13. "ადამიანად" ითქმის ან ის, ვინც მოაზროვნეა, ან ის, ვინც გამოსწორების დამთმენია, რადგან გამოუსწორებელი "არაადამიანად" იწოდება (ვინაიდან არაადამიანთა თვისებაა ეს) და უნდა გავურბოდეთ ამგვართ, რადგან ბოროტებაში მცხოვრ...
იხილეთ სრულად
13. "ადამიანად" ითქმის ან ის, ვინც მოაზროვნეა, ან ის, ვინც გამოსწორების დამთმენია, რადგან გამოუსწორებელი "არაადამიანად" იწოდება (ვინაიდან არაადამიანთა თვისებაა ეს) და უნდა გავურბოდეთ ამგვართ, რადგან ბოროტებაში მცხოვრებთათვის შეუძლებელია ოდესმე უკვდავთა შორის დამკვიდრება
12. ჭეშმარიტად შეჰფერით ადამიანებს, რომ ჩვევები და თავიანთი მოქალაქეობა ჯეროვნად დახვეწონ, რადგან ამ მხრივ წარმატების მიღწევის შემდეგ ადვილად შეცნობადი ხდება ღვთისეულნი. მართლაც, მთელი გულითა და რწმენით ღვთის თაყვანისმცემელი მისივ...
იხილეთ სრულად
12. ჭეშმარიტად შეჰფერით ადამიანებს, რომ ჩვევები და თავიანთი მოქალაქეობა ჯეროვნად დახვეწონ, რადგან ამ მხრივ წარმატების მიღწევის შემდეგ ადვილად შეცნობადი ხდება ღვთისეულნი. მართლაც, მთელი გულითა და რწმენით ღვთის თაყვანისმცემელი მისივე წინაგანგების შესაბამისად იმორჩილებს მრისხანებასა და გულისთქმას, ვინაიდან ყოველივე ბოროტების მიზეზი გულისთქმა და მრისხანებაა
11. "ადამიანთშემქმნელად" უნდა ითქვას ის, ვისაც ძალუძს უსწავლელთა მოთვინიერება, რომ სწავლებანი და განათლება შეაყვარონ მათ. ამ სახითვე ისინიც, რომლებიც ცხოვრების წესით აღვირახსნილებს სათნოებითი და ღვთისთვის სათნო მოქალაქეობის...
იხილეთ სრულად
11. "ადამიანთშემქმნელად" უნდა ითქვას ის, ვისაც ძალუძს უსწავლელთა მოთვინიერება, რომ სწავლებანი და განათლება შეაყვარონ მათ. ამ სახითვე ისინიც, რომლებიც ცხოვრების წესით აღვირახსნილებს სათნოებითი და ღვთისთვის სათნო მოქალაქეობისკენ წარმართავენ, "ადამიანთშემქმნელებად" უნდა ითქვან, როგორც ადამიანების ჩამომყალიბებლები, რადგან უდრტვინველობა და თავშეკავება ბედნიერებაა და - კეთილი სასოება ადამიანთა სულებისათვის
10. იმისთვის, ვინც მართებულად სჯის, მდიდარი და დიდგვაროვანი ადამიანი, სულიერი სწავლულებისა და მთელი სათნოებითი ცხოვრების გარეშე, უუბედურია, ისევე როგორც ხვედრით ღარიბი და მონა, გამშვენებული სწავლულებითა და სათნო ცხოვრებით, - ბედნი...
იხილეთ სრულად
10. იმისთვის, ვინც მართებულად სჯის, მდიდარი და დიდგვაროვანი ადამიანი, სულიერი სწავლულებისა და მთელი სათნოებითი ცხოვრების გარეშე, უუბედურია, ისევე როგორც ხვედრით ღარიბი და მონა, გამშვენებული სწავლულებითა და სათნო ცხოვრებით, - ბედნიერი, და როგორც უცხოები იბნევიან გზებზე, ამგვარადვე ისინიც, რომლებიც არ იჩენენ გულმოდგინებას სათნებითი ცხოვრების გამო, სიამეთმოსურნეობისგან გზააბნეულნი წარიწყმიდებიან
9. რომლებიც სათნოებითი, კრძალულებითი და სასახელო ცხოვრებით მოღვაწეობას მოსურნეობენ, არ უნდა განისაჯნონ მოჩვენებითი ჩვეულებისა და გარეგანი მოქალაქეობის მიხედვით; ასეთები ხომ, ხელოვანი მხატვრებისა და მოქანდაკეების მსგავსად, საკუთრივ...
იხილეთ სრულად
9. რომლებიც სათნოებითი, კრძალულებითი და სასახელო ცხოვრებით მოღვაწეობას მოსურნეობენ, არ უნდა განისაჯნონ მოჩვენებითი ჩვეულებისა და გარეგანი მოქალაქეობის მიხედვით; ასეთები ხომ, ხელოვანი მხატვრებისა და მოქანდაკეების მსგავსად, საკუთრივ საქმეთაგან გამოაჩინებენ სათნოებითსა და ღვთისმოყვარე მოქალაქეობას და როგორც მახეს, ისე განეკრძალვიან ყოველგვარ უკეთურ სიამოვნებას
8. უსწავლელნი და მდაბიონი სასაცულოდ თვლიან სწავლებებს და მოსმენაც არ სურთ, რადგან ამით იმხილება მათი უსწავლელობა, ხოლო სწადიათ კი, რომ მათი მსგავსი იყოს ყველა. ამგვარადვე, ცხოვრებითა და ჩვევებით აღვირახსნილნი იმას ცდილობენ, რომ მა...
იხილეთ სრულად
8. უსწავლელნი და მდაბიონი სასაცულოდ თვლიან სწავლებებს და მოსმენაც არ სურთ, რადგან ამით იმხილება მათი უსწავლელობა, ხოლო სწადიათ კი, რომ მათი მსგავსი იყოს ყველა. ამგვარადვე, ცხოვრებითა და ჩვევებით აღვირახსნილნი იმას ცდილობენ, რომ მათზე უარესი იყოს ყველა, ჰგონიათ რა, რომ უკეთურთა სიმრავლის კვალობაზე თავიანთ თავს დაუდანაშაულებლობას მოუპოვებენ. მოუძლურებული სული წარიწყმიდება და იმღვრევა ბოროტებისგან, აქვს რა მას თავის თავში გარყვნილება, ამპარტავნება, ...
7. ის კი არ უნდა თქვას ვინმემ, შეუძლებელიაო ადამიანისთვის სათნოებითი ცხოვრების მიღწევა, არამედ - ის, რომ იოლი არ არის. არცთუ ნებისმიერისთვის არის იგი ადვილსაწვდომი, არამედ ეზიარებიან სათნოებით ცხოვრებას ადამიანთა შორის ისინი, რომლ...
იხილეთ სრულად
7. ის კი არ უნდა თქვას ვინმემ, შეუძლებელიაო ადამიანისთვის სათნოებითი ცხოვრების მიღწევა, არამედ - ის, რომ იოლი არ არის. არცთუ ნებისმიერისთვის არის იგი ადვილსაწვდომი, არამედ ეზიარებიან სათნოებით ცხოვრებას ადამიანთა შორის ისინი, რომლებსაც კეთილმსახურებითი და ღვთისმოყვარე გონება აქვთ. მართლაც, ჩვეულებრივი გონება ამქვეყნიურია და ცვალებადი, ავლენს რა როგორც კეთილ, ასევე უკეთურ აზრებს, რადგან იცვლება იგი ბუნებითად და ნივთისკენ გარდაიქმნება, ხოლო ღვთისმო...
6. რამდენადაც ზომიერი ცხოვრება აქვს ვინმეს, იმდენად უფრო ბედნიერია იგი, რადგან არ უხდება მას ზრუნვა ბევრ რამეზე, - მონებზე, მიწისმუშებზე, პირუტყვის შეძენაზე, ვინაითგან ამათზე მილურსმულები და ამათგან წარმოქმნილ სირთულეებში ჩავარდნი...
იხილეთ სრულად
6. რამდენადაც ზომიერი ცხოვრება აქვს ვინმეს, იმდენად უფრო ბედნიერია იგი, რადგან არ უხდება მას ზრუნვა ბევრ რამეზე, - მონებზე, მიწისმუშებზე, პირუტყვის შეძენაზე, ვინაითგან ამათზე მილურსმულები და ამათგან წარმოქმნილ სირთულეებში ჩავარდნილები ღმერთს ვკიცხავთ, ჩვენი თავმოთნეობითი სიამეთმოსურნეობით კი სიკვდილი ირწყვება და ვრჩებით ამა ყოფის წყვდიადში ცოდვებით სავსენი, არ შეგვიცვნია რა ჩვენი თავი
5. მოაზროვნე კაცი, თავად მჭვრეტი თავისი თავისა, ამოწმებს, რა შეჰფერის და რა არგებს მას, რა არის საკუთრივი და სასარგებლო სულისათვის და რა - უცხო მისთვის. ასე განელტვის იგი სულის სავნებელს, როგორც უცხოს და როგორც უკვდავებისგან მის გ...
იხილეთ სრულად
5. მოაზროვნე კაცი, თავად მჭვრეტი თავისი თავისა, ამოწმებს, რა შეჰფერის და რა არგებს მას, რა არის საკუთრივი და სასარგებლო სულისათვის და რა - უცხო მისთვის. ასე განელტვის იგი სულის სავნებელს, როგორც უცხოს და როგორც უკვდავებისგან მის გამმიჯვნელს
4. როდესაც ქონების მოხვეჭას და მდიდრულ ცხოვრებას წუთჟამიერ ზმანებად შერაცხავ და გეცოდინება, რომ სათნოებითი და ღვთისსათნო მოღვაწეობა სიმდიდრეზე აღმატებულია ამას იღვაწებ რა შეუბრკოლებლად და ეს გექნება რა ხსოვნაში, არ იკვნესებ, არ ივ...
იხილეთ სრულად
4. როდესაც ქონების მოხვეჭას და მდიდრულ ცხოვრებას წუთჟამიერ ზმანებად შერაცხავ და გეცოდინება, რომ სათნოებითი და ღვთისსათნო მოღვაწეობა სიმდიდრეზე აღმატებულია ამას იღვაწებ რა შეუბრკოლებლად და ეს გექნება რა ხსოვნაში, არ იკვნესებ, არ ივალალებ, არავის გაკიცხავ, არამედ ყველაფრის გამო მადლობელი იქნები ღვთისა, თუნდაც ხედავდე შენზე უდარესთ სიტყვამჭევრობითა და ქონებით მოქადულებს, რადგან უბოროტესი ვნებაა სულისა სიამეთმოსურნეობაც, დიდებაც და უმეცრებაც