როდესაც ვკითხულობთ დავით აღმაშენებლის ცხოვრებას, ჩვენს წინაშე წარმოდგება არამარტო ბრწყინვალე მეფე, არამარტო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, არამედ მოძღვარი და სულიერი მამა საქართველოსი.
ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძალიან აქტიურად შემოდის სხვადასხვა მოძღვრება უცხოეთიდან. მაგრამ ქართველმა ერმა თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო, და რა არაა სასარგებლო, რა უნდა მივიღოთ და რა არ უნდა მივიღოთ. ქართველმა კაცმა უნდ...
იხილეთ სრულად
ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძალიან აქტიურად შემოდის სხვადასხვა მოძღვრება უცხოეთიდან. მაგრამ ქართველმა ერმა თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო, და რა არაა სასარგებლო, რა უნდა მივიღოთ და რა არ უნდა მივიღოთ. ქართველმა კაცმა უნდა გაარჩიოს თეთრი და შავი, ანუ რომელია ის გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ჯოჯოხეთში და რომელია გზა სასუფევლისაკენ. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიც აქ, დედამიწაზე იწყება.
ძალიან მშვენიერია, რომ ადამიანმა გააცნობიეროს, რა აზრი აქვს მის ცხოვრებას, რატომ მოვიდა იგი ამქვეყნად. ამასთან, მან უნდა გააცნობიეროს ცხოვრების კულტურა დაბადებიდან გარდაცვალებამდე.
მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია: ხეს რომ ყოველდღე შესძახო: გახმიო, – გახმება. ნურასდროს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი ა...
იხილეთ სრულად
მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია: ხეს რომ ყოველდღე შესძახო: გახმიო, – გახმება. ნურასდროს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე.
ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებელი სამი ინსტიტუტი უნდა იყოს: ოჯახი, ეკლესია და სკოლა. სამივემ შეთანხმებით უნდა იმოქმედოს და უნდა შეიქმნას საგანგებო პროგრამა ერთობლივად აღზრდისა.
როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკო...
იხილეთ სრულად
როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ამ მიმართულებით დღესდღეობით არაფერი კეთდება.
ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შემს კარზე მცხოვრები მდგმური. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან ...
იხილეთ სრულად
ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შემს კარზე მცხოვრები მდგმური. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს. (რჯლ. 24, 14-15).