წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
შესაბამისი ყურადღების გარეშე მუსიკასაც ვერ შეისწავლი, მით უფრო სულის უმოქმედობით ვერ ჩაწვდები საიდუმლო ხმას.
რწმენა იმასაც ღებულობს, რის ნატვრასაც კი ვერ გაბედავდა ადამიანი, როგორც ეს ჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითმა გვიჩვენა.
რაოდენ დიდებული მადლია რწმენა! მაშინაც გადაგვარჩენს, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ვვარდებით, სიკვდილი გვემუქრება, უსასო გარემოებაში ვიმყოფებით.
მიწა არაფერს აღმოაცენებს წვიმის გარეშე, და მიწის გარეშე წვიმაც უსარგებლოა; სწორედ ასევე მადლი არ მოქმედებს თავად ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე, არც ადამიანის ნება - მადლის თანამონაწილეობის გარეშე.
სადაც მე ვარ, - ამბობს უფალი, იქ იქნება მსახური ჩემი. სად არის ქრისტე? - ზეცაში. ამგვარად, ჩვენც სულითა და გონებით გადავსახლდეთ იქ აღდგომამდე.
თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება მწუხარებით. ხოლო თუკი სათნოება გაქვს, მწუხარებისაგან იგი უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება.