ვისაც ცოლი ღმერთზე მეტად უყვარს, - კერპთაყვანისმცემელია; თუ მხოლოდ ვნებისთვის უყვარს იგი, - მეძავია; ხოლო, ვისაც უყვარს იგი, როგორც ქრისტეს - ეკლესია, იგია ჭეშმარიტი ქრისტიანი.
დედაკაცი ისეა, როგორც თანამგზავრი-პლანეტა, რომელიც თან ახლავს ქმარს, ამქვეყნიურ გზაზე, იგი გაუმრუდებელი სიმართლით უნდა უძღვებოდეს მის შინაურ ყოფას და მის ირგვლივ სათნოებისა და კეთილგონიერების მოკრძალებულ შუქს ჰფენდეს.
იქნებ ჰქონიათ, რომ სიხარული გულში გარედან მოდის, შეხედე და ნახავ, რომ ის ცხოვრებას შიგნიდან აშუქებს, ოჯახის ქალი, რომელიც თავისი ოჯახის კეთილდღეობით არის დაკავებული, დაუღალავად შრომობს დედისა და დიასახლისის მოვალეობების ჩარჩოში, გ...
იხილეთ სრულად
იქნებ ჰქონიათ, რომ სიხარული გულში გარედან მოდის, შეხედე და ნახავ, რომ ის ცხოვრებას შიგნიდან აშუქებს, ოჯახის ქალი, რომელიც თავისი ოჯახის კეთილდღეობით არის დაკავებული, დაუღალავად შრომობს დედისა და დიასახლისის მოვალეობების ჩარჩოში, გართობაზე ფიქრისთვის ვერ იცლის, სამაგიეროდ მეურნეობის მართვა და ოჯახის გაძღოლა ჰარმონიით ავსებს მის გულს.
დედაკაცი, რომელიც საწინააღმდეგო სქესისთვის განკუთვნილ გზას ირჩევს, ისევე მოქმედებს ბუნებისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ, როგორც კაცი, ქალის მსგავსად რომ გამუდმებით თავის მორთულობაზე ზრუნავს და მთელი მისი ღირსება პირადი ტუალეტის ხ...
იხილეთ სრულად
დედაკაცი, რომელიც საწინააღმდეგო სქესისთვის განკუთვნილ გზას ირჩევს, ისევე მოქმედებს ბუნებისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ, როგორც კაცი, ქალის მსგავსად რომ გამუდმებით თავის მორთულობაზე ზრუნავს და მთელი მისი ღირსება პირადი ტუალეტის ხარისხის შესაბამისად წარმოუდგენია.
ამჟამინდელი, დაცემული სოფელი ჰგავს ძალზე მდიდარ, უზადო გემოვნებით გაკეთებულ, მაგრამ გაუმართავ საათს. მასში ყველაფერია, რაც ადრე იყო და რაც უნდა იყოს, მაგრამ მასში არ არის ჰარმონიულობა და მარადიულობა. ამიტომ ვინც მოინდომებდა, ამ სა...
იხილეთ სრულად
ამჟამინდელი, დაცემული სოფელი ჰგავს ძალზე მდიდარ, უზადო გემოვნებით გაკეთებულ, მაგრამ გაუმართავ საათს. მასში ყველაფერია, რაც ადრე იყო და რაც უნდა იყოს, მაგრამ მასში არ არის ჰარმონიულობა და მარადიულობა. ამიტომ ვინც მოინდომებდა, ამ საათის მიხედვით მოეწყო თავისი ცხოვრების წესი, ყველაფერი ამაო იქნებოდა.