წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
19. ნეტარია გონება, რომელიც ქმნილებათა მიღმა დაუცხრომლად ტკბება ღვთაებრივი სილამაზით.
16. "თუ გიყვარვართ, ამბობს უფალი, დაიცავით ჩემი მცნებანი" (იოან. 14, 15). "ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი" (იოან.15,12). ამრიგად, ვისაც მოყვასი არ უყვარს, ის მცნებებს არ აღასრულებს, ხოლო, ვინც მცნებებს არ აღასრულებს... იხილეთ სრულად
15. ვინც თავის გულში რომელიმე ადამიანის მიმართ სიძულვილის კვალს ხედავს, მისი გარკვეული დაცემის გამო, მისთვის სავსებით უცხოა ღვთის სიყვარული. რამეთუ ღვთის სიყვარული ვერანაირად ვერ ითავსებს ადამიანის სიძულვილს
13. არ შეიძლება ღვთის მოყვარულს ყველა ადამიანი ისე არ უყვარდეს, როგორც საკუთარი თავი, თუმცა არ შეიწყნარებს იმათ ვნებებს, რომელნიც ჯერ კიდევ არ განწმენდილან. მაგრამ, როცა ხედავს მათ მოქცევასა და გამოსწორებას, უდიდესი და გამოუთქმელი... იხილეთ სრულად
12. როცა სიყვარულის შედეგად გონება ღვთის შემეცნებით აღივსება, ყოფიერებაზე მაღლა დადგება და ღვთის უსასრულობას იგრძნობს, მაშინ ღვთაებრივი ესაიას მსგავსად, განცვიფრებულმა რომ აღიარა თავისი არარაობა, გულწრფელად წარმოთქვამს ამ წინასწარ... იხილეთ სრულად
11. ყველა სათნოებას გონება ღვთის სიყვარულთან მიჰყავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია წმინდა ლოცვა. იგი ლოცვით ფრთოვანქმნილი, ღმერთთანაა და ყოველივე არსებულზე მაღლა დგას.
10. როცა სიყვარულის შედეგად გონება ღმერთამდე ამაღლდება, მაშინ ის სრულებით ვერ იგრძნობს ვერც საკუთარ თავსა და ვერც რაიმე მის გარშემო არსებულს. უსასრულო ღვთიური ნათლით გაბრწყინებული გონება ვერ გრძნობს ვერცერთ ქმნილებას, ისევე როგორც... იხილეთ სრულად