როგორც ჩანს, "ახალი იდეოლოგიის" გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება. ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, - კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის... გახსნა, ...
იხილეთ სრულად
როგორც ჩანს, "ახალი იდეოლოგიის" გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება. ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, - კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის... გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა "გმირების" პოპულარიზაცია
ხატი არის სარკმელი, საიდანაც ჩვენ ვხედავთ ცას; ხატს ადამიანის გონება, ადამიანის სული აჰყავს იმ ზეციურ სამყაროში, სადაც ბრძანდება პირველსახე ხატზე გამოსახული წმიდანისა.
ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძალიან აქტიურად შემოდის სხვადასხვა მოძღვრება უცხოეთიდან. მაგრამ ქართველმა ერმა უნდა დაიანახოს, თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო და რა არაა სასარგებლო, რა უნდა მივიღოთ და რა არ უნდა მივიღოთ. ქართ...
იხილეთ სრულად
ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძალიან აქტიურად შემოდის სხვადასხვა მოძღვრება უცხოეთიდან. მაგრამ ქართველმა ერმა უნდა დაიანახოს, თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო და რა არაა სასარგებლო, რა უნდა მივიღოთ და რა არ უნდა მივიღოთ. ქართველმა კაცმა უნდა გაარჩიოს თეთრი და შავი, ანუ რომელია ის გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ჯოჯოხეთში და რომელია გზა სასუფევლისკენ. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიც აქ, დედამიწაზე იწყება.
მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ (სიბრძნე სოლომონისა 4, 7-8).