ლოცვის საფუძველია აზრი – „შენ ყოველივე ხარ, მე კი არაფერი“. ეს მისი გრანიტის საძირკველია. ხდება ერთგვარი იდუმალი შეერთება ღმერთისა სულთან: სული მადლს უსმენს, მადლი კი სულს. ამის შესახებ მოციქული პავლე ასე ამბობს: „უმეტეს მათ ყოველ...
იხილეთ სრულად
ლოცვის საფუძველია აზრი – „შენ ყოველივე ხარ, მე კი არაფერი“. ეს მისი გრანიტის საძირკველია. ხდება ერთგვარი იდუმალი შეერთება ღმერთისა სულთან: სული მადლს უსმენს, მადლი კი სულს. ამის შესახებ მოციქული პავლე ასე ამბობს: „უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი“(თ. 15, 10)
ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარის გულისთქმები და გრძნობები იქაა, სადაც მისი სიმდიდრეა. ის განუწყვეტლივ ღელავს: როგორ დაიცვას, როგორ გაზარდოს ის. ლოცვის დროსაც კი ფულზე ფიქრობს. მკვდარი და ცივია მისი ლოცვა, ეს მარტოოდენ გარეგნულ...
იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარის გულისთქმები და გრძნობები იქაა, სადაც მისი სიმდიდრეა. ის განუწყვეტლივ ღელავს: როგორ დაიცვას, როგორ გაზარდოს ის. ლოცვის დროსაც კი ფულზე ფიქრობს. მკვდარი და ცივია მისი ლოცვა, ეს მარტოოდენ გარეგნული მისაგებელია ღვთისადმი, რადგან მას არა ღმერთის, არამედ ფულის იმედი აქვს, ის გახდა მისთვის ღმერთი. ვერცხლისმოყვარის გული ქვასავით მაგრდება, ლოცვა მასში პრაქტიკულად არანაირ კვალს არ ტოვებს, როგორც ფოლადის საჭრეთელი ალმასზ...
გზაშეცთომილისთვის ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზის ჩვენება ყოველ პატიოსანსა და კეთილ ქრისტიანს ძალუძს. ცხონების საშუალებები ისეთივე აურაცხელია, როგორც შემთხვევები დაცემისა. აქ საჭიროა გზაშეცთომილსა და უბედურს სუფთა გული ვაჩვენოთ და...
იხილეთ სრულად
გზაშეცთომილისთვის ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზის ჩვენება ყოველ პატიოსანსა და კეთილ ქრისტიანს ძალუძს. ცხონების საშუალებები ისეთივე აურაცხელია, როგორც შემთხვევები დაცემისა. აქ საჭიროა გზაშეცთომილსა და უბედურს სუფთა გული ვაჩვენოთ და უანგარო დამოკიდებულება. სიამაყით, გახმაურებით ნუ გადაუგდებ გაჭირვებულს შენს დახმარებას, და იგი ადრე თუ გვიან დაგიმეგობრდება. თავდაპირველად ბეღურასავით გაუბედავი იქნები, კაკანათის რომ ეშინია, ხოლო შემდეგ კი შენთან ერთად ...