იესო იოსებ "ტექტონის" შვილობილია, ხოლო ჭეშმარიტი ძე - შემოქმედისა, რომელმაც შექმნა ზეცა და მიწა. ტექტონი - (მთ. 13, 55)ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს ხუროს, რომელიც იყო იოსები, მარიამის ქმარი (ხალხის თვალში) - არქიტექტონი (1 კორ. 3...
იხილეთ სრულად
იესო იოსებ "ტექტონის" შვილობილია, ხოლო ჭეშმარიტი ძე - შემოქმედისა, რომელმაც შექმნა ზეცა და მიწა. ტექტონი - (მთ. 13, 55)ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს ხუროს, რომელიც იყო იოსები, მარიამის ქმარი (ხალხის თვალში) - არქიტექტონი (1 კორ. 3, 10) ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს: მხატვრების მეთაურს. უფალთან მიმართებაში კი - ყოველი ქმნილების უფალი და ყოვლისმპყრობელი.
ეშმაკი მორჩილების წინააღმდეგ მთელი თავისი ძალით და მზაკვრობით ჯანყდება. ის მოწაფეს ბერის არარსებულ და არსებულ ცოდვებს უჩვენებს. ამათგან მეორეს კი დამახინჯებულს, თითქოსდა გამადიდებელი მინის ქვეშ დაანახებს. თუ მოწაფემ მადლი მოიხვეჭა...
იხილეთ სრულად
ეშმაკი მორჩილების წინააღმდეგ მთელი თავისი ძალით და მზაკვრობით ჯანყდება. ის მოწაფეს ბერის არარსებულ და არსებულ ცოდვებს უჩვენებს. ამათგან მეორეს კი დამახინჯებულს, თითქოსდა გამადიდებელი მინის ქვეშ დაანახებს. თუ მოწაფემ მადლი მოიხვეჭა, მაშინ ის იტყვის: "მე ბერისა მეტად მჯერა, ვიდრე საკუთარი თვალების და ყურებისა, რადგან ისინი არც თუ იშვიათად ცრუობენ". სხვა შემთხვევაში მან უნდა თქვას: "ჩემი დამრიგებელი ისევე ცოდვილია, როგორც ყოველი ადამიანი, მაგრამ "ძა...
წმიდა წერილს მრავალი ადამიანი კითხულობს იმისათვის, რომ შეძლოს მასზე ლაპარაკი, მრავალნი კი, ჰეროდეს მაგალითით (მთ. 2, 8), მის მნიშვნელობას ქრისტეს წინააღმდეგაც კი შეაბრუნებენ: შენ კი, აღმოსავლელ ბრძენთა მაგალითისამებრ, იკითხე იგი ქ...
იხილეთ სრულად
წმიდა წერილს მრავალი ადამიანი კითხულობს იმისათვის, რომ შეძლოს მასზე ლაპარაკი, მრავალნი კი, ჰეროდეს მაგალითით (მთ. 2, 8), მის მნიშვნელობას ქრისტეს წინააღმდეგაც კი შეაბრუნებენ: შენ კი, აღმოსავლელ ბრძენთა მაგალითისამებრ, იკითხე იგი ქრისტეს მოსაზვეჭად
"ეს დიდებული წიგნი - ასე დააწერა თავის ბიბლიას ბაირონმა, - შეიცავს საიდუმლოთა საიდუმლოს. ბედნიერნი არიან ის მოკვდავნი, რომლებსაც ღვთისგან მიეცათ მადლი, წაიკითხონ, შეიმეცნონ, მოწიწებით, ლოცვით წარმოთქვან ამ წიგნის სიტყვები! ბედნიერ...
იხილეთ სრულად
"ეს დიდებული წიგნი - ასე დააწერა თავის ბიბლიას ბაირონმა, - შეიცავს საიდუმლოთა საიდუმლოს. ბედნიერნი არიან ის მოკვდავნი, რომლებსაც ღვთისგან მიეცათ მადლი, წაიკითხონ, შეიმეცნონ, მოწიწებით, ლოცვით წარმოთქვან ამ წიგნის სიტყვები! ბედნიერნი არიან ისინი, ვინც ცდილობენ, გააღონ კარი და წინ მიისწრაფიან, მაგრამ უმჯობესია, არ შობილიყვნენ ისინი, რომლებიც იმისათვის კითხულობენ, რომ ეჭვი შეეპაროთ მასში და შეიძულონ".