წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
ყველას ვურჩევ, შეიძინოს ბიბლია, ან უკიდურეს შემთხვევაში, ახალი აღთქმა! ეს წიგნები ყოველთვის თქვენს განსწავლას წაადგება
რაც ფიზიკური საზრდელია ჩვენთვის - ძალების შესანარჩუნებლად, იგივეა წმიდა წერილის კითხვა სულისათვის
მოვიდა კეთილდღეობა - მადლობდე უფალს, და კეთილდღეობა მყარი იქნება. მოვიდა უბედურება - მადლობდე უფალს და იგი დასრულდება
უფალი არ უშვებს ან მუდმივად უბედურებებს, რათა სასოწარკვეთილება არ დაგვეუფლოს, და არც - მუდმივ კეთილდღეობას, რათა არ დავეცეთ (ზნეობრივად)
როგორც თესლს სჭირდება წვიმა, ასევე, ჩვენ გვჭირდება ცრემლები, როგორც მიწა უნდა მოიხნას და დაიბაროს, ასევე, ჩვენს სულს ნიჩაბის ნაცვლად სჭირდება განსაცდელები და მწუხარება, რათა არ აღმოაცენოს სარეველა, შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გ... იხილეთ სრულად
როდესაც ამბობ, ღმერთი კაცთმოყვარეა და ამიტომ არ დაგვსჯის, მაშინ შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ თითქოს ის კაცთმოყვარე აღარ იქნება თუ დაგვსჯის.
რაც ჩვენთვის სასარგებლოა, სწორედ ის სურს ღმერთს, და რაც ღმერთს უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა
ჩვენი სულიერი მოძღვრის წინაშე გაცილებით მეტად ვართ ვალდებულნი, ვიდრე - ხორციელი მამის წინაშე, რადგან ეს უკანასკნელნი ამ სოფლისა და საერო ცხოვრებისათვის გვშობენ, პირველნი კი - ზეცისა და მარადიული ცხოვრებისათვის.
თითოეულის სარგებელი მოყვასის სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასის სარგებელი კი _ მის სარგებელში.