შვილო, მოუთმინე შენს შვილებს. რას ვიზამთ, მართალია, ცელქი ბავშვები არიან, მაგრამ სხვაგვარადაც ვერ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვითმინოთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტან, ზედმიწევნით ნუ გამოიკვლევ, წვრილმანებს ნუ გამო...
იხილეთ სრულად
შვილო, მოუთმინე შენს შვილებს. რას ვიზამთ, მართალია, ცელქი ბავშვები არიან, მაგრამ სხვაგვარადაც ვერ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვითმინოთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტან, ზედმიწევნით ნუ გამოიკვლევ, წვრილმანებს ნუ გამოეკიდები, რადგან მუდმივად გულდამძიმებული შენს ჯანმრთელობას ავნებ და უარესი იქნება. ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ ანცობას, უფრო მეტი ილოცე და ლოცვა სასწაულს მოახდენს. მაშინ ისინი სასწაულებრივად, ძალისხმევის გარეშე გახდებიან მშ...
მხოლოდ ილოცეთ და დამშვიდდით. მიენდეთ ღვთის განგებულებას. ყველა ტანჯვას კეთილი დასასრული ექნება. ჩემი მოძღვარი დიდი განსაცდელების დროს ჭვრეტად აღიტაცებოდა!
გამხნევდით და ნუ გეშინიათ, ქრისტეს მტკიცე რწმენა გქონდეთ. ის ყოვლისშემძლეა. როგორც არ უნდა გამძვინვარდეს სატანა, ქრისტეს წინაშე, მისი ძლიერების წინაშე ეშმაკის ყველა მანქანება განქარდება.
იტვირთეთ, შვილებო, ჯვარი; ქრისტესთან ერთად ჯვარს ეცვით და მალე ბრწყინვალე აღდგომა მოვა. ახლა რამდენადაც გიჭირთ, მით მეტად იგრძნობთ თავისუფლების სიხარულს.
მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება კი არ არის, უმთავრესად საცნობელთა მკაცრი დაცვაა. როცა საცნობელი გარედან საზრდოობს, ის გონებასა და გულში შესაბამის შხამს ავრცელებს, რის გამოც საბრალო სული ღვთისთვის კვდება.