ერთმა ძმამ ბერს კითხა: "როგორ მოვიქცე მამაო? სამარცხვინო ზრახვები მანადგურებენ". ბერმა მიუგო: - "როდესაც დედას სურს, რომ ბავშვი ძუძუს მოსწყვიტოს, მწარე ზღვის ხახვს ისვამს. ბავშვი, ჩვეულებისამებრ, მივარდება ძუძუს, მაგრამ სიმწრის გა...
იხილეთ სრულად
ერთმა ძმამ ბერს კითხა: "როგორ მოვიქცე მამაო? სამარცხვინო ზრახვები მანადგურებენ". ბერმა მიუგო: - "როდესაც დედას სურს, რომ ბავშვი ძუძუს მოსწყვიტოს, მწარე ზღვის ხახვს ისვამს. ბავშვი, ჩვეულებისამებრ, მივარდება ძუძუს, მაგრამ სიმწრის გამო სწრაფად განაგდებს. "ასევე, შენც, თუ გსურს, შენი ზრახვები სიმწარით დაფარე". ძმამ კვლავ ჰკითხა: "როგორი სიმწარით უნდა დავფარო?" "სიკვდილის ხსოვნით და მომავალი ცხოვრების სატანჯველზე ფიქრით". - უპასუხა ბერმა.
თუ მეფე მტრის ქალაქის აღებას მოისურვებს, უპირველეს ყოვლისა, უსპობს მას საარსებო წყაროს: შიმშილით შეწუხებული მოქალაქეები მას ემორჩილებიან. იგივე ემართება ხორციელ სურვილებსაც: თუ ადამიანი მარხვითა და თავშეკავებით იცხოვრებს, ზრახვები...
იხილეთ სრულად
თუ მეფე მტრის ქალაქის აღებას მოისურვებს, უპირველეს ყოვლისა, უსპობს მას საარსებო წყაროს: შიმშილით შეწუხებული მოქალაქეები მას ემორჩილებიან. იგივე ემართება ხორციელ სურვილებსაც: თუ ადამიანი მარხვითა და თავშეკავებით იცხოვრებს, ზრახვები მის სულს ვეღარ შეაწუხებენ.
როგორც ცეცხლი ვერ აღენთება ცეცხლის, ანდა რაიმე სხვა საწვავი საშუალების გარეშე, ასევე, თუ ჩვენს უძლურ ხორცს ნაყროვანებაში არ ჩავაგდებთ, ხორციელი ვნებით არ აღენთება და მშვიდი და ღვთის ნების მორჩილი იქნება
როდესაც რაიმე ხორციელი სურვილი გწვავს, მოიძულე იგი და შენს სულს უთხარი: "იმითი მძიმდები, რომ სიამოვნებებს გაკლებ? დამშვიდდი, რამეთუ ამით ზეცისა და მისი ყოვლადსასიხარულო მადლის ღირსი გახდები. მცირეოდენი დაითმინე და ნაყოფს მოიმკი"
ნურასოდეს გაიხსენებ შენს მიერ ოდესმე ჩადენილ ხორციელ ცოდვებს, რომ მისით კვლავ არ შებღალო შენი სული, არამედ ღმერთს ევედრე და თქვი: - "უფალო, შენ ხედავ ჩემს უწმინდურსა და აურაცხელ ცოდვებს, შენ თავად გამოიძიე ისინი, მათ შესახებ საუბა...
იხილეთ სრულად
ნურასოდეს გაიხსენებ შენს მიერ ოდესმე ჩადენილ ხორციელ ცოდვებს, რომ მისით კვლავ არ შებღალო შენი სული, არამედ ღმერთს ევედრე და თქვი: - "უფალო, შენ ხედავ ჩემს უწმინდურსა და აურაცხელ ცოდვებს, შენ თავად გამოიძიე ისინი, მათ შესახებ საუბარს მე ვერ გავბედავ, რომ უმეტესად არ განგარისხო!".