოდ ერთიანი, ქართული სახელმწიფო და უნიკალური ქართული კულტურა, არამედ განსაზღვრა ქართველი კაცის ცხოვრებისა და აზროვნების წესიც.
კვლავაც დაგვიდგა დღე იდუმალი – შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; ამ დიადი საიდუმლოს თანაზიარნი მუხლმოდრეკით თაყვანსა ვსცემთ ბეთლემს შობილ ყრმას და მთელი არსებით ვმადლობთ მამაზეციერს, რომელმან "ესრეთ შეიყუარა სოფელი, ვითარმედ ძეცა...
იხილეთ სრულად
კვლავაც დაგვიდგა დღე იდუმალი – შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; ამ დიადი საიდუმლოს თანაზიარნი მუხლმოდრეკით თაყვანსა ვსცემთ ბეთლემს შობილ ყრმას და მთელი არსებით ვმადლობთ მამაზეციერს, რომელმან "ესრეთ შეიყუარა სოფელი, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნო" (ინ. 3,16).
მიუხედავად გაჭირვებისა და განსაცდელისა, დღეს მთელი სამყარო მაინც სიხარულს მოუცავს, მოგვიახლოვდა ემანუელი – ჩვენთან არს ღმერთი, რათა იმედით აღგვავსოს და გვითხრას: ნუ გეშინინ, "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების".